როცა გარშემო ყველა ან თითქმის ყველა გახდომაზე საუბრობს, იმ ადამიანთა პრობლემა, რომლებსაც პირიქით, გასუქება სურთ, შეუმჩნეველი რჩება. ასეთი უმცირესობა ლამის სანთლითაა საძებარი. მათ სხვები მუდმივად ეუბნებიან, რომ უნდა უხაროდეთ, რომ ჭამენ და არ სუქდებიან.
გამხდარი, ძალიან გამხდარი ადამიანების პრობლემა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძალიან აქტუალურია. თუ სიმსუქნის პრობლემა თვალსაჩინოა, და ესაა ახალგაზრდული ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ჰორმონალური ფონის მკვეთრი ცვლილებები და სახსრების დაავადებები, სხეულის ნორმაზე ნაკლები მასა, კუნთებისა და ცხიმოვანი მასის უკმარისობაც არანაკლებ პრობლემატურია. უბრალოდ, გამხდრები მარტივად ქრებიან მსუქნებს შორის, ამიტომაც საჭიროა მათი დახმარება.
ამ სტატიაში გაგაცნობთ საშუალებებს სხეულის მასის დაბალანსებისთვის. ეს ძალიან ძველი, შესაბამისად, გამოცდილი რეცეპტია. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ამდენ საუკუნეს გაუძლო. იგი ჰიპოკრატეს მედიცინის საფუძვლებში შევიდა, ისლამის მიღებამდე კი საკმაოდ პოპულარული იყო ახლო აღმოსავლეთში.
ღორის ქონისა და ვაშლის ნარევს ფართოდ იყენებდნენ რომაელი ლეგიონერები და იგი პრაქტიკულად შეუცვლელ საშუალებად ითვლებოდა საომარი მოქმედებებისა და ხანგრძლივი ვარჯიშების დროს. გლადიატორების მფლობელები ამ რეცეპტს თავიანთი მებრძოლების ფორმების შესანარჩუნებლად იყენებდნენ. მას ხშირად მოიხმარდნენ ჩვენთანაც. მაგალითად, იმისათვის, რომ ქალიშვილები წარმატებით გაეთხოვებინათ, ქონისა და ვაშლის ნარევს მიირთმევდნენ როგორც დიდებულები, ისე გლეხები. ღორის ქონი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტი, მრავალი საუკუნის მანძილზე ითვლებოდა ევროპელებში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გამაჯანსაღებელ და სამკურნალო საშუალებად. დიეტოლოგების მიერ ღორის ქონის მოძულების მოკლე პერიოდის შემდეგ, იგი დაბრუნდა ჩვენს რაციონებში და სამართლიანად დაიკავა ადამიანის სრულყოფილ კვებაში ღირსეული ადგილი.
სასწაულმოქმედი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კგ ღორის ქონი და 1 კგ გაფცქვნილი მწვანე ვაშლი.
დაადნეთ ქონი, ვაშლი წვრილად დაჭერით ან დახეხეთ. შეურიეთ და გააგრილეთ. გაგრილებული საშუალების 1 ჩ.კ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, დააყოლეთ ცხელი ჩაი ან წყალი.
გარდა წონასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ამ საშუალების გამოყენებით ქრება ისეთი უსიამოვნო პრობლემები, როგორებიცაა აკნე, კანის სიმშრალე ან მომატებული ცხიმიანობა, მტვრევადი და გახუნებული თმა. ამასთან, თვალებში სიხარული ჩნდება.
ძალიან საინტერესოა შემდეგი ფაქტიც. ამ მასის ყოველდღიურ რაციონში გამოყენება, განსაკუთრებით, გვიანდელ შემოდგომაზე და ზამთრის პერიოდში, ზრდის სახსრების მოქნილობასა და კანის ელასტიურობას, მნიშვნელოვნად უმჯობესდება კუნთების ამტანობა.