დედოფალ ელიზაბეთის საყვარელი ორცხობილების რეცეპტი

0
343

სააღდგომო ნამცხვარს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. იგი ისეთი ლამაზია და ამაღლებს განწყობას, გვჩუქნის დღესასწაულის შეგრძნებას, ავსებს გულს ახალი იმედებითა და სიხარულით… დღეს ჩვენ გასწავლით ორცხობილების გლაზურის მომზადებას, რომელიც თავად დედოფალ ელიზაბეთის რჩეულია.

ორცხობილის გლაზური

დედოფლის პირადი კონდიტერი ყოველ აღდგომაზე განსაკუთრებულ ორცხობილას ამზადებს. იგი სიამოვნებით გვიზიარებს რეცეპტს, რომელმაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლის გული დაიპყრო.

ყველამ იცის, რამდენად დახვეწილი გემოვნება აქვს დედოფალს, როცა საქმე ტანსაცმელსა და ინტერიერს ეხება. დღეს კი ვეცდებით, დაგიმტკიცოთ, რომ მისი კულინარიული გემოვნებაც იდეალისგან არც ისე შორსაა!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 350 გ ხორბლის ფქვილი
  • 5 გ სოდა
  • 10 გ დაფქული ჯანჯაფილი
  • 5 გ დარიჩინი
  • 125 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 180 გ ყავისფერი შაქარი
  • 60 გ თეთრი, მსუბუქი ბადაგი

ინგრედიენტები გლაზურისთვის

  • 2 კვერცხის ცილა
  • 600 გ შაქრის პუდრა
  • საკვები საღებავები

მომზადება

  1. ცომი ძალიან სწრაფად მზადდება, ამიტომ ღუმელი შეგიძლიათ თავიდანვე გაახუროთ. საჭირო ტემპერატურაა 170 გრადუსი.
  2. ფქვილი გაცერით სოდასთან ერთად, დაუმატეთ დარიჩინი და ჯანჯაფილი.
  3. დაჭერით კარაქი კუბებად და დაუმატეთ ფქვილის მასას. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ შაქარი.
  4. ცომის ბოლო ინგრედიენტებია კვერცხი და ბადაგი. მზა ცომი უნდა გააბრტყელოთ და სპეციალური ფორმებით გამოჭრათ სასურველი ფიგურები.
  5. მოათავსეთ ორცხობილები პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 15 წუთით.
  6. გლაზურის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხის ცილები შაქრის პუდრასთან და საკვებ საღებავებთან ერთად.
  7. დაელოდეთ ორცხობილების გაგრილებას და ფრთხილად წაუსვით გლაზური. მორთეთ თქვენი გემოვნებისამებრ.

გასაოცარია, რომ სამეფო ორცხობილა ასეთი მარტივი რეცეპტით მზადდება, თანაც სავსებით ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან. აუცილებლად შეაფასეთ ნამცხვარი და გაუზიარეთ მეგობრებს.

გისურვებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებას, უსიამოვნებებზე ფიქრის გარეშე, გულში დაგროვილი სიყვარულითა და იმედებით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი