როგორ მოვამზადოთ პასკა ფენოვანი ცომით

478
ფოტო:Учёный Владимир on wikimedia

აღდგომის არც ერთი სუფრა არ ჩაივლის სადღესასწაულო პასკის გარეშე. სააღდგომო პასკა ამ დღის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, ამიტომ, მის მომზადებას განსაკუთრებული ყურადღებითა და მონდომებით უნდა შეუდგეთ.

იმ რეცეპტის არჩევა, რომლის მიხედვითაც დიასახლისი პასკას გამოაცხობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისთვის სამზადისის დროს. თუ რამე მარტივს ეძებთ და ამას დიდ ყურადღებას არ უთმობთ, კარგ შედეგს ნუ დაელოდებით – ასეთი კულიჩი ნამდვილად არ გამოვა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

რამდენი პასკაც არ გამომიცხვია ან გამისინჯავს, ჩემი რჩეულია პასკა “ფენოვანი”. ორიგინალური, ჯემიანი და თხილიანი შიგთავსი ჩემს გულს ყოველ ჯერზე იპყრობს. და დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ პასკის დაწვრილებით რეცეპტს ფენოვანი ცომისგან.

როგორ გამოვაცხოთ პასკა

ინგრედიენტები პასკისთვის

  • 1 გ მშრალი საფუარი
  • 250 მლ რძე
  • 100 გ კარაქი
  • 50 გ შაქარი
  • 200 გ ბრინჯის ფქვილი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • 70 გ ჯემი
  • 100 გ მოხალული თხილი
  • 1 კვერცხი
  • 1 გ ვანილინი

ინგრედიენტები გლაზურისთვის

  • 50 გ შაქრის პუდრა
  • 1 კვერცხი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

ინგრედიენტები საგოზავისთვის

  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 100 გ მშრალი რძე
  • 80 გ შედედებული რძე
  • 2 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • საკვები საღებავი

მომზადება

  1. ღრმა თასში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ მარილი, შაქარი და 70 გ დამდნარი კარაქი. დაუმატეთ საფუარი, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ 100 გ ბრინჯის ფქვილი. დაახურეთ თასს პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.
  2. ახლა დაუმატეთ ცომს კვერცხისა და ვანილის მასა, ფქვილის მთელი მარაგი და მოურიეთ. მოზილეთ მანამ, სანამ ცომი ხელებზე მიწებებას არ შეწყვეტს. როგორც კი ეს მოხდება, დაამრგვალეთ ცომი, დადგით ცომის თასი თბილ ადგილას და დაასვენეთ 1 საათით.
  3. 1 საათში დაყავით ცომი 10 ნაწილად და დაამრგვალეთ თითოეული. ყველა ბურთულა ცალ-ცალკე გააბრტყელეთ თქვენი საცხობი ფორმის ფსკერის დიამეტრის ზომაზე.
  4. პირველ კვერს წაუსვით დარბილებული კარაქი, მოაყარეთ დაქუცმაცებული თხილი და მოათავსეთ ფორმის ფსკერზე. მეორე ფენას წაუსვით ჯემი და დაადეთ პირველს. გააგრძელეთ კვერების მონაცლეობა, ბოლო ფენას კი წაუსვით კარაქი.
  5. დაახურეთ ფორმას პირსახოცი და გააჩერეთ თბილ ადგილას 20 წუთით. შემდეგ შეგიძლიათ პასკა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგათ და აცხოთ 35 წუთით.
  6. სააღდგომო პასკის მორთვა, რაღა თქმა უნდა, გლაზურს ეკისრება. მის მოსამზადებლად, კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად, გაცერით მასაში შაქრის პუდრა და კაკაო და ისევ ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ ლიმონის წვენი.
  7.  საგოზავისთვის შეურიეთ შაქრის პუდრა მშრალ და შედედებულ რძეს, მოურიეთ 10-20 წუთის განმავლობაში, დაყავით რამდენიმე ნაწილად და თითოეულს შეურიეთ საკვები საღებავები. გააბრტყელეთ საგოზავი სახამებელმოყრილ დაფაზე და შეუდექით დეკორაციების დამზადებას.

ფენოვანი ცომის პასკა უჩვეულოდ გემრიელი გამოვა. აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს