ჰიპერტონია დიდხანს მაწუხებდა, სანამ ერთმა ქალმა მარტივი რეცეპტი არ მასწავლა. რა ხანია, წნევა ნორმაში მაქვს!

1693

უამრავ ადამიანს აწუხებს ჰიპერტონია და არ იცის, როგორ დაარეგულიროს წნევა. მე ვიცი, რაცაა ეს დაავადება, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

ხანდახან, წნევა 220/230 ერთეულამდეც ამსვლია. იმდენ ხანს ვიტანჯე, სანამ ღმერთმა ჩვენს დასახლებაში ერთი ქალი არ გამოგზავნა, რომელიც თავის ქალიშვილს ესტუმრა.

სწორედ მან გამიზიარა ამ დაავადების სამკურნალო რეცეპტი. მაშ ასე, წვრილად უნდა დაჭრათ 2 საშუალო წითელი ჭარხალი, მოათავსოთ სამლიტრიან ქილაში და პირთამდე დაასხათ გამთბარი გადადუღებული წყალი.

შემოახვიეთ ყელზე ორფენიანი მარლა და დადგით 6-7 დღით თბილ ადგილას. ყოველდღე მოურიეთ შიგთავსს ხის კოვზით. დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ, გადაწურეთ და შედგით მომზადებული სასმელი მაცივარში, შესანახავად.

მიიღეთ იგი რეგულარულად, 1 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მე უკვე მესამე ქილას ვასრულებ და ასე ვინარჩუნებ წნევის ნორმას.

ჰიპერტონიის საწინააღმდეგო აბები და სხვა ნარევები უკვე აღარ მჭირდება. დაე, ჩემი მოკრძალებული გამოცდილება სხვასაც დაეხმაროს დაავადების დაძლევაში.

ჭარხლის ბურახი სახლში

ჭარხლის ბურახი დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებაში, ასევე, ხელს შეუწყობს საკვების მონელებას.

როგორ მოვამზადოთ ბურახი?

წითელი ჭარხალი გაფცქვენით, გაავსეთ ქილა ბოლომდე, საშუალო ზომის ნაჭრებით. დაასხით თბილი, გადადუღებული წყალი პირთამდე (დაუმატეთ ცოტაოდენი ვაშლის ძმარიც).

შეახვიეთ მარლით, თავსახური არ დაახუროთ. 3-5 დღეში მისაღებად მზადაა. სითხე მკვეთრი ფერისაა, ოდნავ ლორწოვანი. დალევასთან ერთად, მუდმივად დაუმატეთ ბურახს წყალი მანამ, სანამ სითხე არამკვეთრი (არასქელი) გამოვა.

თუ 1 ჭიქა ასეთ ბურახს 1 ჩ.კ. თაფლსა და რამდენიმე კოვზ ლიმონის წვენს დაუმატებთ, მიიღებთ შესანიშნავ წნევის დამწევ საშუალებას.

ჭარხალი ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ

ხალხური მედიცინა გვირჩევს ჭარხლის ნებისმიერი ფორმით მიღებას, ჰიპერტონიული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ეფექტურია ჭარხლის წვენი. როგორც წესი, მას თაფლთან ურევენ 1:1 პროპორციით. ნარევი 1/4-1/3 ჭიქის ოდენობით, დღეში 3-4-ჯერ უნდა მოიხმაროთ.

არტერიული წნევის შესამცირებლად, ექიმები ხშირად გვირჩევენ სპეციალურ ჭარხლის მასასაც. მის მისაღებად უნდა აიღოთ 4 ჭიქა ჭარხლის წვენი, 4 ჭიქა თაფლი, 100 გ ბერულა და 500 გ არაყი. ყველა კომპონენტი შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დააყენეთ მასა 10 დღით, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, ბნელ და გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და დაწურეთ.

მიიღეთ 1-2 ს.კ. მასა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ საშუალება პირველი და მეორე ხარისხის ჰიპერტონიის დროს.

თუმცა, ჭარხალი მხოლოდ ჰიპერტონიულ დაავადებებს როდი უმკლავდება: მისი მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების პროფილაქტიკისთვისაც. ჭარხალი ხომ დიდი რაოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს, მათი მარილები კი არტერიულ წნევას ამცირებს.

კალციუმის კარგად დაბალანსებული წყაროა სხვადასხვა ბოსტნეული და ნაყოფი, მათ შორის, ოხრახუში, მწვანე ხახვი, სტაფილო, გარგარი და ალუბალი.

ამ ჩამონათვალში საპატიო ადგილს ისევ ჭარხალი იმსახურებს. ამიტომ, მაშინაც კი, თუ დღეისათვის ჰიპერტონიული დაავადება არ გაწუხებთ, იფიქრეთ იმაზე, რომ აღკვეთოთ მისი გაჩენა, და შეიტანეთ რაციონში ჭარხალი. დაე, თქვენს მაგიდაზე მუდმივად იდოს ეს ძვირფასი ბოსტნეული.

ჭარხალი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა, ალბათ, ყველაზე საშიში დაავადების განკურნებაშიც დაგეხმარებათ. ჩვენ გულის იშემიურ დაავადებას ვგულისხმობთ.

იგი დაკავშირებულია გულის არტერიებში ათეროსკლეროტული კოლტების არსებობა, ეს უკანასკნელნი კი შედგებიან ქოლესტერინის, ცხიმოვანი სუბსანციებისა და კალციუმისგან. შედეგად, სისხლძარღვების კედლები ვიწროვდება, რაც გულის ცხოველქმედებისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევებს იწვევს.

ამ დაავადებას ახასიათებს სტენოკარდიული ტკივილები (ხალხში, მას გულის შეღონებას უწოდებენ, რამდენადაც ავადმყოფებს უჩნდებათ შეგრძნება, თითქოს მათ მკერდს რაღაც აწვება და უჭერს, ხელს უშლის სუნთქვაში). გარდა ამისა, დაავადება თავს იჩენს გულის რითმის დარღვევით, გულის უკმარისობით.

ჭარხალზე საუბრისას, ჩვენ ვერ ვიტყვით მტკიცებით, რომ იგი ამ დააავადების მთავარი სამკურნალო კომპონენტია, რადგან გულის უკმარისობის დროს კვების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია რაციონის გამდიდრება საკვები ბოჭკოებით, რომლებსაც შეიცავს ბოსტნეული და არატკბილი კენკრა და ხილი.

გარდა ამისა, ჭარხალი იოდსაც შეიცავს: მისი შემცველობით, მას ფესვნაყოფიანებში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.

შესაბამისად, იგი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა.

რამდენადაც იოდი ვახსენეთ, აღვნიშნავთ, რომ ჭარხალი აღკვეთს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, რომლებიც სწორედ ორგანიზმში იოდის დეფიციტითაა გამოწვეული.

დავუბრუნდეთ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას. აღნიშნულ შემთხვევაში, განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხალი რბილობითა და მოწითალო-მოიისფრო ღეროთი. ასეთი საღებავი იმაზე მეტყველებს, რომ ბოსტნეული შეიცავს ანტოციანს – განსაკუთრებულ საღებავ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს