როგორ გამოვაცხოთ კექსები მიკროტალღურ ღუმელში

1026

როცა სახლიდან მუშაობთ, დროდადრო რაღაც გემრიელი გინდებათ. თანაც, ბავშვებსაც ძლივს ვაკავებთ კარანტინში. მორბიან და მეკითხებიან, გვაქვს თუ არა რამე გემრიელი სახლში.

ყოველდღე მაღაზიაში რომ არ ირბინოთ და ნახევარი დღე ქურასთან არ გაატაროთ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ფინჯნის კექსების რეცეპტების ნაკრებს.

ამისთვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი პროდუქტი, ფინჯანი, მიკროტალღური ღუმელი, თავად რეცეპტი და 5 წუთი.

როგორ მოვამზადოთ კექსი ფინჯანში

სხვათა შორის, თუ ამ რეცეპტებს ბავშვს აჩვენებთ, იგი სახლში მშიერი ნამდვილად არ დარჩება და ერთხელ თქვენც მოგიმზადებთ საუზმეზე კექსს.

კექსი ბანანითა და ხაჭოთი

ინგრედიენტები

  • 1 ბანანი
  • 1 კვერცხი
  • 30 გ ფქვილი
  • 150 გ ხაჭო
  • 15 გ კაკაო
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. ფინჯანში დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით.
  2. დაუმატეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი.
  3. მიღებულ მასას დაუმატეთ კვერცხი, კარგად მოურიეთ.
  4. მოათავსეთ ცომი ფინჯანში (ფინჯანი ცომით 2/3-ზე მეტად არ უნდა გაივსოს).
  5. შედგით დესერტი მიკროტალღურში დაახლოებით 3 წუთით, 800 ვტ სიმძლავრეზე.

ჩაის კექსი ჩიას თესლით

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 15 გ ჩიას თესლი
  • 50 გ არაჟანი
  • 15 გ ქოქოსის ფანტელი
  • 20 გ ფქვილი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაალბეთ ჩიას თესლები ცივ წყალში. დააყენეთ 20 წუთით.
  2. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ჩიას თესლი და მოურიეთ.
  3. მოათავსეთ ცომი ფინჯანში.
  4. შედგით დესერტი ღუმელში დაახლოებით 3 წუთით, მაქსიმალურ სიმძლავრეზე.

ქატოს კექსი

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. ქატო
  • 2 ს.კ. კეფირი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. მშრალი რძე
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიეთ ხორბლის ქატო კაკაოს, რძის ფხვნილსა და შაქარს გემოვნებით.
  2. მოურიეთ, დაუმატეთ კეფირი და მოზილეთ ცომი.
  3. ჩაასხით ცომი ფინჯანში და აცხვეთ მომზადებამდე.

კექსი ბანანითა და კენკრით

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 35 გ ფქვილი
  • 50 გ ბანანი
  • 30 გ მაწონი
  • ნებისმიერი კენკრა
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
  2. დაუმატეთ დაჭყლეტილი ბანანი, კენკრა და მაწონი. მოურიეთ.
  3. მოათავსეთ ცომი ფინჯანში (იგი ცომით არაუმეტეს 2/3-მდე უნდა გაივსოს).
  4. შედგით დესერტი მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით 3 წუთით, 800 ვტ სიმძლავრეზე.

კექსი ქოქოსის ფანტელითა და კაკაოთი

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • ქოქოსის ფანტელი
  • 0.25 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • შაქარი გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. ზეთი

მომზადება

  1. ჩაახალეთ კვერცხი თასში. დაუმატეთ რძე და კარგად მოურიეთ.
  2. ჩაყარეთ მასაში ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და ქოქოსის ფანტელი.
  3. დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. კიდევ ერთხელ მოურიეთ, კოლტები რომ დაიშალოს. შეგიძლიათ, ბლენდერით ათქვიფოთ.
  4. წაუსვით ფინჯანს ზეთი.
  5. გაავსეთ ფინჯანი ცომით 2/3-მდე.
  6. შედგით ღუმელში 3-4 წუთით, მაქსიმალურ სიმძლავრეზე.

როგორც ხედავთ, მიკროტალღურ ღუმელშიც შეგიძლიათ ნამდვილი კულინარიული შედევრების მომზადება. ახლა უკვე ვეღარ გაიმართლებთ თავს იმით, რომ დრო არ გაქვთ დესერტების მოსამზადებლად. 3 წუთი ყველაზე დაკავებულ ადამიანსაც მოეძებნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს