პროდუქტების 5 ტიპი, რომლებიც „კარგი“ ქოლესტერინის ზრდის ხარჯზე გულს აჯანსაღებენ

265
photo by Van Dara on Pixabay

„კარგი“ (HDL) ქოლესტერინი არტერიების კედლებზე არ ილექება და ორგანიზმიდან „ცუდი“ (LDL) ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს, რომელსაც გულის სხვადასხვა დაავადება უკავშირდება. „კარგი“ ქოლესტერინის გაზრდილმა დონემ შეიძლება გული უფრო ჯანმრთელი გახადოს.

გულის ჯანმრთელობა სხვადასხვა ფაქტორებით და მდგომარეობით განისაზღვრება, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა ან ჰიპერტონია, ასევე სისხლში ქოლესტერინის მდგომარეობა. ორგანიზმს ქოლესტერინი ჯანსაღი უჯრედების შესაქმნელად სჭირდება, მაგრამ მისი მაღალი დონე გულის დაავადებების რისკს ზრდის. ცუდი ქოლესტერინი ან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი არტერიებში ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს და ეს არტერიული წნევის მატებას, სხვადასხვა კარდიოლოგიურ პრობლემებს, გულის უკმარისობას, გულის შეტევას და ინსულტს იწვევს.

ორგანიზმში LDL ქოლესტერინის დონე რომ დაარეგულიროთ, ბევრი ისეთი პროდუქტი უნდა მიირთვათ, რომლებიც საკმარისი რაოდენობის „კარგი“ ქოლესტერინით უზრუნველგყოფთ. ამ ამოცანის გადასაჭრელად პროდუქტების 5 ტიპი განსაკუთრებით გამოგადგებათ, ამის შესახებ Timesnownews.com წერს.

პარკოსანი პროდუქტები. მათი მიღებით არტერიებს ცხიმოვანი ფოლაქებისგან დაიცავთ, რადგან HDL ქოლესტერინის დონეს ზრდის.

მთელი მარცვლეული. მთელი ხორბალი, ყავისფერი ბრინჯი, ქერი, შვრია – ყველა ეს მთელი მარცვლეული ორგანიზმში ქოლესტერინის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მათში შემავალი ბეტა-გლიუკანი ქოლესტერინის მოძრაობას არეგულირებს და სისხლში მის მაჩვენებელს აუმჯობესებს.

ხილი უჯრედესის მაღალი შემცველობით. უჯრედესით მდიდარი ხილი კარგი ქოლესტერინის დონის ზრდას ხელს უწყობს. მათ მიეკუთვნება ბანანი, ფორთოხალი, ხურმა, ბროწეული და მანგო.

სანელებლები. კურკუმაში შემავალი აქტიური ნივთიერება კურკუმინს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, რის გამოც გასუქების და სიმსივნის რისკი მცირდება. კურკუმინი ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის.

პროდუქტები ომეგა 3-ით. ისინი „კარგი“ ქოლესტერინის დონეს ზრდიან, ტრიგლიცერიდების დონეს და არტერიულ წნევას ამცირებენ. აუცილებელია მიირთვათ ორაგული, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ნიგოზი, ნუში, სელის და ზეითუნის ზეთი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს