მათ, ვინც წონაში დაკლებაზე ოცნებობს, ხელს შიმშილის გრძნობა უშლის. იგი ბევრს არ აძლევს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის – დიეტაზე ჯდომით ჭარბი წონის მოშორებ საშუალებას.
რატომაა შიმშილის გრძნობასთან გამკლავება ასეთი რთული?
პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხშირად, რაღაცის ჭამის სურვილი “თავში” ჩნდება. მას მოტივაციით უნდა ებრძოლოთ. მაგალითად, თვალსაჩინო ადგილას დაკიდოთ ძველი ფოტო, სადაც გამხდარი, ჯანმრთელი და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველი ხართ, ან ჟურნალიდან ამოჭრილი ლამაზი ფოტოები მოდელებისა, რომელთა ტანზეც ოცნებობთ.
ყოველ ჯერზე, როცა ჭამის სურვილი გაგიჩნდებათ (თქვენთვის არახელსაყრელ დროს ან დროებით აკრძალული პროდუქტის ჭამის), ამ ფოტოებს შეხედავთ. სამწუხაროდ, ლამაზი ფიგურის “ფსიქოლოგიური მტრის” გარდა, გახდომის მსურველებს ფიზიოლოგიური მიზეზებიც უშლის ხელს.
მან, ვინც ბევრს ჭამდა, კუჭი მიაჩვია დიდი რაოდენობით კუჭის წვენის მუდმივ სეკრეციას. ამ პრობლემასთან ბრძოლა ცხელი წყლით შეგიძლიათ. არც ჩაი, არც ყავა, არც მინერალური წყალი, არც ვაშლის ან ფორთოხლის წვენი, არამედ ცხელი წყალი.
საქმე ისაა, რომ სასმელებიც ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხოლო ცხელი წყალი, პირიქით, აჩერებს ამ პროცესს, გვეხმარება შიმშილის გრძნობის, მასთან ერთად კი ჭარბი წონის მოშორებაშიც. ამიტომ, თუ “რეჟიმის გარეთ” ჭამა მოგინდებათ, დალიეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი.