კოტლეტები შიგთავსით: უგემრიელესი კერძი ვახშმისთვის

0
2352

ორ თვლაში ვამზადებ უგემრიელეს შიგთავსიან კოტლეტებს, რომლებიც თეფშიდან ძალიან სწრაფად ქრება. ზოგადად, ჩემი ყველა ნათესავი მთხოვს ამ რეცეპტს და ყოველთვის სიამოვნებთ იმის გაგონება, რომ კოტლეტებს ვამზადებ.

დღეს ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტს, რათა თქვენი ოჯახის წევრებიც გაახაროთ ვახშამზე.

შიგთავსიანი კოტლეტების რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 5 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 200 გ კარაქი
  • 100 გ ყველი
  • 300 მლ ზეთი
  • გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ.კ. სანელებლები
  • 1 კონა კამა

მომზადება

  1. თუ მზა ფარში გაქვთ, ეს პუნქტი გამოტოვეთ. თუ არა, მოგიხდებათ ხორცსაკეპის გამოყენება. ქათმის ფილესთან ერთად, შეგიძლიათ ხახვიც გაატაროთ, დაუმატოთ მარილი და პილპილი, ფარში მზადაა.
  2. კარაქი დაჭერით მსხვილად და შედგით საყინულეში, რბილი რომ არ იყოს. წვრილად დახეხეთ ყველი, შემდეგ დაჭერით კამაც. სხვათა შორის, პირიქითაც შეგიძლიათ: ჯერ კამა, შემდეგ ყველი.
  3. შეურიეთ ორი კვერცხი 2 კოვზ ლიმონის წვენს, დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი, 0.5 ჩ.კ. პაპრიკა, ამდენივე კურკუმა და ხმელი ნიორი. მოურიეთ, შემდეგ დაუმატეთ 2-2 კოვზი ხორბლისა და სიმინდის ფქვილები, მწიკვი გამაფხვიერებელი და 1/4 ჭიქა წყალი. ყურადღებით: დარჩენილი ფქვილი (3 ს.კ.) იმისთვისაა საჭირო, რომ შეწვამდე მასში კოტლეტები ამოავლოთ.
  4.  კოტლეტების ფორმირებისთვის საკვები ცელოფანი დაგჭირდებათ. დაალაგეთ მასზე ფარშის ნაჭრები და გააბრტყელეთ. აიღეთ კარაქის ნაჭრები, ამოავლეთ ყველში ან კამაში და ცელოფნის დახმარებით დაამრგვალეთ. უხვად ამოავლეთ კვერები ფქვილსა და საფანელში და დადეთ ცხელ ტაფაზე.
  5. ნუ მიაქცევთ ყურადღენას მშიერი ბავშვებისა და ქმრის წუწუნს, კარგად შეწვით კოტლეტები ორივე მხრიდან. არავითარ შემთხვევაში არ მოიხედოთ უკან და დატუქსეთ ყველა, ვინც მზა კერძის მოპარვას შეეცდება.

უფ, რა გემრიელია! ქათმის შიგთავსიანი კოტლეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი