ქოლესტერინი ახალი უჯრედების მშენებლობასა და ჰორმონების წარმოებაში მონაწილეობს. ის ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ გარკვეული დოზით. როცა მისი დონე ნორმას აღემატება, ორგანიზმში პრობლემები იწყება. ეს რომ არ მოხდეს
1. წონას და ცხიმის დონეს ყურადღება მიაქციეთ
ზედმეტი არ ჭამოთ და ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ჭამთ. რაციონის 2/3 ნაწილი ბოსტნეულის, ხილის და მარცვლეულისგან და მხოლოდ 1/3 ნაწილი ხორცის და რძის პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს. ცხიმებით გაჯერებული საკვებით (კარაქი, ყველი, ხორცი) ზედმეტად გართობა არ ღირს. შინაურულ ფრინველში, მცენარეულ ზეთსა და თევზში უფრო ნაკლები ცხიმია.
2. მოწევაზე უარი თქვით
მწეველებს უჯერი ცხიმების დაბალი დონე აქვთ. როგორ გავზარდოთ? საკმაოდ მარტივად! უბრალოდ მოწევას თავი დაანებეთ და უჯერი ცხიმების დონე სწრაფად მოიმატებს.
3. ჩაის „კი“ უთხარით
ტანინების წყალობით ჩაი ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში საუკეთესო და უცვლელი საშუალებაა.
4. პარკოსანი პროდუქტები, სტაფილო და ნიორი მიირთვით
თითოეული პროდუქტი თავისებურად მნიშვნელოვანია. მაგალითად, სტაფილო შეიცავს პექტინს, რომელიც ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს. იგივე პარკოსან პროდუქტებსაც ეხება. ნივრის მიღება მავნე ცხიმის დონეს ამცირებს. კბილების დაღეჭვა აუცილებელი არაა: შეგიძლიათ ნივრის თხევადი ექსტრაქტი შეიძინოთ და ყოველდღე თითო გრამი ექსტრაქტი მიიღოთ. ნახევარ წელში ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება.
5. მრავალძარღვას თესლის შემცველ მედიკამენტებს ყურადღება მიაქციეთ
თუ ქოლესტერინის დონის შესამცირებლად შემოთავაზებული სხვა მეთოდები ეფექტური არ აღმოჩნდა, ექიმთან მრავალძარღვას თესლის შემცველი მედიკამენტის მიღებაზე კონსულტანცია გაიარეთ: ის ძალიან ეფექტურია!
6. სპორტით დაკავდით
როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს: თუ ჯანმრთელობა გსურთ – სპორტით დაკავდით. ეს ჭეშმარიტებაა სიმართლეა და გაჯერებული ცხიმების დონის შესამცირებლად ამაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს.