ბევრი ადამიანისთვის, ცხოვრება შედგება განმეორებითი მოვლენების ხანგრძლივი პერიოდებისგან – მუშაობა, ჭამა, ძილი, საშინაო საქმეები და ა.შ. ასეთი ერთფეროვნება და ახალი შთაბეჭდილებების არარსებობა, ხშირად, იწვევს ემოციური გამოფიტვისა და დაღლილობის შეგრძნებას.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, დაღლილობა არაა ჩვეულებრივი მოვლენა. იგი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი, ქრონიკულ დაღლილობამდე ან მიალგიურ ენცეფალომიელიტამდე. ხშირად, ადამიანს არ ესმით, რომ აღნიშნული დარღვევა აწუხებთ ან სინდრომის ნიშნებს სხვა დაავადებების გამოვლინებად აღიქვამენ.
კერძოდ, მიალგიური ენცეფალომიელიტი შეიძლება ჰგავდეს გრიპს; ადამიანს აწუხებს მშფოთვარე ძილი, მტკივნეულად აღიქვამს ხმაურისა და სინათლის გავლენას, მისი კოგნიტური შესაძლებლობები მცირდება. გარდა ამისა, აღნიშნულ მდგომარეობაში, სულ მცირე დატვირთვაც კი იწვევს სხეულის ტკივილებს, გაუმართლებლად ძლიერ დაღლილობას, გამოფიტვას – ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი და ტვინი ვერ ახერხებენ ნორმალურად აღდგენას, მცირე რაოდენობით ენერგიის დახარჯვის შემდეგაც კი.
ხშირად, თავს იჩენს დეპრესიაც. ასევე, ვლინდება ისეთი ნიშნებიც, როგორებიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა და გახშირებული გულისცემა.
საერთო ჯამში, გამოვყოფთ 5 ძირითად სიგნალს, რომლებსაც ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.
ტოტალური დაღლილობა
მიალგიური ენცეფალომიელიტის განვითარებისას, დაღლილობა არ იგრძნობა, როგორც ნორმალური, და გამოირჩევა იმ გადაღლილობისგან, რომელიც მომატებული ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ჩნდება. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება განიცდიდეს სხეულის თითოეული კუნთის სრულ გამოფიტვას.
დაღლილობა გამოძინების შემდეგ
მიალგიური ენცეფალომიელიტის მსხვერპლი, ჩვეულებრივი დაღლილობისგან განსხვავებით, არ გრძნობს თავს უკეთ გამოძინების შემდეგ, ძილი მას ვერ ასვენებს და ადუნებს.
სრული გამოფიტვა ფიზიკური სავარჯიშოების შემდეგ
რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოები ზრდის ენერგეტიკულ დონეს და ჩვეულებრივ გარემოებებში, ხშირად, გვეხმარება “განტვირთვასა” და დაძაბულობის მოშორებაში. ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აქვთ, ფიზიკური აქტივობა, ხშირად, იწვევს უარეს გამოფიტვას. ასეთ მდგომარეობაში, მათ უჭირთ ყოველდღიური მოქმედებების შესრულება, რადგან კუნთების ბევრი მოძრაობა ორგანიზმისგან ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს.
კუნთების ტკივილი
მიალგიური ენცეფალომიელიტით დაავადებულ პაციენტებს ახასიათებთ კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ისინი ხშირად უჩივიან ფიბრომალგიას ან რევმატოიდულ ართრიტს.
აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები
ქრონიკული სინდრომის განვითარების დროს, ადამიანები ხშირად აღმოაჩენენ, რომ ზემოქმედების ქვეშაა კოგნიტური ფუნქციებიც – შეიძლება გაჩნდეს ყურადღების კონცენტრაციისა და ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები, ასევე, წაკითხულის გააზრებისას, პაციენტი “თავში ნისლს” უჩივის.