ვენური დერმატიტის დროს სუფთა ჰაერი და ვარჯიში აუცილებელია

308

„როგორ ვიმკურნალო ვენური დერმატიტი? რა უნდა ვიცოდე ამ დაავადების შესახებ? პატივისცემით, ი. ტ.“

წერილს ბიონიკური სამედიცინო ინსტიტუტის და „აკუტონის“ გამაჯანსაღებელი ცენტრის ხელმძღვანელი ვალერი მირგოროდსკი პასუხობს.

ვენური დერმატიტი არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის ვენური გადინება მისი სტაგნაციის გამო ირღვევა. ვენები ხელებსა და ფეხებზე კარგად ჩანს, კანი მოლურჯო ელფერს იძენს, ვენების ირგვლივ და მთელ სხეულზე ღია ყავისფერი ლაქები და ქავილი ჩნდება. მიზეზი – ვენების თრომბოზი (სისხლის კოლტების შექმნა) ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის, ჭარბი წონის, მოწევის და იმუნიტეტის დაქვეითების გაო.

ასეთი დაავადების დროს მზეზე ნაკლები დრო უნდა გაატაროთ, ჭარბ რუჟს და მზის დამწვრობას მოერიდოთ, რომ დაავადების გამწვავება არ გამოიწვიოთ.

კანი ჰაერთან ძლიერ კავშირშია, ამიტომ ბუნებაში ბევრი დრო გაატარეთ და ორგანიზმი ჟანგბადით გაამდიდრეთ. ასევე სახლში ჰაერი ხშირად გაანიავეთ, მტვრის დაგროვება არ დაუშვათ და სველი გაწმენდა შეასრულეთ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობისთვის, ასევე ვენური და არტერიული სისხლის მიმოქცევის დარეგულირებისთვის მოძრაობა აუცილებელია: სწრაფი სიარული, სირბილი, ცურვა, ჩვეულებრივი დილის აქტივობა. კუნთების აქტივობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მუშაობის დროს ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ ნივთიერებებს აწარმოებენ, რომლებსაც აფთიაქში ვერ შეიძენთ. კუნთები ენერგიის წყაროს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა ორგანოების მთავარ დამხმარეს წარმოადგენენ.

თამბაქოს მოყვარულებს გირჩევთ, რომ მოწევას თავი დაანებოთ, თუ საკუთარ ჯანმრთელობას აფასებთ. ნიკოტინი არტერიულ და ვენურ სისხლძარღვებს ავიწროებს და ბევრ დაავადებას იწვევს, მათ შორის ვენურ დერმატიტს.

ვენურ დერმატიტს რომ გაუმკლავდეთ, სისხლის მიმოქცევა უნდა გააძლიეროთ და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოთ. ამისთვის მე ვიყენებ რეფლექსურ თერაპიას (რეფლექსებს ვიწვევ, რომელზე რეაგირებით პაციენტის მდგომარეობას ნორმას უბრუნდება), ხელოვნურ „წურბელებს“ ვიდებ („ვწოვ“, უნემსო შპრიცით ცუდ სტაგნაციას ვიღებ და ჯანსაღისთვის ადგილს ვათავისუფლებ) და სხვა მეთოდებს.

იმუნიტეტის გაუარესებას და, შესაბამისად, ვენურ და სხვა დერმატიტს იწვევს ნერვული გადატვირთვა (სიყვარულის უარყოფა, განშორება, ოჯახში ან სამსახურში კონფლიქტი). სწორედ ამიტომ, ნერვული სისტემის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. ბუნებას მოუსმინეთ, მასთან ჰარმონიაში ყოფნა ისწავლეთ, გულმოწყალე იყავით, ხალხს დაეხმარეთ და არ მოატყუოთ. ადამიანი ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი პლანეტაა – თითოეულში არის ყველაფერი, რომ ჯანმრთელები ვიყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს