როგორ მოვამზადოთ ვაშლის ღვეზელი არაჟნით

0
1367
ფოტო: PxHere

კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს, ჩვევად შემოვიღე ტორტის გამოცხობა. თუმცა, ეს ყველასთვის ჩვეულებრივი შარლოტა არ გახლავთ.

არაჟნიანი ვაშლის ღვეზელის რეცეპტი დედამთილმა გამიზიარა. დესერტი რბილი და ნაზი, ფხვიერი და წვნიანი გამოვიდა. იგი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

ვაშლის, დარიჩინისა და ქიშმიშის არომატების შერწყმა დაუჯერებლად თბილ და სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის სახლში, ცხობის დროს. თუ მას ძილის წინ მოამზადებთ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ვაშლებისა და დარიჩინის ღრუბლებზე გძინავთ. დილით კი ყველას საუკეთესო საუზმე დაელოდება ღუმელში.

ვაშლის ღვეზელი არაჟნით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ვაშლის ღვეზელი არაჟნით, რომელიც ყველაზე მომთხოვნ გურმანსაც კი არ დატოვებს გულგრილს.

ინგრედიენტები ცომისთის

  • 200 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 300 გ არაჟანი
  • 250 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 მჟავე ვაშლი
  • 100 გ ქიშმიში
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები ზემოდან მოსაყრელად

  • 20 გ კარაქი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 0.5 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

  1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი, ათქვიფეთ ფუმფულა ქაფის მიღებამდე.
  2. კვერცხს დაუმატეთ არაჟანი და დამდნარი კარაქი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთით, მაღალი სიმძლავრის გამოყენებით.
  3. ცალკე შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. მოურიეთ და დაუმატეთ მშრალი მასა თხევად. მოზილეთ ცომი – იგი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს.
  4. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 5-10 წუთით. წყალი გადაღვარეთ და გააშრეთ ქიშმიშები ქაღალდის ხელსახოცზე. ვაშლი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
  5. საცხობ ფორმას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, ჩაასხით ცომის ნახევარი. გაათანაბრეთ ხის კოვზის გამოყენებით და დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები მთელ ზედაპირზე. მოაყარეთ ქიშმიში.
  6. დაასხით დარჩენილი ცომი და გაათანაბრეთ.
  7. მოსაყრელად, სასურველ ჭურჭელში შეურიეთ კარაქი, ფქვილი, შაქარი და დარიჩინი. შეაზილეთ ერთმანეთს ნამცეცების მიღებამდე. მოაყარეთ ეს ნამცეცები ღვეზელს.
  8. აცხვეთ ღვეზელი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით, მომზადებამდე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
  9. სულ ესაა, ვაშლისა და ქიშმიშის ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სწორედ ეს ღვეზელი გჭირდებათ ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, გაზაფხულის მშვიდ საღამოს ჩამოსხდომისას. დააყოლეთ ღვეზელს ჩაი ან ცხელი რძე. არაჟნის წყალობით, ცომი ძალიან ნაზი გამოდის, ვაშლი კი დესერტს სასიამოვნო სიმჟავეს აძლევს.

იმედია, სწორედ ასეთი ღვეზელით გაახარებთ ოჯახის წევრებს უახლოეს უქმეებზე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი