ჰორმონებს მრავალი წელია ვსწავლობ. აი, რას ვურჩევ ყველას, ვისაც წონაში დაკლება სურს

489

ექიმი სარა გოტფრიდი, ჰორმონების ექსპერტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერების პროფესორი განმარტავს, თუ როგორ უშლის ხელს ჰორმონალური დისბალანსი წონაში დაკლებას.

„პირად პრაქტიკასა და ონლაინ შეტყობინებებში პაციენტებთან ურთიერთობისას ერთსა და იმავე კომენტარს ვაწყდები, ძირითადად ასეთია:

  • ყველა წესს ვიცავ, მაგრამ დაკლებას ვერ ვახერხებ.
  • უფრო ასაკოვანი ვხდები და ნივთიერებათა ცვლა ნელდება. ეს გენეტიკაა. ჭარბი წონის მოშორება სულ უფრო და უფრო მიჭირს.
  • ბოლო 5 კგ არადა არ ქრება. ამასთან შეგუება მომიწევს.
  • ზოგიერთ კვების პროდუქტებზე უარის თქმა ძალიან მიჭირს, თუმცა მათი ზიანის შესახებ გააზრებული მაქვს.
  • წონაში დასაკლებად უამრავი მეთოდი ვცადე. შესაძლოა, უბრალოდ უნდა მივიღო ის ფაქტი, რომ მსუქანი ვარ და გავაგდო ნივთები, რომლებიც ვეღარ ჩავეტევი.
  • უნივერსალური ვარჯიში და დიეტური რეკომენდაცია, რომლებიც სხვებს უხდება, ჩემზე არ მოქმედებს.
  • 2 კგ დავიკელი, შემდეგ 5 კგ მოვიმატე. ეს უბრალოდ საშინელებაა!

ასეთი ჩივილი თქვენთვის ნაცნობია? თუ კი, სავარაუდოდ, ერთი საიდუმლოს შესახებ არ იცით: მიზეზი, რის გამოც წონას წარუმატებლად ებრძვით – ჰორმონალური ფონის დარღვევაა.

როგორც სერტიფიცირებულ გინეკოლოგს და ქალს შესანიშნავად მესმის ყველა იმ ქალის პრობლემა, რომელთაც წონის დაკლება სურთ. ოდესღაც მეც მსუქანი ვიყავი. ჭარბი წონის მოსაშორებლად სამედიცინო ცოდნის საკუთარ თავზე გამოყენება მომიწია. ახლა მზად ვარ ჩემი ცოდნა თქვენ გაგიზიაროთ.

ჩვენი ორგანიზმი უამრავ ჰორმონს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ 4, ქალისთვის დამახასიათებელი ჰორმონის დარღვევა ჭარბი წონის დაკლებას შეუძლებელს ხდის.

ჭარბი წონის დაკლების ბლოკატორი № 1: ესტროგენის დისბალანსი

ესტროგენი ქალური ჰორმონია, რომელიც ქალს მკერდს და თეძოებს აძლევს, ასევე შიდა სახსროვან სითხეზეა პასუხისმგებელი. მამაკაცებს ასეთი ჰორმონი აქვთ, ოღონდ გაცილებით მცირე რაოდენობით.

ორივე სქესის წარმომადგენელს ჭარბი ესტროგენის საფრთხე ახასიათებთ. ესტროგენი საკვერცხეებში მენოპაუზის შემდეგაც იწარმოება.

თუ ტესტოტერონის დაბალი დონე გაქვთ, ესტროგენის კონცენტრაცია ნორმას აჭარბებს.

ესტროგენი, როგორც ნებისმიერი ჰორმონი, საკვებზე, სასმელსა და სხვა დანამატებზე თქვენს რეაქციაზეა პასუხისმგებელი. ამის გამო, ასაკის მატებასთან ერთად ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებით ჭარბი წონის დაკლება უჭირთ.

რა უნდა გააკეთოთ: ესტროგენის დონის შესამცირებლად (და ჭარბი წონის მოსაშორებლად) დღეში 0,5 კგ ბოსტნეული მიირთვით. ბოსტნეულის ბოჭკოები ესტროგენის გამოდევნას ხელს უწყობენ, რომ მან, როგორც ცუდმა კარმამ სხეულში არ იმოძრაოს.

ამასთან ბოსტნეული რაციონში ხორცის წილს შეამცირებს. არსებობს წონიანი არგუმენტი, რომ მისი მიღება შეზღუდოთ. პალეო-დიეტა ზოგიერთი ქალისთვის სასარგებლოა, მაგრამ მამაკაცებში უფრო კარგად შედეგს იძლევა.

ჯერჯერობით ხორცის მიღება-არ მიღებაზე დადასტურებული კვლევა არ არსებობს. სამწუხაროდ, სამეცნიერო მტკიცებულება არ გვაქვს, რაც დაამტკიცებს, რომ ხორცის მიღება უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცილების, ზღვის პროდუქტების და ფრინველის ხორცის.

ჭარბის წონის ბლოკატორი № 2: ჭარბი ინსულინი

ცნობილია, რომ ყოველი მეორე ამერიკელი დიაბეტის ამა თუ იმ ფორმით იტანჯება, რასაც სიმსუქნე ახლავს. ჭარბი წონის ან ნორმალური წონის დროს ცხიმოვანი მასის ჭარბი რაოდენობის დროს ინსულინის დონე ირღვევა და ორგანიზმში უჯრედები ჰორმონის მიმართ უგრძნობი ხდებიან.

შედეგად გლუკოზის დამარეგულირებელი ირღვევა, სისხლში შაქარი ხან ზემოთ, ხან ქვემოთ მოძრაობას და ცხიმის დაგროვებას იწვევს.

რა უნდა გააკეთოთ: ინსულინის გამოსადევნად უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ გირჩევთ გაფილტრული წყალი 2 ს/კ ვაშლის ძმართან ერთად დალიოთ. 2004 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველი საკვების წინ 2 ს/კ ვაშლის ძმრის მიღება სისხლში გლუკოზის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.

რა თქმა უნდა, ინსულინის გამოსადევნად სხვა მეთოდებიც არსებობს. თქვენ იცით, რომ შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობელზე უარი უნდა თქვათ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ნივთიერებათა ცვლა დარღვეული გაქვთ – ეს კი ინსულინის პრობლემის პირველი ნიშანია.

ჭარბი წონის ბლოკატორი № 3: ჭარბი კორტიზოლი

კორტიზოლის გამომუშავება სტრესულ სიტუაციაზე საპასუხოდ ხდება, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი სტრესს მუდმივად განიცდის. ეს პრობლემა ჩემს წიგნებში დეტალურად აღვწერე. როცა ჰორმონალურ დისბალანსა და ჭარბ წონაზე ვსაუბრობთ, ყველა გზა კორტიზოლამდე მიდის.

თეორიულად უმრავლესობამ იცის, რომ კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა თვითშეფასებას და რეალობის შეგრძნებას ამცირებს, მაგრამ თეორია პრაქტიკას არ შეესაბამება. თუ სხეული მუდმივად სტრესის ჰორმონს განიცდის, მას ცხიმის დაგროვება მოუწევს. და მალე, ის მუცელზე დაგროვდება.

კორტიზოლის ჭარბი დონე ადამიანს საკვებზე, კერძოდ შაქარზე დამოკიდებულს ხდის. შედეგად, ცხიმი სუფთა სახით ინახება და სხეულის ყველა ნაწილში გროვდება.

რა უნდა გააკეთოთ: კორტიზოლის დონის შესამცირებლად, კოფეინის მოხმარება უნდა შეამციროთ. ყავაზე მინიმუმ 1 კვირა მაინც უარი უნდა თქვათ. მალე შეამჩნევთ, რომ უკეთ გძინავთ და უფრო მშვიდი გახდით.

თუ კოფეინზე სრულად უარის თქმა რთულ ამოცანას წარმოადგენს, თავიდან ყავა მწვანე ჩაით ჩაანაცვლეთ. მასშიც კოფეინი არის. შემდეგ, თუ საჭირო გახდა თეთრ ჩაიზე გადადით და ბოლოს კოფეინის მიღებაზე უარი სრულად თქვით.

ჩაი ცხელი, ლიმონიანი წყლით და მწიკვი კაენის წიწაკით ჩაანაცვლეთ. დილით 1-2 ჭიქა ასეთი სასმელის დალევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ააქტიურებს, განავალს რეგულარულს ხდის და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.

კორტიზოლის დონის დასარეგულირებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ კოფეინის გამორიცხვა უდაოდ პირველია, რაც უნდა გააკეთოთ.

ჭარბი წონის ბლოკატორი № 4: ადიპონექტინის დეფიციტი

ადიპონექტინი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონია, რომელიც სხეულს ცხიმის დაგროვებისკენ მოუწოდებს. გენი ADIPOQ-ის მიერ კოდირებული და ცხიმოვანი უჯრედებით წარმოებული ჰორმონი გლუკოზის დონის დასარეგულირებლად და ცხიმოვანი მჟავების დასაშლელად საჭიროა.

ზოგიერთ ადამიანს ამ ჯადოსნური ჰორმონის მცირე წარმოების მიდრეკილება აქვთ და სამწუხაროდ, ეს ცხიმის დაგროვებას იწვევს.

ჭარბი წონის დაკლების დროს მნიშვნელოვან როლს ტვინი ასრულებს. ცხიმოვან ქსოვილებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის საიდუმლო კომუნიკაცია არსებობს და ადიპონექტინი ერთ-ერთ ასეთ ქიმიურ შუამავალს წარმოადგენს. ის ანთებით და მჟავე პროცესებს არეგულირებს, რომლებიც ჭარბი წონის დაგროვებას ხელს უწყობენ.

რა უნდა გააკეთოთ: ადიპონექტინის დონის დასარეგულირებლად ფისტაშკების ჭამას გირჩევთ. ეს უბრალოდ ფანტასტიკაა: ერთი პროდუქტი ჰორმონის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს!

კვლევამ, რომელშიც მეტაბოლიკური სინდრომის მქონე 60 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ თუ ადიპონექტინის დაბალი დონის მქონე ადამიანს ფისტაშკებით გამოკვებავთ, მისი დონე გაიზრდება.

ამასთან წელის ირგვლივ, უზმოზე სისხლში შაქრის დონის, ზოგადი ქოლესტერინის, ცუდი ქოლესტერინის, ასევე C-რეაქტიულ ცილებზე მგრძნობელობის გაუმჯობესება შეინიშნება.

რა ზრდის ადიპონექტინის დონეს? პერიოდული შიმშილობა.

ყველაზე მოქმედი მეთოდი – ღამით არ ჭამოთ. მამაკაცებისთვის მინიმალური ეფექტური, შიმშილობის დრო – 16 საათია, ხოლო ქალებისთვი – 18 საათი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბოლოს 18:00 საათზე მიირთვით, მეორე დღეს მამაკაცმა 10:00-ზე, ხოლო ქალებმა შუადღეს უნდა მიირთვას.

ფისტაშკების გარდა მონო უჯერი ცხიმების მიღება სასარგებლოა. მაგალითად, ავოკადო და მუქი შოკოლადი.

ფიზიკური ვარჯიშის შესახებ არ უნდა დაგავიწყდეთ.

დასკვნა

ყოველ დილით ჭარბ წონას ვებრძოდი და ციფრებით შეპყრობილი იმის გაგებას ვცდილობდი, თუ ამ ჰორმონალური ქაოსიდან როგორ გამოვსულიყავი. თითოეული ჰორმონის რეგულირების მცდელობით ეს ქაოსი ჩემი მიზანი გახდა.

ახლა ჩემი სურვილია, რომ საკუთარ თავში ძალა იპოვოთ და თქვენს სხეულს მოუსმინოთ. სწორი დასკვნები გამოიტანეთ, თუ რომელი საკვები და ცხოვრების წესი უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ.

იმის გაგება, რომ ჭარბი წონის სტაბილური დაკლება შესაძლებელია მხოლოდ სტაბილური ჰორმონალური ფონის პირობებში, ჩემ პაციენტს წონის გაკონტროლებაში დაეხმარათ.

ქალებსა და ჭარბ წონაზე უსასრულოდ საუბარი შეიძლება. აქ საქმე თვითკონტროლს და ყველაფრის თავიდან დაწყებას ეხება.

გასაოცარი რამ მოხდება, როგორც კი ენერგიას, ძალა და სხეულთან ჰარმონიას იგრძნობთ.

თქვენ გაღიზიანებას, ნერვიულობას, დანაშაულს და სხეულის მიმართ სიძულვილს აღარ იგრძნობთ.

საბოლოოდ შეძლებთ, რომ სანუკვარ ოცნებასა და იმედზე კონცენტრირება მოახდინოთ. თქვენ მიხვდებით, თუ თავს აქტიურად და ნამდვილ ცოცხალ არსებად რა გაგრძნობინებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს