დიეტური კვებისთვის ხშირად გვირჩევენ სოიოს პროდუქტებს. მიუხედავად ამისა, გამიგია, რომ ჩვენთან შემოსული სოიო და მისი პროდუქტები გენმოდიფიცირებულია, შესაბამისად, ისინი მავნეა ორგანიზმისთვის. მინდა კომპეტენტური აზრი მოვისმინო. პატივისცემით, ი.პ.
წერილს პასუხობს ფიტოთერაპიის, ირიდოდიაგნოსტიკისა და დიეტოლოგიის სპეციალისტი, ელენა მელნიკი:
სოიოს სასარგებლოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. უკრაინის მოსახლეობის ცილოვან შიმშილთან და ერის გამოფიტვასთან დაკავშირებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 2007 წელს შეიმუშავა “უკრაინაში ცილოვანი დეფიციტის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა”. მასში აქცენტი გაკეთებულია რაციონში სოიოს პროდუქტების ჩართვაზე. საუბარი ისევ უკრაინის მიწაზე მოყვანილ მცენარეს ეხებოდა.
სოიო შედის მოხარშული ძეხვის, სოსისის, კრაბის ჩხირებისა და პურის შემადგენლობაში. ასევე, რეკომენდებულია სოიოს რძის, ყველისა და ფქვილის მოხმარება.
როგორც ექიმსა და ბიოლოგს, კარგად მესმის, რომ საუბარი გენეტიკურად დეტერმინირებული სოიოს “მავნებლობის” შესახებ – ესაა ბაზარზე მწარმოებლებს შორის გამართული ომი. მცენარის გენი ვერ გადაეწყობა ადამიანის გენად და ვერ შეგვცვლის, როგორც სახეობას.
ყველა, ვისაც გენეტიკის უმაღლეს სასწავლებლებში უსწავლია, დამეთანხმება. ამიტომ, არ შეუშინდეთ სოიოს პროდუქტებს. უბრალოდ ყველაფერი ზომიერად უნდა მიირთვათ და, რაღა თქმა უნდა, ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტებს, რათა მოერიდოთ კონსერვანტების ან სტაბილიზატორების შემცველ პროდუქტს.