იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც არ უყვარს შინ მომზადებული ტკბილეული. უბრალოდ გაიხსენეთ, როგორ მოუთმენლად ელოდით, თუ როდის დაასრულებდა რომელიმე უფროსი (დედა თუ ბებია) სამზარეულოში ფუსფუსს და რაღაც გემრიელს დაგიდგამდათ სუფრაზე.
ვაშლის ღვეზელის მომზადება ნებისმიერ თავმოყვარე დიასახლისს უნდა შეეძლოს. დღეს ჩვენ მოვამზადებთ უბრალო ღვეზელს ვაშლით, რომელიც წვნიანი და ზომიერად ტკბილი იქნება.
მარტივი და გემრიელი ვაშლის ღვეზელი
ამ ღვეზელს ხალხში “სამ ჭიქას” უწოდებენ და საკმაოდ უჩვეულოდ მზადდება. თუმცა, სწორედ თავისი სიმარტივით შეძლო ღვეზელმა საყოველთაო სიყვარულის მოპოვება.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა გაცრილი ხორბლის ფქვილი
- 1 ჭიქა მანი-ფაფა
- 1 ჭიქა შაქარი
- 1.2 ჭიქა ქიშმიში
- 180 გ კარაქი
- 1.5 კგ მომჟავო-მოტკბო ვაშლი (5-6 ც)
- 2 ჩ.კ. დარიჩინი
- 1 ს.კ. ცომის გამაფხვიერებელი
- 1/3 ჩ.კ. მარილი
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადება
- ჩაყარეთ პირველ ჭურჭელში ფქვილი, შაქარი და მანი-ფაფა. დაუმატეთ 1/3 ჩ.კ. მარილი და 1 ს.კ. ცომის გამაფხვიერებელი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გააცალეთ ვაშლს კანი და გული. დახეხეთ მსხვილად. დაუმატეთ 3 ს.კ. ლიმონის წვენი და მოურიეთ. დაუმატეთ ქიშმიში და დარიჩინი. მოურიეთ კიდევ ერთხელ.
- აიღეთ ღვეზელის საცხობი ფორმა და დახეხეთ 50 გ კარაქი. გაათანაბრეთ სწორ ფენად. დარჩენილი 130 გ მოათავსეთ საყინულეში – იგი ღვეზელის ზედა ფენისთვის დაგჭირდებათ.
- კარაქს თანაბარ ფენად მოაყარეთ 4 ს.კ. ნარევი პირველი ჭურჭლიდან. გაათანაბრეთ და მიიღეთ პირველი ფენა.’
- შემდეგი ფენა დახეხილი ვაშლის მასით უნდა მოამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ მთელი მარაგის მესამედი. არ დაგავიწყდეთ თითოეული ფენის გათანაბრებაც.
- გაიმეორეთ მოქმედება: დადეთ კიდევ ერთხელ ფქვილის ფენა, გაათანაბრეთ და დაუმატეთ ვაშლის ფენა. არ დაგავიწყდეთ თითოეული ფენის გათანაბრებაც.
- შემდეგ ისევ ფქვილის და ისევ ვაშლის ფენები.
- ბოლო ფენას დაახეხეთ საყინულედან გამოღებული კარაქი მსხვილად. გაათანაბრეთ.
- შედგით ღვეზელი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. ცხობის დრო – 50 წუთია.
- წვნიანი და დაუჯერებლად გემრიელი ღვეზელი მზადაა! ახლა ისღა დაგრჩენიათ, მთელ ოჯახს გაუმასპინძლდეთ.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს