ღვეზელების იმდენი რეცეპტი არსებობს, რომ ამ კერძით ვინმეს გაკვირვება, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. თუმცა, ყველა საიდუმლო როდია ამოხსნილი. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გამოაცხოთ პატარა ღვეზელები გულსართით. უჩვეულო ფორმების წყალობით, ასი ერთლუკმიანი ღვეზელის მომზადება მხოლოდ 20 წუთში შეგიძლიათ.
პატარა ღვეზელები
პატარა და საყვარელი ერთლუკმიანი ღვეზელები ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება. მათში ბევრი გულსართი და ცოტა ცომია. ღვეზელი შეგიძლიათ მიირთვათ წვნიანთან, ჩაისთან, გაუმასპინძლდეთ სტუმრებს. ხოლო, თუ მომზადებულ უმ ღვეზელებს გაყინავთ, ხელთ ყოველთვის გექნებათ სათადარიგო კერძი მოულოდნელი სტუმრებისთვის.
ცომი უწონო და ძალიან ნაზია, განსაკუთრებული ფორმირების წყალობით კი, ერთ ღვეზელში ძალიან ცოტა ცომია. გირჩევთ, ორმაგი ან სამმაგი ულუფა მოამზადოთ! ღვეზელები თეფშიდან თვალის დახამხამებაში გაქრება.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 400 გ ფქვილი
- 2 კვერცხი (1 წასასმელად)
- 250 მლ კეფირი
- 1 ს.კ. არაჟანი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 3 ს.კ. ზეთი
- 1 ჩ.კ. გამახვიერებელი
- შირბახტის (სეზამის) მარცვლები მოსაყრელად
იდეალური შიგთავსი თავად უნდა შეარჩიოთ, იქნება ეს მოთუშული კომბოსტო, ხორცი, ღვიძლი თუ მოხარშული კარტოფილი და სოკო. ეს შიგთავსები გემრიელია, თუმცა ამით ვერავის გააკვირვებთ. ამიტომაც, გააგრძელეთ რეცეპტის კითხვა: ჩვენ ორიგინალურ, ძეხვისა და ყველის გულსართს გთავაზობთ.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 100 გ მოხარშული ძეხვი შაშხი
- 50 გ ყველი
- ახალი მწვანილი
- 1 კბილი ნიორი
მომზადება
- ჯერ მოამზადეთ ცომი. შეურიეთ ყველა თხევადი ინგრედიენტი მარილს, შაქარსა და გამაფხვიერებელს. ულუფებად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი.
- მოათავსეთ ცომი თასში, დაახურეთ პირსახოცზე და დაასვენეთ 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე.
- ამასობაში, მოამზადეთ გულსართი. ძეხვი და ყველი დახეხეთ, დაუმატეთ მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი.
- ახლა კი ყველაზე საინტერესო – შეუდექით ღვეზელების ძერწვას. ამისთვის ჩვეულებრივი საპელმენე დაგჭირდებათ. ცომი დაყავით ოთხ ნაწილად, თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 2-2.5 მმ ფირფიტებად.
- საპელმენეს უხვად მოაყარეთ ფქვილი და დააგეთ ცომის ფირფიტა. ხვრელებში მოათავსეთ შიგთავსი და დაახურეთ მეორე ფირფიტაც. გააბრტყელეთ ჯოხით. გამოიღეთ ფორმებიდან ღვეზელები და მაშინვე დაალაგეთ ზეთწასმულ საცხობ ლანგარზე.
6. წაუსვით ფუნთუშებს ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
დამიჯერეთ, ეს ღვეზელები მოეწონებათ როგორც თქვენი ოჯახის წევრებს, ისე სტუმრებსაც.