მოამზადეთ იტალიური გრისინი ნივრით ის ნებისმიერ სუპს მოუხდება.

0
1562

იტალიის კულტურა დაუჯერებელი რამაა! იტალიური კერძები კი ნებისმიერი გურმანის გულს დაიპყრობს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ გრისინის, ტრადიციულ პურის ჩხირებს, რომლებიც იტალიის ეროვნულ კერძად ითვლება.

იტალიური სასუსნავი

რა არის გრისინი? ესაა პურის ჩხირები, რომლებიც ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გაჩნდა. მას შემდეგ, მათი შეკვეთა იტალიის ნებისმიერ კაფეში ან რესტორანში შეგიძლიათ.

პურის ნივრიანი ჩხირები შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი კერძი, ისე წვნიანთან მისატანებელი. ასევე, მას ძალიან უხდება მდოგვისა და პაპრიკის სოუსები.

ასეთი ჩხირების მომზადება საკმაოდ მარტივია, დღეს კი ამის გაკეთებას გასწავლით. საქმეს შეუდექით!

ინგრედიენტები

  • 200 გ ფქვილი
  • 50 გ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 100 მლ ცხელი წყალი
  • შირბახტის (სეზამის) მარცვლები
  • ნიორი
  • პროვანსული ბალახები

მომზადება

  1. გაცერით ფქვილი მარილთან ერთად. გააცხელეთ წყალი 70 გრადუსამდე და დაუმატეთ მასას.
  2. დაიწყეთ ინგრედიენტების შერევა, დაუმატეთ პირველ მასას ზეითუნის ზეთი.
  3. გაახვიეთ ცომი საკვებ ცელოფანში და გააჩერეთ მაცივარში 30 წუთით.
  4. გამოიღეთ ცომი და გააბრტყელეთ თხლად. დაჭერით ზოლებად. შეგიძლიათ, ცომი ასე გამოაცხოთ, ან სპირალებად დაახვიოთ.
  5. ახლა სოუსი მოამზადეთ. დახეხეთ ნიორი, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და პროვანსული ბალახები. წაუსვით ცომს სოუსი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
  6. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. აცხვეთ 15 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

სურვილისამებრ, სოუსი და მოსაყრელი შეგიძლიათ შეცვალოთ. შესანიშნავი არჩევანი იქნება ორეგანო და ყველი. მარილის რაოდენობაც, შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებისამებრ შეცვალოთ. ზოგს უფრო მარილიანი პროდუქტი მოსწონს, ხოლო სხვებისთვის მთელ ცომში 1 ჩ.კ. მარილი საკმარისია.

გახსოვდეთ, რომ აღდგომა შინ უნდა გაატაროთ და ეს ბრწყინვალე დღესასწაული ოჯახთან ერთად გაატაროთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი