წყალი – ადამიანის საკვებიცა და წამალიც

0
101
წყლის დღიური ნორმა
ფოტო: alefonte & Анастасия Гепп on Pixabay/ edited by paparazzi.ge

ნატუროპათებისა და ექიმ-დიეტოლოგების უმეტესობა მუდმივად გვირჩევს ყოველდღიურად 3 ლიტრამდე წყლის მიღებას. ამასთან, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ წყლის დალევას, ხოლო სხვები – კომპოტების, ნახარშებისა და წვნიანების მიღებას გვირჩევენ. ძალიან მინდა მოვისმინო ასეთ მოსაზრებებს შორის განსხვავების ლოგიკური ახსნა. პატივისცემით, ს.გ.

წერილს პასუხობს კლუბ “ჯანმრთელობა”-ს დირექტორი, ექიმი-ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო:

ითვლება, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის წყლის დღიური ნორმაა წონის 5%, ანუ, მაგალითად, 60 კგ ადამიანს 3 ლ წყალი სჭირდება, 80-ს – 4 ლ, ხოლო 100 კგ-ს 5 ლ და ასე შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ 1 ჭიქა წყალი (დაახლ. 200 მლ) კუჭიდან ორგანიზმში 1 საათის განმავლობაში გადადის, 100 კგ წონის ადამიანს, თავისი ხუთლიტრიანი ნორმის მოხმარებისთვის, მისი ორგანიზმის მიერ შეწოვის დროის გათვალისწინებით, 25 საათი სჭირდება. ანუ, იგი ვერაფერს შეჭამს, რადგან კუჭში საჭმლის ადგილი ან მისი მონელებისთვის დრო აღარ დარჩება.

თუ დილით, მაგალითად, ფაფას შეჭამთ, სამსახურში მისვლისას კი 1 ჭიქა წყალს დალევთ, იგი უფრო დიდხანს “იცურავებს”, გახსნის საკვებსა და, შესაბამისად, კუჭის წვეს, რაც იწვევს დადუღებას და შეანელებს საკვების მონელებას.

წყალი უზრუნველყოფს ნივთიერებათა მიმოცვლას, თუმცა, ადამიანი მხოლოდ წყალზე ვერ იცხოვრებს, ანუ, ორგანიზმში დამატებით უნდა მოხვდეს საკვები, რომლითაც მზის ენერგიას ვიღებთ.

მხოლოდ წყალი კუჭის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებზე მექანიკურ გამღიზიანებლად მოქმედებს, სხვადასხვა კომპოტის, კისელის, კეფირის, წვნიანისა თუ სხვა წყლის შემცველი კერძების შემადგენლობაში ქიმიური და სხვა რეცეპტორებიც ერთვება, რომლებიც საკვების მონელების პროცესს ააქტიურებს.

შესაბამისად, ჩემი აზრით, სითხის, გარდა წყლისა (გირჩევთ გამოხდილი წყლის დალევას) მოთხოვნილება უნდა დაიკმაყოფილოთ სხვადასხვა სასარგებლო სასმლითა და საკვებით. ამტიგად, ორგანიზმი არამხოლოდ წყლის, არამედ ექსტრაქტული ნივთიერებების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას მიიღებს, კუჭში დისკომფორტისა და შიმშილის შეგრძნების გარეშე.

გარდა ამისა, წყალი, გამდიდრებული ასკილით, მოცხრით თუ სხვა სასარგებლო მცენარეებით, ცვლის სისხლის pH დონეს, აქვს მსუბუქი გამწმენდი მოქმედება თირკმლებზე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი