რა მოვამზადოთ 1 ქილა შესქელებული რძისა და 1 მუჭა თხილისგან

0
4908
ფოტო: povarlol

გაზაფხულდა. ბუნება იღვიძებს და წლის ყველაზე მეტი დღესასწაულიც სწორედ ამ პერიოდშია. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესასწაულზე საკუთარი ხელით მომზადებული ტკბილი სურპრიზია?

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კარამელის ღვეზელის შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ზუსტად ამ შემთხვევისთვისაა ზედგამოჭრილი.

მაშინაც კი, თუ საკონდიტრო საქმეში არაფერი გაგეგებათ, ნუ შეუშინდებით ამ დაბრაწული საოცრების მომზადებას. ჩვენ დეტალურად აღვწერეთ მომზადების თითოეული ნაბიჯი, ამიტომ ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

უბრალოდ ჩაინიშნეთ ინგრედიენტების მოკლე სია და შეუდექით ცდას.

კარამელის ღვეზელი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 კვერცხი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 150 გ კარაქი
  • 2 ს.კ. შაქარი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 250 გ თხილი
  • 400 გ მოხარშული შესქელებული რძე

მომზადება

  1. პირველ რიგში, მაცივრიდან გამოიღეთ კარაქი ცოტა ხნით, რომ დარბილდეს.შემდეგ შეუდექით უშუალოდ ცომის მომზადებას.
  2. აიღეთ დიდი ზომის, ღრმა თასი, ჩადეთ მასში დარბილებული კარაქი, ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი. სუფთა ხელებით შეაზილეთ ყველა ინგრედიენტი და აქციეთ ერთგვაროვან ნამცეცებად.
  3. დაუმატეთ თასში ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
  4.  შემდეგ აიღეთ საცხობი ფორმა, წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და თანაბრად გადაანაწილეთ ცომი მასზე. თუ სპეციალურ ტარტის ფორმას იყენებთ, მოაჭერით ცომის ნარჩენები, რომლებიც კიდეებს სცდება.
  5. თუ ხელთ მხოლოდ ჩვეულებრივი, ბისკვიტების ფორმა გაქვთ, კიდეები თავად უნდა გააკეთოთ. ეცადეთ, 3-სანტიმეტრიანი კედლები გამოგივიდეთ.
  6. როგორც კი კედლების გაკეთებას მორჩებით, დაიწყეთ შიგთავსის მომზადება. დანაყეთ თხილი მსხვილ ნამცეცებად და შეურიეთ რძეს.
  7. კარამელ-თხილის ნაზავი მაშინვე გადაანაწილეთ ცომზე.
  8.  ახლა გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და შედგით ღვეზელი 20-25 წუთით, სანამ არ დაიბრაწება.

ბოლოს უბრალოდ დაელოდეთ ნამცხვრის გაგრილებას და დაჭერით ულუფებად.

სულ ესაა. როგორც დაგპირდით: ცოტაოდენი ინგრედიენტი და ძალისხმევა. სამაგიეროდ, დეგუსტაცია მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი