სავარჯიშოები სმენის გასაუმჯობესებლად

0
605

ოტოსკლეროზი, ოტიტი(შიდა, შუა, გარე), ლაბირინტიტი, ტუბოტიტი, ევსტაქიიტი – ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ყურის გადაციების, მრვი-ს ან გრიპის შედეგად ჩნდება. ნებისმიერი დაავადება, სასმენი მილის ნებისმიერი სახის დისფუნქცია იწვევს სმენის დაქვეითებას, ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას. თუ გარკვეულ ზომებს არ მიიღებთ, სმენა შეიძლება ვეღარ აღიდგინოთ.

სმენის გაუმჯობესება

ნებისმიერი ოტორინოლარინგოლოგი გეტყვით, რომ სმენის დაქვეითება მხოლოდ დაავადებების ფონზე არ ხდება. ჩვეულებრივი გოგირდის საცობი და ყურის დაცობა სხვა საგნებით შეიძლება სმენის გაუარესების მიზეზი გახდეს. თუ შეამჩნიეთ, რომ ცუდად გესმით ან ყურებში გაურკვეველი ხმაური გესმით, გრძნობთ მფეთქავ ტკივილებს, “გასროლებსა” და ჩახერგვას, რომლებიც 3 დღეზე მეტხანს არ გადადის, წვეთები და გათბობა კი არ გშველით, ერთი წესია: არ გაწელოთ დრო და მიმართოთ ექიმს!

ექიმები ერთხმად ამბობენ: სმენის დაქვეითების დროს მისი გაუმჯობესება შესაძლებელია. არ აქვს აზრი ჯდომასა და იმაზე ფიქრს, თუ რატომ დაქვეითდა სმენა ასე მკვეთრად, რადგან ექიმის გარეშე უცნობია დაფის აპკის მდგომარეობა.

მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და ყოველდღიურად ყურის სავარჯიშოების შესრულება, განსაკუთრებით კი შუა ხნის ასაკში. სმენა დაგიბრუნებათ, თუ შიდა ყურის სტრუქტურაში არაა დაზიანებები(ტრავმა, დეფექტი, ოპერაციის შედეგი).

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ შეასრულოთ სავარჯიშები სმენითი მილისთვის. ეს დაგეხმარებათ დაავადების შემდეგ სმენის აღდგენაში და ხელს შეუშლის დაავადების განმეორებას. სავარჯიშოები ამცირებს შეშუპებას ლორწოვან გარსებზე, აუმჯობესებს სითხის მიმოქცევას და აღადგენს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს სისხლისა და ლიმფის მოძრაობის აქტივიზაციის ხარჯზე.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს ოტიტის, ატენოიდების მომატების, სინუსიტისან ყელ-ყურ-ცხვირის რომელიმე ქრონიკული დაავადების მიმართ მიდრეკილება გაქვთ, სავარჯიშოები ყოველდღიურად უნდა შეასრულოთ. რაც უფრო ხშირად, მით უკეთესი.

შეგიძლიათ, ისინი დაავადების დროს ან შემდეგ შეასრულოთ, შედეგის გაძლიერებისთვის. მწვავე ფაზაში – ყოველი სავარჯიშო 4-5-ჯერ, დღეში 2-5-ჯერ უნდა შეასრულოთ. პროფილაქტიკისთვის – დღეში ერთხელ. ეს რეკომენდაციები ეხება ყველა მელომანს, მოცურავესა და მათ, ვინც ყურსასმენებით მუშაობს ან რეგულარულად იყენებს ყურის დამცავებს.

რჩევა აბსოლუტურად ყველასთვის: აღარ გამოიყენოთ ყურის ჩხირები. ამ ნივთით ყურის “გაწმენდისას”, გოგირდის საცობს უფრო ღრმად ტენით ყურში, დაფის აპკთან. ამას შეუძლია გარე სმენითი მილის დაზიანების გამოწვევა. გამოიბანეთ ყურები ხელებით ბანაობის დროს, არ მოათავსოთ მასში უცხო საგნები.

სავარჯიშოები სმენის გასაუმჯობესებლად

1. მოთელვა

სავარჯიშოები ხერხემლის ზედა დანაყოფის მოთელვით უნდა დაიწყოთ. ეს გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ლიმფის დინებას, აძლიერებს კუნთოვან კორსეტს. არ უგულებელყოთ ეს ეტაპი, იგი ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობისთვის. შასრულეთ სავარჯიშო მსუბუქად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე.

