6 ეშმაკობა, რომლებიც გარანტირებულად ააჩქარებს მეტაბოლიზმს გახდომის მსურველებში

392
Photo by Icons8 Team on Unsplash

დაუსრულებელი დიეტები, შიმშილი, კვების წესების დაცვა და სხვა დაუჯერებელი რამეები, რომელთა დახმარებითაც გახდომას ვცდილობთ… თუმცა, მთავარი, რითიც უნდა დაიწყოთ – მეტაბოლიზმის აჩქარებაა.

ასეთ შემთხვევაში კი შოკოლადის ჭამაც შეიძლება და არც აუცილებელია საღამოს შიმშილი. ნივთიერებათა ცვლა ძალიან რთული რამაა, რომელიც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, დღეს გავერკვევით, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ გავლენა მეტაბოლიზმზე.

  1. დავიწყებთ სასიამოვნო ამბით: შავი შოკოლადი. იგი უნდა შეიყვაროთ! საიდუმლო არაა, რომ კაკაოს ნატურალური ფხვნილი ასტიმულირებს ტვინის მუშაობასაც. თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში მხოლოდ 40 გ შოკოლადი მეტაბოლიზმს აამოქმედებს და ცხოვრებას გაამარტივებს.
  2. შეცვალეთ დამოკიდებულება ვარჯიშის მიმართ. იყოს იგი ინტენსიური, თუმცა მოკლე. ორგანიზმი მიეჩვევა ენერგიის სწრაფად გადამუშავებას და თქვენი მეტაბოლიზმიც დარეგულირდება. იგი, ასევე, უფრო მეტ ჟანგბადს გამოიყენებს და ცხიმის შესახებ სრულად დაგავიწყდებათ.
  3. ეცადეთ, უფრო ხშირად და ღრმად ისუნთქოთ. საიდუმლო ორგანიზმში ჟანგბადის რაოდენობაში მდგომარეობს. რაც უფრო მეტს სუნთქავთ, მით უფრო მეტი ჟანგბადია სისხლში, მით უფრო სწრაფად მუშავდება საკვები და ჩქარდება სასიცოცხლო პროცესები.
  4. მიირთვით არა უბრალოდ წყალი, არამედ ცივი წყალი – პირდაპირ მაცივრიდან. ორგანიზმი უფრო სწრაფად იგრძნობს დანაყრებას, ამასთან, დახარჯავს ძალას გასათბობადაც, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნივთიერებათა მიმოცვლა აჩქარდება.
  5. ფლორიდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამით ჭამა სასარგებლოც კია, განსაკუთრებით, ღამის მეტაბოლიზმისთვის. სავსებით მსუბუქი წახემსება – არაუმეტეს 150 კალორია.
  6. დაბოლოს, აუცილებლად გამოიძინეთ! დასვენების ამ სახის უკმარისობა განსაკუთრებით ცუდად აისახება თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ნაწილზე.

რეალურად, სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად ბევრი არაფერია საჭირო. სულ რამდენიმე წესის დაცვითა და ორგანიზმის მხარდაჭერით, თვენ ნებისმიერ მიზანს მიაღწევთ, ეს რჩევები კი ამ ყველაფერს გაგიმარტივებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს