ჭარხალი – საკვები წამალი თქვენი სამზარეულოდან.

0
1322
ფოტო: Esther Olschewski on pexels

ჭარხლის სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ ანტიკური ექიმები იცნობდნენ, ისინი მას იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების დროს და მასზე წამლებს ამზადებდენ.

ჭარხლის შემადგენლობაში შედის კაროტინი, შაქარი, B1, B2, B3, B6, С ვიტამინები, რკინა, კალიუმი, იოდი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოლიუმის მჟავა, ნახშირწყლები, უჯრედისი.

ნივთიერებებს, რომლებსაც ფესვნაყოფი შეიცავს, აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი, სპაზმოლიტიკური, ანტისკლეროტული, კიბოს საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება. გარდა ამისა, ისინი საჭიროა გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას.

ჭარხლის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ამცირებს სისხლის წნევასა და სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ბოსტნეულის მოხმარება რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ფესვნაყოფი სასარგებლოა ღვიძლის დაავადებების დროს, რამდენადაც შეიცავს ბეტაინს, რომელიც ააქტიურებს ღვიძლის უჯრედების მუშაობას და არკვეთს მათ ცხიმოვან გარდასახვას.

ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს იცავს რადიოაქტიურ და მძიმე მეტალებს (ტყვიას, სტრონციუმს და სხვ.), გამოდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს და აჩერებს ნაწლავებში მავნე მიკროორგანიზმების განვითარებას.

ფესვნაყოფში რკინისა და სპილენძის მაღალი შემცველობის წყალობით, ბოსტნეული გამოიყენება, როგორც საშუალება, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, ანემიის სხვადასხვა ხარისხისა და იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვების კედლების დაქვეითებულ სიმკვრივესთან.

ყურადღება! შარდკენჭოვანი  დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევების შემთხვევაში, შეზღუდეთ ჭარხლის მიღება მჟაუნმჟავას მაღალი შემცველობის გამო.

სამკურნალო რეცეპტები

– დახეხეთ რამდენიმე ჭარხალი. გაავსეთ სამლიტრიანი ქილა 1/3-მდე, დაუმატეთ 150-200 გ შაქარი და 50 გ შავი პურის ქერქი, პირთამდე დაასხით მდუღარე წყალი. დადგით თბილ ადგილას, დადუღებისთვის. მიიღებთ ჭარხლის ბურახს, რომლის მოხმარებაც აუმჯობესებს კუჭისა და ნაწლავების მუშაობას.

– მეჭეჭებს შეძლებისდაგვარად ხშირად წაუსვით ჭარხლის უმი წვენი.

– ჰიპერტონიის დროს, ჭარხლის წვენი შეურიეთ 1:1 თაფლს და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 4-5-ჯერ. მიიღეთ მასა ჭამის შემდეგ, დილით და საღამოს, 1 თვის განმავლობაში.

– თიაქარი ბავშვებში იკურნება 0.5 ჩ.კ. ჭარხლის წვენით.

– კბილის ტკივილი გაიყუჩეთ ნედლი ჭარხლის ნაჭრის მტკივან კბილზე დადებით.

– კლიმაქსის დროს, ქალებისთვის სასარგებლოა ჭარხლის წვენის მიღება 50-100 მლ ოდენობით, დღეში 2-3-ჯერ. ასეთი მკურნალობა აფთიაქის საშუალებებზე უკეთ მოქმედებს.

– შაკიკის დროს, ყურში ჩაიდეთ ჭარხლის წვენში ჩალბობილი ტამპონი.

ჭარხლის კერძები

უნდა გახსოვდეთ: თუ რეცეპტში მითითებულია “მოხარშული ჭარხალი”, გირჩევთ, ბოსტნეული კი არ მოხარშოთ, გამოაცხოთ: გარეცხეთ, წაუსვით მცენარეული ზეთი, გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 20-60 წუთით. ცხობის დრო დამოკიდებულია ბოსტნეულის ზომაზე.

ჭარხლის კოტლეტები

ინგრედიენტები:

  • 300 გ ჭარხალი
  • 2 ს.კ. მანი-ქაშა
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 2 ს.კ. რძე
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 2 ც კვერცხი
  • 0.5 ჭიქა ქიშმიში
  • მარილი

მომზადება

  1. გარეცეთ, მოხარშეთ, გაფცქვენით და დახეხეთ.
  2. ქიშმიში კარგად გარეცხეთ.
  3. ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ რძე, ზეთი და თუშეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე, უწყვეტად ურიეთ.
  4. შემდეგ, თხელი ნაკადით დაუმატეთ მანი და ხარშეთ კიდევ 10 წუთით, სანამ მასა არ გასქელდება.
  5. გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ, დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.
  6. გააკეთეთ კვერები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე, კარაქში.
  7. მიირთვით არაჟანთან ერთად.

ჭარხლისა და სტაფილოს წვნიანი

ინგრედიენტები:

  • 500 მლ კეფირი
  • 500 მლ ადუღებული წყალი
  • 200 მლ ჭარხალი
  • 200 გ სტაფილო
  • 200 გ კარტოფილი
  • 100 გ მწვანე ხახვი
  • 10 გ კამა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშული ჭარხალი დაჭერით წვრილად ან დახეხეთ მსხვილად.
  2. კარტოფილი გარეცხეთ, მოხარშეთ კანიანად, გაფცქვენით და დაჭერით კუბებად.
  3. მოხარშული სტაფილო დაჭერით წრეებად.
  4. ბოსტნეული შეურიეთ და დაასხით წყალთან გაზავებული კეფირი, დაუმატეტ მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ჭარხლის კესაროლე

ინგრედიენტები:

  • 400 გ ჭვავის პური
  • 300 გ ჭარხალი
  • 4 ც კვერცხი
  • 40 გ შაქარი
  • 40 გ გახუხული პური
  • 100 გ ქიშმიში
  • 40 გ მარგარინი

მომზადება

  1. პური დაჭერით და ოდნავ დაალბეთ წყლით.
  2. მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით, დახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ კვერცხი, ქიშმიში და მოურიეთ.
  3. მარგარინწასმულ ტაფაზე დაყარეთ გახუხული პური, დაალაგეთ პური ერთ ფენად, ზემოდან მოაყარეთ ჭარხალი, დააფარეთ კიდევ ერთი ფენა პური, დაასხით კვერცხი და აცხვეთ ღუმელში 40 წუთით.
  4. მიირთვით არაჟანთან ერთად.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი