5 რამ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

0
352
photo by Serena Wong on Pixabay

გარკვეული ზომების მიღებით ფსიქიკის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, რომელიც თითოეულმა ადამიანამ შეიძლება ახალ წელს იგრძნოს. მნიშვნელოვანია, რომ გონება მუდმივი საზრუნავით და შფოთვით არ გადატვირთოთ, ეს აუცილებლად უნდა ისწავლოთ.

სპეციალისტები გირჩევენ: ახალ წელს საკუთარ თავს სტრესთან, დეპრესიასთან და ძილის პრობლემებთან დაკავშირებული მდგომარეობის თავიდან აცილებას დაპირდით. ამისთვის კი ჯანსაღი ფსიქიკა უნდა გქონდეთ. ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რამდენიმე დეტალი გაითვალისწინოთ, წერს Timesnownews.com.

ნაკლებად ინერვიულეთ. ნერვიულობა ეპიდემიაა, რომელიც თანამედროვე კაცობრიობას აწუხებს. ჩვენს დროში ხალხი თითქმის ყველაფერზე ძლიერ შფოთვას გამოხატავს. შფოთვის დონის შემცირებას შეძლებთ, თუ მრავალი ამოცანის შესრულებას შეწყვეტთ – კონკრეტულ მომენტში აუცილებლად ერთი ამოცანა უნდა გადაჭრათ. გარდა ამისა, უსარგებლო მოქმედებების რაოდენობა უნდა შეზღუდოთ, მაგალითად, მუდმივად სოციალური ქსელის შემოწმება შეწყვიტეთ.

სტრესის მართვა ისწავლეთ. სტრესი პრაქტიკულად ყოველდღე უნდა მართოთ ისე, როგორც ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში. თითოეულ ადამიანს დამშვიდების საკუთარი ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს და ძლიერი ფსიქიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი ჯანსაღი იყოს. მაგალითად, სეირნობა, მუსიკის მოსმენა და მედიტაცია.

გარემო ხშირად შეცვალეთ. ჩვეული გარემოს შეცვლა ტვინისთვის სასარგებლოა. ხშირად გამოყენებადი ნივთების ადგილების შეცვლით ავტომატურად მოქმედებას ვწყვეტთ – ტვინის ნაცრისფერი უჯრედებისთვის ეს ნამდვილი ვარჯიშია.

ვალდებულებები გადაანაწილეთ. ადამიანები, რომლებიც თავს პერფექციონისტად მიიჩნევენ, ხშირად ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას ცდილობენ, რაც მათ ბევრ დროს ართმევთ და ნერვულ სისტემას ანადგურებს. აუცილებელია, რომ სხვებს რაიმე პასუხისმგებლობა გაუნაწილოთ, ასე სამყარო არ ჩამოინგრევა.

მეტი ურთიერთობა. ურთიერთობა გამოცდილი მეთოდია, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. კონტაქტის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, ადამიანს დეპრესია ან სტრესი აქვს თუ არა, ძალადობა გადაიტანა თუ არა. აუცილებელია იმსჯელოთ, მოუსმინოთ და სხვებს უფრო მეტი ელაპარაკოთ – განსაკუთრებით ახლობლებს და ექიმებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი