როგორ მოვამზადოთ იტალიური ბისკვიტი “მარგარიტა”: დეტალური ინსტრუქცია

494
ფოტო: myinterest

დეიდაჩემი 5 წლის წინ წავიდა იტალიაში, მისი თქმით, ნახევარი წლით, სამუშაოდ, საბოლოოდ კი იქ გათხოვდა და დარჩა. მისი ქმარი ჯუზეპე კეთილი და კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ჩვენც ყოველთვის გვიხარია, როცა ისინი რომიდან ჩვენთან ჩამოდიან.

ჰოდა, სწორედ დეიდაჩემის ქმარმა გვასწავლა მე და დედაჩემს ყველაზე გემრიელი ბისკვიტის გამოცხობა. იტალიური ბისკვიტი “მარგარიტა” – ესაა სიყვარული პირველივე ნაჭრიდან. ფუმფულა, საიმედო, რბილი და ჰაეროვანი… ჩემი შვილები, რომლებსაც რძე ეზიზღებათ, მზად არიან მის დასალევად, თუ მისაყოლებლად ბისკვიტის ნაჭერს მივცემ.

როგორ გამოვაცხოთ ბისკვიტი საკუთარი ხელით

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ იტალიური ბისკვიტი “მარგარიტა”. გემოს სიტყვებით ვერ გადმოვცემ!

ინგრედიენტები

  • 100 გ ფქვილი
  • 100 გ სახამებელი
  • 4 კვერხი
  • 10-12 გ გამაფხვიერებელი
  • 150 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 80 გ კარაქი
  • 1-2 ს.კ. შაქრის პუდრა
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ღრმა ჭურჭელში მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი. მე, ჩვეულებრივ, 3.5-4 წუთი ვთქვეფ. შემდეგ დაუმატეთ მარილი და კიდევ ცოტა ხანს ურიეთ.
  2. ცალკე თასში შეურიეთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ მშრალი მასა ათქვეფილ კვერცხს. კარგად მოურიეთ და ეცადეთ, ათქვეფილი კვერცხი არ დააყენოთ.
  3. მცირე ღრმა თასში შეურიეთ რამდენიმე კოვზი ცომი დამდნარ კარაქს. მოურიეთ და დაუმატეთ დანარჩენი ცომიც. ეს ხრიკი იმისთვისაა, რომ ორი განსხვავებული სტრუქტურა ერთმანეთს გააცნოთ და ცომი არ ჩავარდეს კარაქის გამო. ფრთხილად მოურიეთ.
  4. აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა (ჩემი ჭურჭელი 22 სმ დიამეტრისაა) და ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი. ჩაასხით ფორმაში ცომი, შემდეგ შედგით წინასწარ 180-გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30-35 წუთით.
  5. გაგრილებულ ბისკვიტს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სულ ესაა! ბისკვიტი “მარგარიტა” მზადაა. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს გასაოცარი რეცეპტი მეგობრებს, რადგან ნებისმიერ დიასახლისს უნდა ჰქონდეს არსენალში ბისკვიტის მოსამზადებელი მეთოდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს