ქარსალა (შპროტი) სასარგებლო თევზის კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილი კონსერვის მიღება ყველას არ შეუძლია. რატომ? ამის შესახებ დიეტოლოგი ელენა სოლომატინი გიამბობთ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები
„რამდენიმე ცალი თევზის ჭამა შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ საახალწლო სუფრაზე ყველაფერი ირევა და ყველაფერი ბევრია. თუ წვეულებაზე ჯანსაღი ადამიანი ბუტერბროდს შპროტით შეჭამს, არაფერი ცუდი არ მოხდება. მეორე საქმეა, როცა ადამიანს პანკრეატიტი უკვე აქვს, განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაში, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება, მაგალითად, წყლული, ეზოფაგიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დარღვევები, ამ დროს პროდუქტის მიღება, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არასასურველია“ – ამბობს დიეტოლოგი ელენა სოლომატინი აიფ-თან ინტერვიუში.
ჭარბი წონა
შპროტი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. 100 გრ თევზი 363 კალორიას შეიცავს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თევზს დიდი რაოდენობით პურს ვაყოლებთ, ასეთი წასახესებელი ნამდვილი კალორიული ბომბა ხდება.
ღვიძლი და მაღალი არტერიული წნევა
ქარსალას კონსერვი ბევრ მარილს შეიცავს. აქ ყველაფერი მწარმოებელზეა დამოკიდებული. საერთაშორისო სტანდარტით, 1-დან 2,2%-მდე მარილს უნდა შეიცავდეს, მაგრამ ამ სტანდარტს ყველა არ იცავს. შედეგად, ქარსალას მიღების შემდეგ წნევა იზრდება და ღვიძლის პრობლემები იქმნება.
„მარილი ორგანიზმში სითხეს აკავებს და არტერიულ წნევას ზრდის. ამის შედეგად სისხლძარღვების შეშუპება ხდება და ნივთიერება ცვლა ირღვევა“ – განმარტავს დიეტოლოგი.
ფრთხილად – კანცეროგენები!
რა არის შპროტი? თავისი არსით ესაა ჭიჭყინა (ცნობილია ასევე, როგორც კილკა) დიდი რაოდენობით მარილით და ზეთით. შებოლვის დროს სახიფათო კანცეროგენი ბენზაპირენი გამოიყოფა.
„ქარსალა ნაკლებად სასარგებლო პროდუქტია, თუმცა ზოგადად თევზი დიეტურ პროდუქტად ითვლება. ნებისმიერი შებოლვის დროს ისეთი კანცეროგენი გამოიყოფა, როგორიცაა ბენზაპირენი“ – გვაფრთხილებს დიეტოლოგი.