ფინელი ექსპერტები ქალებს, რომლებიც მენოპაუზის რთულ პერიოდს გადიან, აერობიკით დაკავებას ურჩევენ. აერობიკა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მენოპაუზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება, განწყობის ცვლილება და გაღიზიანება.
ექსპერტები თვლიან, რომ მენოპაუზის დროს სპორტულ დარბაზში ვარჯიში უარყოფითი ეფექტების მქონე ჰორმონებით მკურნალობის ალტერნატივა გახდება. აღსანიშნავია, რომ ქალები, რომელთაც აერობიკით ვარჯიში ახალი დაწყებული აქვთ, ზოგჯერ მდგომარეობის გაუარესებას გრძნობენ, თუმცა დროთა განმავლობაში მათ შვება ელოდებათ.
„ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ აერობიკით დაკავება ყველა ქალს, ვისაც მენოპაუზის სიმპტომები აწუხებს. ბრძოლის ეს მეთოდი ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა. ამასთან დაბერების ნიშნების საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა“ – აღნიშნავენ ისინი.
მენოპაუზის მთავარ ნიშნებს შორის, რომლებიც ქალების დაახლოებით 80%-ს აწუხებს, აღსანიშნავია ცხელება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, გაღიზიანება, შარდვის პრობლემები, საშოს სიმშრალე და ა.შ.
ჰორმონალური თერაპია ზოგიერთ სიმპტომს უმკლავდება, მაგრამ მას თან ჯანმრთელობის რისკი ახლავს. დღემდე უცნობია, თუ როგორ ახდენს ფიზიკური აქტივობა გავლენას ქალის ორგანიზმზე მენოპაუზის დროს, მაგრამ მთელი რიგი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სპორტით დაკავების დროს ქალები მენოპაუზის გადატანას უფრო მარტივად ახერხებენ