არამხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც სიამოვნებით ყიდულობენ და მიირთმევენ კრეკერებს, რომელთა შეძენაც ახლა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. იქ შეხვდებით წვრილ კუბებად დაჭრილ, მოსახერხებელ და ლამაზ შეფუთვებში ჩალაგებულ, სხვადასხვაარომატიან (მდოგვით, ბეკონით, შაშხით) კრეკერებს.
პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ კრეკერების დამზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით მავნე ქიმიური ნივთიერება: არომატიზატორი, კონსერვანტი და სხვ. ამიტომ, ისინი არ მიეკუთვნება ჯანსაღ საკვებს. პირიქით, ცნობილია შემთხვევები, როცა მათი მოხმარება საკვების მონელების სხვადასხვა აშლილობას იწვევდა.
იმისათვის, რომ ბავშვს ამ კრეკერების შეძენის სურვილი დაუკარგოთ, მოამზადეთ ისინი შინ. ეს სასუსნავი არამხოლოდ უვნებელი, არამედ სასარგებლოც იქნება ბავშვის ორგანიზმისთვის და არამხოლოდ – ზრდასრულებისთვისაც.
კრეკერების მოსამზადებლად, შეიძინეთ ბაზარზე მარცვლეული: ხორბალი ან, უკეთესი, ჭვავი – კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ საკვებ კონტეინერში 1-2 სანტიმეტრიან ფენად, დაასხით წყალი ისე, რომ ბურღული ოდნავ დაიფაროს, და გააჩერეთ 1-2 დღით, რომ ამოცენდეს.
საკმარისი იქნება, თუ მარცვლები ოდნავ მაინც მოიკეცება, თუმცა, კარგი იქნება უფრო დიდ მორჩებს თუ დაელოდებით. ამის შემდეგ, მასა კარგად გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
დაკეპილი პასტა დაამრგვალეთ მჭიდროდ და გააჩერეთ ოთახში 1 დღით. ოთახში მჟავე სუნი გაჩნდება. შემდეგ დააბრტყელეთ მასა უფრო თხელ ფენად და აშრეთ ღუმელში 200 გრადუსამდე, 1 საათით, მასას მოურიეთ და დატოვეთ კიდევ 1 საათით.
გამოიღეთ ღუმელიდან და გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაახურეთ სუფთა ბამბის ქსოვილი, მტვრისა და მწერებისგან დასაცავად, ამ პროცესმა, ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის მიხედვით, შეიძლება 1 ან რამდენიმე დღე წაიღოს. საბოლოო ჯამში, გამოგივათ რაღაც ჭვავის კრეკერების ან ჭვავის პურის მსგავსი. შეგიძლიათ დაჭრათ ან თხელ კვერებად დაალაგოთ. მოაყარეთ მარილი და სხვადასხვა არომატული და სასარგებლო სანელებლები და ბალახები. მიიღებთ ძალიან გემრიელ და სასარგებლო სასუსნავს.