დაჯექით ან დადექით სწორად. ხერხემლის მხოლოდ კისრის დანაყოფი უნდა მუშაობდეს. რამდენჯერმე დახარეთ თავი მარჯვენა, ხოლო შემდეგ მარცხენა მხრისკენ. დაისვენეთ რამდენიმე წანით და დახარეთ თავი დაბლა, მკერდისკენ, შემდეგ ზურგისკენ. მოაბრუნეთ თავი იქეთ-აქეთ, ყველა მხარეს სამჯერ.

2. სუნთქვა

დადექით სწორად და ღრმად შეისუნთქეთ ჰაერი ცხვირით(გააფართოვეთ ნესტოები), გამოწიეთ მუცელი. შეისუნთქეთ ნელა, პირით. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ და შეიკავეთ სუნთქვა. შემდეგ დაიხარეთ წინ, ხელები კი მოადუნეთ და დაუშვით ძირს. გაიმეორეთ ღრმა სუნთქვითი ციკლი ცხვირით.

შემდეგ ფართოდ გახსენით პირი, თითქოს დამთქნარებას აპირებთ, და ჩაისუნთქეთ პირით. მომუწეთ ტუჩები და “ჩაყლაპეთ” ჰაერი, რათა ზედა სასა ენის უკანა ნაწილს შეეხოს. გაიმეორეთ ორჯერ.

3. სასა

გააღეთ პირი და ენის ბოლო მიადეთ ალვეოლებს. ნელა გაატარეთ სასაზე რამდენჯერმე, პატარა ენის მიმართულებით. გაიმეორეთ დახურული პირით. შემდეგ ისევ გააღეთ პირი, გადაიტანეთ ენა უკან, საყლაპავისკენ, მისი ბოლო კი გაატარეთ ქვედა კბილებზე, შემდეგ წამოწიეთ ალვეოლებისკენ. გაიმეორეთ დახურული პირით.

4. ენა

ფართოდ გააღეთ პირი და მაქსიმალურად დაბლა გამოყეთ ენა. შემდეგ მოხარეთ, ეცადეთ, ენის წვერით პატარა ენას მისწვდეთ. გაიმეორეთ პირველი მოქმედება და შემდეგ სცადეთ ენით ყელის დახურვა.

დაისვენეთ, მიაბჯინეთ ენის წვერი წინა კბილებს და, მათზე დაყრდნობით, გამოწიეთ ენის წინა ნაწილი. ფართოდ გახსნილი პირით ეცადეთ, ენის წვერი ალვეოლებს მიადოთ ისე, რომ არ შეეხოთ ზედა კბილებს.

5. ყბები

დაძაბეთ ტუჩები და წამოწიეთ ზედა ტუჩი. ნელა და ძალიან ფრთხილად გამოწიეთ წინ ქვედა ყბა. დაასრულეთ მოძრაობა ყბით მარჯვნივ და მარცხნივ. დაისვენეთ, შემდეგ მიიდეთ ხელები ყბის დასაწყისთან. ფართოდ გააღეთ პირი, შეაერთეთ და გახსენით ყბები მკვეთრად რამდენჯერმე.

6. ტუჩები

გამოწიეთ ტუჩები, თითქოს წვენს წრუპავთ. მოდუნდით და ფართოდ გაიღიმეთ, კბილები რომ ჩანდეს. შემდეგ სცადეთ ტუჩების გაწევა იქეთ-აქეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

7. ლოყები

მომუწეთ ტუჩები და მაქსუმალურად გამობერეთ ორივე ლოყა. ამ მდგომარეობაში სცადეთ პირის გაღება, ამუშავეთ ყბები. დაისვენეთ და ისევ გაბერეთ ლოყები, შემდეგ ნელა შეწიეთ ისინი და მომუწეთ ტუჩები. გაიმეორეთ რამდენჯერმე. დაისვენეთ და გაბერეთ ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა ლოყა, ბოლოს კი ზედა ტუჩი.

8. სავარჯიშო ატმოსფერული წნევის მომატების დროს

თუ ფრენის ან მაღალ მთაზე ასვლისას ყურები დაგიგუბდათ, სცადეთ სმენითი მილების გახსნა ცხვირზე ხელის მოჭერით. შეასრულეთ სავარჯიშო ფრთხილად, აუცილებელია, რომ ამ დროს სურდო არ გქონდეთ.

ან აიღეთ თბილი წყლით სავსე ჭიქა და ნელა, ყლუპებად დალიეთ, ცხვირი კი თითებით დახურეთ. თუ არაფერი გეხმარებათ და დაგუბება არ ქრება, მიმართეთ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი