ყველა დიასახლისს არ უყვატს დესერტების გამოცხობა, რადგან, ჩვეულებრივ, ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, არსებობს ისეთი ტკბილეულებიც, რომელთა მომზადებასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ტკბილი რულეტის მომზადებას, სასურველი გულსართით.
რულეტი სხვადასხვა გულსართით
ასეთი რულეტის მოსამზადებლად, სულ 10-15 წუთი დაგჭირდებათ. ეს იმიტომ, რომ მასში მინიმალური რაოდენობის ინგრედიენტია და ძალიან სწრაფადაც ცხვება. ამასთან, რულეტი ოჯახის ყველა წევრს აუცილებლად მოეწონება.
ინგრედიენტები
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. ძმარი
- კრემისებრი შიგთავსი (გემოვნებით)
მომზადება
- თასში შეურიეთ ფქვილი და შაქარი.
- ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ თაფლი.
- ჩააქრეთ სოდა ძმრით და კარგად მოურიეთ მიქსერით. რულეტის ცომი მზადაა.
- აიღეთ დაახლოებით 40×40 სმ ზომის საცხობი ლანგარი, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი ან ზეთი. ფირფიტა საკმაოდ თხელი უნდა გამოვიდეს (2-3 სმ).
- მოათავსეთ ცომი ქაღალდზე, თანაბრად გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით.
- გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ბისკვიტის ძალიან დიდხანს ცხობა, თორემ გამოშრება და დახვევისას დატყდება.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან და მაშინვე დაახურეთ ნოტიო ხელსახოცი. ასე ცომი უფრო მარტივად დაიხვევა. წაუსვით ფირფიტას ერთი მხრიდან სასურველი გულსართი და დაახვიეთ რულეტად.
თამამად ჩაატარეთ ცდები ამ რეცეპტით. დაუმატეთ ცომს კაკაო – ასე ბისკვიტს ახალი, საინტერესო, შოკოლადის გემო ექნება. შეგიძლიათ, ზემოდან გლაზურიც მოასხათ, დამატებითი სილამაზისა და გემოსთვის. ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიითაა შეზღუდული!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს