ყველასთვის საყვარელი “შარლოტკას” ხუთი საგაზაფხულო რეცეპტი

0
667
ფოტო: Alina Zienowicz & FlankerFF on wikimedia / edited by paparazzi.ge

შარლოტა ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და მარტივი ღვეზელია, რომელიც დიასახლისებს მომზადების სიმარტივით, განსაკუთრებული გემოთი და სულიერი სითბოთი ახარებს.

სწორედ ეს ღვეზელი ავსენს იდეალურად სასიამოვნო ოჯახურ შეკრებას არომატულ ჩაისთან ერთად, გაზაფხულის თბილ საღამოს. თუ ამ გაზაფხულს ვერ მოასწარით შარლოტას გამოცხობა, ახლა სწორედ ამის დროა.

გთავაზობთ შარლოტას 5 საუკეთესო რეცეპტს ყველა დროისთვის. მოამზადეთ ვაშლი და დადგით ჩაიდანი!

კლასიკური შარლოტა

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 5 ქათმის კვერცხი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 4-7 ვაშლი
  • 1/3 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ზეთი

მომზადება

  1. სანამ ღუმელი ცხელდება, გაყავით ცილები და გულები. ცილები ათქვიფეთ მყარ ფენად, თანდათან დაუმატეთ შაქარი.
  2. გააგრძელეთ თქვეფა და დაუმატეთ კვერცხის ფულები, ჩამქრალი სოდა და ფქვილი. ცომი კონსისტენციით არაჟანს უნდა ჰგავდეს.
  3. წაუსვით ფორმას ზეთი. ჩაასხით მასში ცომის ნახევარი, დაალაგეთ ვაშლის თანაბარი ნაჭრები და მოასხით დარჩენილი ცომიც.
  4. შედგით ფორმა გახურებულ ღუმელში და გააჩერეთ 3 წუთით მაქსიმალურ ტემპერატურაზე, შემდეგ კი შეამცირეთ საშუალო ტემპერატურამდე და აცხვეთ 20-25 წუთით. სურვილისამებრ, მოაყარეთ ნამცხვარს შაქრის პუდრა.

შარლოტა ვაშლით

ინგრედიენტები

  • ქათმის 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1-2 ვაშლი
  • ზეთი ან კარაქი (ფორმაზე წასასმელად)
  • 1 ნაჭერი ლიმონი

მომზადება

  1. დაჭრილ ვაშლს მოასხით ლიმონის წვენი და მოურიეთ.
  2. დაყავით კვერცხის გულები და ცილები. ცილები ცალკე ათქვიფეთ, ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად, ხოლო გულები ცალკე – დარჩენილ შაქართან ერთად.
  3. 3. შეურიეთ ცილებისა და გულების მასა, მოურიეთ და დაუმატეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ თხევადი ცომი.
  4. წაუსვით ფორმას ზეთი, ოდნავ მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომის ნახევარი, დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები და მოასხით დარჩენილი მასა.
  5. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

ბატონის შარლოტა

ინგრედიენტები

  • ბატონის პური
  • 2 კვერცხი
  • 2 ჭიქა რძე
  • 150 გ შაქარი
  • დარიჩინი
  • 10 ვაშლი
  • 50 გ კარაქი

მომზადება

  1. ათქვიფეთ რძე და კვერცხი და ჩაალაგეთ მასაში ბატონის ნაჭრები.
  2. წაუსვით ტორტის ფორმას კარაქი და ჭურჭლის ფსკერსა და გვერდებზე დაალაგეთ ჩალბობილი პურის ნაჭრები.
  3. ზემოდან დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, მოაყარეთ შაქრისა და დარიჩინის ნარევი, დაახურეთ ბატონის ნაჭრები. ანაცვლეთ ფენები მანამ, სანამ ზემოდან ბატონის ფენა არ აღმოჩნდება. მასზე მოათავსეთ კარაქის ფენა.
  4. აცხვეთ შარლოტა ცხელ ღუმელში მომზადებამდე.

შარლოტა ვაშლითა და ბანანით

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 3-4 ვაშლი
  • 3 ბანანი
  • 0.5 ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი. გათალეთ და დაჭერით ვაშლები და ბანანები შარლოტასთვის.
  2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად და დაუმატეთ ფქვილი
  3. წაუსვით ფორმას ზეთი, დაალაგეთ ხილი და მოასხით ცომი.
  4. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ ნამცხვარი 30-35 წუთით. როცა ცომი ფორმის კიდეებს ამოსცდება, შარლოტა მზადაა! სურვილისამებრ, მოაყარეთ მზა ღვეზელს შაქრის პუდრა.

შარლოტა ვაშლითა და ხაჭოთი

ინგრედიენტები

  • 300 გ ხაჭო
  • 4 ვაშლი
  • 150 გ კარაქი
  • 1 ჭიქა კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 0.5 ჩ.კ. სოდა
  • 2-3 ჭიქა ფქვილი

მომზადება

  1. დაჭყლიტეთ ხაჭო და ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი სქელი ფენის მიღებამდე.
  2. დაადნეთ კარაქი, ოდნავ გააგრილეთ და ფრთხილად ჩაასხით იგი კვერცხის მასაში. დაუმატეთ ხაჭო, არაჟანი და სოდა. კარგად მოურიეთ.
  3. ფქვილი იმდენი უნდა იყოს, რომ ცომი კონსისტენციით სქელ არაჟანს დაემსგავსოს. დაუმატეთ დაჭრილი ვაშლი და მოურიეთ.
  4. წაუსვით ფორმას ზეთი და დაასხით ცომი. აცხვეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1 საათით. მზაობა შეამოწმეთ არა კბილის ჩხირით, არამედ ღვეზელის კიდეების მდგომარეობით – თუ იგი ოქროსფერ-ყავისფერია და მარტივად შორდება ფორმის კედლებს, დესერტი მზადაა!

შარლოტა არამხოლოდ გემრიელი და უჩვეულოდ არომატული ღვეზელი, არამედ შესანიშნავი საბაბია მეგობრებთან ერთად ჩამოსასხდომად და ტკბილი ბაასის გასაბმელად. თუ შარლოტა გიყვართ, გაუზიარეთ ეს რეცეპტები ნაცნობებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი