პრაქტიკის მიხედვით, ეპიდემიის ან სტიქიური უბედურების საშიშროების დროს, მოსახლეობა მაღაზიის თაროებს პანიკურად აცარიელებს და უამრავ უსარგებლო პროდუქტს ყიდულობს.
ჩვენმა რედაქციამ ცივი გონებით გადაწყვიტა საყიდლების ოპტიმალური სიის შედგენა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. არავითარი პანიკა, მხოლოდ რაციონალური მიდგომა.
პროდუქტების სია ერთი კვირისთვის
საკვები პროდუქტების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრების რაოდენობით, გამრავლებული მაღაზიის საყიდლების მიუწვდომლობის სავარაუდო ხანგრძლივობაზე.
მაგალითად, საშუალო წყალმოვარდნამ ან ზვავის ჩამოწოლამ შეიძლება სამყაროს 1-2 კვირით მოგწყვიტოთ. სერიოზული სტიქიური უბედურებები მოითხოვს ერთთვიან მარაგს, ხოლო ომები და კატაკლიზმები – რამდენიმე თვიდან წლამდე.
ინფექციური დაავადების აფეთქების შემთხვევაში, კარგი იქნება პროდუქტების სათადარიგოდ შეძენა, რათა შემცირდეს ხალხმრავალ მაღაზიაში გასვლის აუცილებლობა.
ასე, გერმანიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა აუცილებელი ნივთებისა და პროდუქტების სია იძულებითი ათდღიანი კარანტინის შემთხვევაში, COVID-19-თან დაკავშირებით. პროდუქტების ჩამონათვალი ზრდასრული ადამიანის მიერ დღიურად 2200 კკალ-ის მოხმარების შემთხვევაზეა გათვლილი.
თითო ადამიანზე რეკომენდებულია 20 ლ სასმელი წყლის, 2.5 კგ თხილისა და დაკონსერვებული ბოსტნეულის, 3.5 კგ ბრინჯის, ბურღულის, კარტოფილის, მაკარონის, 4 კგ დაკონსერვებული ხილისა და ჩირის, 1.5 კგ კვერცხის, კვერცხის ფხვნილის, თევზის, ხორცის, 2.6 კგ რძისა და რძის პროდუქტების, 0.4 კგ ზეთის მომარაგება.
ყველა პროდუქტი, შეძლებისდაგვარად, დიდხანს უნდა ინახებოდეს, თანაც მაცივრის გარეშე. ანუ, არავითარი ნახევარფაბრიკატი და გაყინული პროდუქტები, რომლებიც ელექტრობის გარეშე გაფუჭდება. მივუდგეთ სიას უფრო დაწვრილებით:
1. წყალი
წყალი ჩვენი ორგანიზმის, საკვების მომზადებისა და ჰიგიენური საჭიროებებისთვისაა საჭირო. სტიქიური უბედურებების დროს, წყალი შეიძლება საერთოდ არ იყოს, ან იყოს ბინძური, დაინფიცირებული, სასმელად უვარგისი.
2. თხილეული
თხილეულის თითოეული სახეობა სასარგებლო ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მარაგს შეიცავს. თხილების, თესლების, ჩირის ნარევები კარგია, ისინი დიდხანს არ ფუჭდება და ანაყრებს შიმშილს, გვავსებს ენერგიიტ.
3. ხორცისა და თევზის კონსერვები
უმჯობესია, დაკონსერვებული თინუსი მოიმარაგოთ. თინუსის ხორცი ცხიმიანია, წვრილი ძვლების გარეშე, და თევზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია ცილის შემცველობით. “ზღვის საქონლის ხორცი”, როგორც მას შეფ-მზარეულები უწოდებენ, გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და შეიცავს დაახლოებით 120 კკალ-ს 100 გ პროდუქტზე.
4. ბურღული
ბურღული გადარჩენისთვის მებრძოლის საუკეთესო მეგობარია. მისი სენახვა რეკომენდებულია პლასტმასის ქილებში ან ბოთლებში. სავსებით მისაღები ფასი და მაღალი კვებითი ღირებულება გამოარჩევს ბრინჯსა და პარკოსნებს, რომლებიც ჰერმეტულ ქილაში 30 წლამდე ინახება.
სხვა ბურღული კი, სასარგებლო თვისებების კარგვის გარეშე, გაცილებით ცოტახნით ინახება. წიწიბურა – 20 თვემდე, მანანის, ქერისა და შვრიის ფაფები – 14 თვემდე, ხოლო ფეტვისა – არაუმეტეს 4 თვემდე.
5. დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული
დაკონსერვებული მცენარეები მეტხანს ინახება და არც შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს, ამიტომ წარმატებული არჩევანია მძიმე დროს.
6. მშრალი რძე (რძის ფხვნილი)
ამ პროდუქტს გემრიელს ვერ ვუწოდებთ, თუმცა სწორედ მას მივირთმევთ, როცა მაღაზიაში დაპაკეტებულ რძეს ვყიდულობთ, რომელსაც ვარგისიანობის ხანგრძლივი ვადა აქვს. მისი უპირატესობა ისაა, რომ ჰერმეტულ შეფუთვაში წლების მანძილზე ინახება.
კარანტინის შემთხვევაში, გარდა პროდუქტებისა, გირჩევთ, მოიმარაგოთ ძირითადი წამლები, სანთლები, ფარნები, გაზის ბალონები, ბატარეები და სადეზინფექციო საშუალებები.