ბოლოკი – “ოქროს” ბოსტნეული, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს

0
1454
ფოტო: pixnio

ძველ საბერძნეთში, ღმერთ აპოლონისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, ბერძნებს სამსხვერპლოსთან მიჰქონდათ, მათი აზრით, მთავარი ბოსტნეული – ბოლოკი, ჭარხალი და სტაფილო. სტაფილო მზადდებოდა კალისგან, ჭარხალი – ვერცხლისგან, ხოლო ბოლოკი – ოქროსგან.

თავისი ანტივირუსული აქტივობის წყალობით, ეს ბოსტნეული გამოიყენება სხვადასხვა ვირუსული დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის: ჭარხლის ფიტონციდები ხელს უშლის პათოგენურ ფლორას, სისხლს ამდიდრებს ჟანგბადით, ასტიმულირებს ტოქსინების გამოდევნის პროცესს.

გარდა ფიტონციდებისა, ბოლოკი შეიცავს გლიკოზიდებს, ლიცოზიმს (მძლავრი ბაქტერიციდული ნაერთი), სხვა ბაქტერიციდულ ნივთიერებებს, შაქარს, C, B1, В2, В6, РР ვიტამინებს, პანტოტენის მჟავას, კალციუმს, მაგნიუმს, გოგირდსა და სხვა მიკროელემენტებს, ასევე, ცელულოზას, ქოლინს, პურინის ფუძეებს, მინერალურ მარილებს, დიდი რაოდენობით კალიუმსა (რაც მას კარგ საშუალებად აქცევს გულის კუნთების გაძლიერებისთვის) და სხვა ნივთიერებებს.

ბოლოკს ანტისეპტიკური, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება აქვს, ხსნის თირკმლების ტკივილს, შლის თირკმლის კენჭებსა და ქვიშას, აძლიერებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას.

ეს ბოსტნეული ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას კუჭისა და ნაწლავის კედლებში, აუმჯობესებს საკვების მომნელებელი ტრაქტის ქსოვილების კვებას, რაც დადებითად აისახება საკვების მონელებაზე.

ბოლოკის უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აჩქარებს მასში საკვების გადაადგილებას, იკავშირებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ცვლის ტოქსიკური პროდუქტები, ჭარბი ქოლესტერინი, მძიმე მეტალების მარილები და სხვ. ეს ყველაფერი აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და ყაბზობის განვითარებას.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბოლოკისა და მისი წვენის მიღება არ შეიძლება გულის ქრონიკული დაავადებების, ენტეროკოლიტების, დუოდენიტის, მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და საკვების მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებით თანხლებული სხვა დაავადებების დროს.

სამკურნალო რეცეპტები

– ბოლოკის ახალი წვენი მიიღეთ ბრონქიტის, ხველის, ღვიძლის დაავადებების, ათეროსკლეროზის, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს (1 ს.კ. დღეში სამჯერ).

– დაჭერით უმი ბოლოკი თხლად (6-8 ნაჭრად), თითოეულს მოაყარეთ შაქარი. გარკვეული დროის შემდეგ, გაჩნდება ტკბილი წვენი, რომელიც უნდა მიიღოთ 1 ს.კ. ყოველ საათში ერთხელ, ბავშვებში ძლიერი ხველის დროს.

– ნაღვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულირებისთვის, დალიეთ ბოლოკის 1 ს.კ. ახლადდაწურული წვენი ჭამამდე 15 წუთით ადრე.

– როგორც მატონიზებელი და საერთოგამაძლიერებელი საშუალება: 2 ს.კ. ბოლოკის წვენს შეურიეთ დახეხილი ვაშლი, 0.5 ჭიქა ვაშლის წვენი, 2 ს.კ. არაჟანი და ცოტაოდენი ლიმონის წვენი. სასმელი დალიეთ მომზადებისთანავე.

– ყაბზობის დროს, კარგი საშუალებაა ბოლოკის 1 ს.კ. თბილი წვენი დღეში 4-5-ჯერ.

– ოსტეოქონდროზის, ართროზის, ქუსლის დეზის, მარილების დაგროვების დროს, აიღეთ 300 მლ ბოლოკი, 1 ჭიქა ზღვის აფთიაქის მარილი, 1 ჭიქა თაფლი, 1 ჭიქა სამედიცინო ნაღველი, 1 ჭიქა სამედიცინო სპირტი. შეურიეთ ყველაფერი ქილაში. სელის ქსოვილი დაასველეთ მდუღარე წყლით, დაწურეთ, მოასხით მიღებული მასა და დაიდეთ მტკივან ადგილას მთელი ღამით. დილით, კომპრესის მოხსნის შემდეგ, კანი დაიზილეთ ოდეკოლონით. მკურნალობის კურსი 10-30 პროცედურას მოიცავს.

ბოლოკის კერძები

– ხაჭოს სალათი ბოლოკით: 200 გ ხაჭო, 100 გ ბოლოკი და 1 ც სტაფილო დახეხეთ მსხვილად, კარგად შეურიეთ, მოაყარეთ მარილი და შეაზავეთ მცენარეული ზეთით ან მაიონეზით. დაუმატეთ ბეგქონდარა და მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით.

– ბოლოკის წვნიანი: 1 ც სტაფილო დაჭერით წვრილად, შეურიეთ 100 გ კუბებად დაჭრილ მდნარ ყველს, დაასხით ცხელი მარილიანი წყალი (1.5 ლ) და აადუღეთ. ხარშეთ 2-3 წუთით. გააგრილეთ და დაუმატეთ მსხვილად დახეხილი 3 ც ბოლოკი. მიირთვით წვნიანი არაჟანთან და მწვანილთან ერთად.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი