ინდივიდუალური თერაპევტი ვიაჩესლავ გარაჟა-პეტროვსკი დიპლომირებული ექიმი, უკრაინის სახალხო მკურნალი, ეკოლოგიისა და მედიცინის აკადემიის წევრია, რომელმაც ასობით ადამიანი გადაარჩინა ხერხემლის ოპერაციას. ახალგაზრდობაში, თავად მასაც აწუხებდა ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. წარუმატებლად ასწია სიმძიმე, რის გამოც მწვავე ტკივილი დღე-ღამე აწუხებდა. იგი სამკურნალოდ საავადმყოფოში წავიდა, თუმცა დახმარება ვერავინ შეძლო – წელის დანაყოფის ხერხემლის მალის შერეული დისკი თავის ადგილს აღარ უბრუნდებოდა. მაშინ ავადმყოფ ექიმს გაუჩნდა აზრი, შეექმნა მოწყობილობა, რომელიც დაქაჩვის მეთოდით ეცდებოდა დისკის ჩასმას თავის ადგილზე. მოწყობილობა ააგო, საკუთარ თავზეც გამოსცადა და სასწაულიც იხილა – ტკივილი, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე განიცდიდა, უეცრად გაქრა. სწორედ მაშინ იფიქრა – თუ საკუთარ თავს დაეხმარა, ესე იგი, სხვის დახმარებასაც შეძლებდა.
ხერხემლის დასაჭიმი მოწყობილობა “ჰარპეტი” სპეციალისტმა დააპატენტა, წარმატებით გაიარა კლინიკური გამოცდა. ამ აპარატთან მუშაობის წლებში განკურნა ასობით ავადმყოფი, უპირატესად კი ისინი, რომლებსაც მკურნალობის ტრადიციული მეთოდები ვერ დაეხმარა, თანაც, უმკურნალა მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე. მისი მეთოდიკა ეფექტურია ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, თავის ქრონიკული ტკივილების, ხერხემლის თიაქრის, სქოლიოზისა და კიფოზის დროს. თავის გამოცდილებას ექიმი ოთხ წიგნში გვიზიარებს.
ჩვენმა კორესპონდენტმა სთხოვა ვიაჩესლავს მკურნალობის მეთოდის შესახებ საუბარი, აღნიშნული პათოლოგიის სპეციფიკის დახასიათება. ესეც მისი პასუხები.
რა ვიცით ხერხემლის შესახებ?
ჩვენ ხშირად გვაწუხებს ამა თუ იმ საგნის არცოდნა – აღნიშნა ექიმმა. – ხანდახან ექიმებიც ცდებიან, რადგან არ გაითვალისწინეს, რომ დაავადებათა მთელი რიგი, რომლებიც, ერთი შეხედვით, ხერხემლისგან შორსაა, სწორედ მასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც სვამენ მცდარ დიაგნოზს. ავადმყოფი მკურნალობს, თუმცა დადებით შედეგს ვერ იღებს. რამდენადაც არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ, მაგალითად, კუჭის დაავადების პირველწყარო სწორედ ხერხემალში იმალება, რამდენადაც თითოეული მალა “პასუხს აგებს” ადამიანის სხეულის ერთ ან რამდენიმე ორგანოზე. მაგალითად, გულის არის მეორე მალის არევა იწვევს გულის მუშაობის გაუარესებას, მეოთხე – კუჭქვეშა ჯირკვლის, და ა.შ. ერთი სიტყვით, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ხერხემლის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ადამიანის ორგანიზმში.
ჩემს ერთ-ერთ წიგნში მე ამ ცოდნას დაწვრილებით გადმოვცემ. უკეთესად რომ გაიგოთ, ადამიანის ხერხემალს ხომალდის ფსკერს ვადარებ, რომელზეც წლების მანძილზე გაიზარდა მიდიები და წყალმცენარეები, რაც მის მოძრაობას ანელებს. ამის მსგავსად, ჩვენი ხერხემალიდ წლების მანძილზე ბინძურდება და მყარდება, მასზე ჩნდება მარილის დაგროვებები, სპაიკები და გადატანილი ტრავმების კვალი და ა.შ. როგორც ხომალდის ფსკერს წმენდენ ეკიპაჟის წევრები, ასე მუშაობს ჩემი მეთოდიკაც – მიმართულია ოსტეოქონდროზის სტრუქტურის განადგურებისკენ, ხერხემალზე გარკვეული მანიპულაციების გზით.
ასეთი პაციენტების მკურნალობამდე საგულდაგულოდ ვათვალიერებ დაავადებულ ადგილს, რათა დიაგნოზი ზუსტად დავსვა. კუდუსუნის დანაყოფში ხომ შეიძლება იყოს დიდი ზომის ოსტეოფიტები და ფლეგმონები, რომლებიც აკავებს ნერვს და თიაქარის იმიტაციას ქმნის.
მე შევიმუშავე და დავაპატენტე სამი სხვადასხვა მოდიფიკაციის და ერთი საყოფაცხოვრებო სტაციონარული აპარატი “ჰარპეტი”, რომლის გამოყენება შეგიძლიათ დამოუკიდებლად, სახლში. სტაციონარულ აპარატზე, კისრის დანაყოფის პროტრუზიის სამკურნალოდ, გლისონის ანჯამაა შესაფერისი.
სამედიცინო აპარატი “ჰარპეტი” – ესაა ჰორიზონტალური ძელი, რომელსაც მოლოდ გამჭიმავი მოწყობილობა და კიბე აქვს, რომელზეც თავად პაციენტი, აწევისას, არეგულირებს თავისი ხერხემლის გაჭიმვის ძალას. რა მიიღწევა ამით? იზრდება მალთაშუა დისკების სიმაღლე ხერხემლის ყველა სეგმენტში, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, თავისუფლდება მომწყვდეული ნერვები, რომლებიც მალებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოსთან მიდის, განადგურდება ოსტეოქონდროზის სტრუქტურა. პროცედურის რეგულარული შესრულების პირობებში, სრული გამოჯანმრთელება გარანტირებულია.
სტაციონარული აპარატის გამოყენებით მკურნალობის დროს, მე ხშირად ვუუქმებ პაციენტებს სამკურნალო საშუალებებს, რამდენადაც ასეთ შემთხვევებში ორგანიზმი უკვე აღარ იღებს მათ. აღნიშნულია, რომ მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღესვე სტაბილიზდება ტკივილი, აღარ იზრდება, პაციენტი მას წამლის გარეშეც აიტანს, აღადგენს ძილს. ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებების მიხედვით, ვიღებ გადაწყვეტილებას მკურნალობის მომდევნო ნაბიჯების შესახებ.
გართულებული მდგომარეობის ავადმყოფის სამკურნალოდ საჭიროა დრო, მოთმინება და გამოცდილება. ამიტომ, ხშირად, პაციენტი არაადეკვატურ მდგომარეობაშია, ფსიქოლოგიურადაა მორყეული, უკვე აღარაფრის სჯერა. და მაინც, მკურნალობის მეექვსე დღეს გამოჯანმრთელება გარანტირებულია.
მე შევძელი ხერხემლის დაავადებების მკურნალობის მექანიკის პოვნა, რაც გარანტიას იძლევა, ჩასვას თიაქარი და პროტრუზია იქ, საიდანაც გამოვიდა. კარგად ექვემდებარება მკურნალობას 12 მმ-მდე თიაქარი, შმორლის თიაქარი, პროტრუზია, მენჯის გამრუდება, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, დცდ-ს ზოგიერთი სახეობა, ბეხტერევის დაავადების საწყისი სტადია. პროფილაქტიკური მიზნით, ყოველდღიური დატვირთვების გზით, შეგიძლიათ მალთაშუა დისკების სიმაღლის გაზრდა და აღდგენა, ასევე, ადამიანის გაზრდა სიმაღლეში.
ხშირად მეკითხებიან: ნუთუ დაავადება არ დაბრუნდება? ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში, მსგავსი შემთხვევა არ მქონია.
ბოლოს დავამატებ: ყოფილი პაციენტებისგან უამრავი წერილი მივიღე. ადამიანები მადლობას მიხდიან მკურნალობისთვის, რაც ძალიან სასიამოვნოა, რამდენადაც ვიაზრებ, რომ მოწყობილობების ძებნაზე, აწყობასა და სრულყოფაზე დახარჯული წლები ტყუილად არ დამიკარგავს. თუმცაღა, სამწუხაროა, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა, მის მრავალმილიონიან მოსახლეობაში მხოლოდ ერთი ექიმი და გამჭიმი მოწყობილობების ერთი ნაკრებია. ისინი ბევრნი უნდა იყოს, ამ მოწყობილობების დახმარებით ხერხემლის პათოლოგიები უნდა განიკურნოს მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევების გარეშე. რადგან ადამიანები, რომლებსაც ხერხემლის პათოლოგიები აწუხებს, ჩვენთან ძალიან ბევრია, დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა იზრდება.
სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი სასარგებლო მოწყობილობების წარმოებასა და ფართოდ გამოყენებას. იმედი მაქვს, ასეც მოხდება.