მცენარის ნაყენი ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და თიაქრის წინააღმდეგ: შედეგი შოკისმომგვრელია

5474

დიდი ხნის წინ, ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა. ფეხმა მიმტყუნა: ვერც ჯდომას, ვერც დგომას ვერ ვახერხებდი. დიაგნოზი: ოსტეოქონდროზი რადიკულარული სინდრომით. სტაციონარში მკურნალობა მხოლოდ 4 თვით მიმსუბუქებდა მდგომარეობას. გადავიტანე ონკოოპერაცია. ბოლოს სამსახური დავკარგე…

ფეხის ტკივილი კი არ ქრებოდა. ბოლო 7 თვის მანძილზე ვყლაპავდი აბებს – ინდომეტაცინს, ციტრამონს, რათა ცოტათი მაინც მემოძრავა. ცხოვრება მიწიერ ჯოჯოხეთად მექცა.

სექტემბერში, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად, დამესვა დიაგნოზი: მალთაშუა თიაქარი. ექიმებმა მითხრეს, რომ გამოსავალი ერთი იყო – ოპერაცია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ოპერაციიდან ჯერ ერთი წელიც არ იყო გასული.

მკურნალმა ექიმმა-ონკოლოგმა მირჩია წყლის მარწყვაბალახის (საბელნიკის) ნაყენის დალევა.

3 თვის მანძილზე სულ 2 ლ ნაყენი დავლიე და დღეში 2-3-ჯერ 15-წუთიან თვითმასაჟს ვიკეთებდი. შედეგები შოკისმომგვრელია.

გასული წლის დეკემბერში სრულად ვთქვი უარი ტკივილგამაყუჩებლებზე, გავსწორდი წელში, ტკივილი გაქრა. გამიხარდება, თუ ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგება.

ამ მცენარის შესახებ ძალიან ბევრჯერ დაიწერა. არაერთი წერილი მოსულა, მადლიერებისა და რჩევების შემცველი.

ისღა დაგვრჩენია, ნაყენის რეცეპტი გავიმეოროთ:

მარწყვაბალახის ფესვები და ღეროები (ხმელი) დააქუცმაცეთ 1 სმ-მდე, გაავსეთ ლიტრიანი ქილის 1/3 და პირთამდე დაასხით ხარისხიანი არაყი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დააყენეთ ბნელ ადგილას 21 დღით. გადაწურეთ და დალიეთ 1 ს.კ. 50 მლ წყალზე, დღეში სამჯერ, ჭამამდე.

იმავე ნაყენს იყენებენ მტკივანი ადგილების დასაზელად. მკურნალობის კურსი 1-1.5 თვე გრძელდება, ამ პერიოდში არანაკლებ 1 ლ ნაყენი უნდა შეისვას.

წყლის მარწყვაბალახი: სასარგებლო და მავნე თვისებები

  • მარწყვაბალახი აახლებს ორგანიზმის დასუსტებულ უჯრედებს, რის გამოც ეფექტურად კურნავს სისხლის ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ლიმფო-სარკომას, ლეიკოზებსა და ლიმფოგრანულემატოზს.
  • მარწყვაბალახი, ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენისა და მარილოვანი დაგროვებების დაშლის უნარის წყალობით, ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებაა ართრიტისა და ართროზის დროს.
  • მარწყვაბალახი ეფექტურია პოლიართრიტის, რადიკულიტის, ართრიტის, ოსტეოპოროზის, ართროზის, მარილების დაგროვების დროს. მისი ნაყენის ხანგრძლივი მიღება დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, რაც მის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ხსნის.
  • მარწყვაბალახი გვეხმარება ტუბერკულოზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში. გარდა ამისა, მას შესანიშნავი მატონიზებელი და მასტიმულირებელი მოქმედება აქვს.
  • ტანინების შემცველობის წყალობით, მცენარეს მკუმშავ საშუალებად იღებენ ფაღარათის დროს. აგრეთვე, ეს მცენარე შარდმდენი და ნაღველმდენი საშუალებაა.
  • მარწყვაბალახი შეუცვლელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
    მცენარეული ბოჭკოების (უჯრედისის) მოხმარება ჭაობის მარწყვაბალახის ნაყენთან ერთად, არეგულირებს საჭმლის მონელებასა და ნაწლავების მოტორულ ფუნქციას. ამრიგად, მცირდება წვრილ ნაწლავში ცხიმების შეწოვის დონე და მცირდება სისხლში “მავნე” ქოლესტერინის რაოდენობა.
  • მარწყვაბალახი – ეფექტური საშუალებაა თრომბოფლებიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იგი გამოიყენება, როგორც დამატებითი საშუალება გახდომის დროს.

აქტიური ნივთიერებების შემცველობის ხარჯზე, მარწყვაბალახი ეფექტური საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად. მცენარე ორგანიზმიდან დევნის მინერალურ შლაკებს, რადიონუკლიდებსა და მარილებს.

ბალახი შეიცავს აქტიურ ანთებისსაწინააღმდეგო, ჭრილობების შემხორცებელ და სისხლის აღმდგენ ნივთიერებებს.

წყლის მარწყვაბალახის მოხმარება რეკომენდებულია აბსცესების, ფურუნკულების, ფლეგმონების, ჭრილობებისა და ნაკაწრების დროსაც.

უკუჩვენებები

მარწყვაბალახის ქიმიური შემადგენლობა დღემდე სრულად არაა შესწავლილი. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, მარწყვაბალახი ამცირებს არტერიულ წნევას, სხვები კი ამბობენ, რომ იგი არტერიული ჰიპოტონიის დროს უნდა იყოს რეკომენდებული.

მე კონკრეტული მაგალითებით დავრწმუნდი, რომ მცენარის მოხმარება დაუშვებელია დაბალი წნევის დროს. უმნიშვნელო დოზებითაც კი, ჰიპოტონიკებისთვის მცენარის ნაყენი საზიანოა. აგრეთვე, მცენარის მოხმარება არ შეიძლება ბრადიკარდიის დროსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს