არ არსებობს ქვეყანა, რომლის სამზარეულოში კვერცხი არ გამოიყენება. სამყაროს ეს ციცქნა მოდელი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დიასახლისს აქვს ხელთ.
კვერცხი საუზმის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური პროდუქტი და აუცილებელი ინსტრუმენტია დამწყები კურიერისთვის. იდეალური დიეტური კერძი და სააღდგომო სუფრის განუყოფელი ატრიბუტი.
საერთოდ, რას გავაკეთებდით კვერცხის გარეშე?
სიტყვა “კვერცხზე” პირდაპირ ქათამთან გვიჩნდება ასოციაცია. მართალია, მხოლოდ ამ ფრინველის კვერცხს არ ვიცნობთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული სწორედ ქათმის კვერცხია.
არსებობს პირველი (55-64.9 გ), მეორე (45-54.9 გ) და მესამე (35-44.9 გ) კატეგორიის კვერცხები. ევროპაში მომწოდებლებს ევალებათ, მიუთითონ პირობები, რომლებშიც კვერცხის დამდები ფრინველი ცხოვრობს (ეკოლოგიური მრეწველობა, თავისუფალი სეირნობა, მიწაზე ცხოვრება, გალიაში გამოკეტვა), აგრეთვე, მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენთან ფრინველის ზრდის პირობებს დღემდე არ უთითებენ, თუმცაღა ჩვენთვის ცნობილია, რომელი რეგიონისა და მწარმოებლის კვერცხი დევს დახლზე.
გემო და ფერი
ვაღიარებთ, რომ რიგითი მომხმარებელი იშვიათად ატრიალებს კვერცხს ხელებში, მისი ეტიკეტის შესამოწმებლად. თუმცაღა, ფრინველის პროდუქციის გარეგნულად შეფასებაში ხელს არაფერი გვიშლის. მზარეულებმა იციან, რომ კვერცხის ხარისხსა და მისი ნაჭუჭის ფერს შორის კავშირი მხოლოდ სტერეოტიპია. არსებობს თეროია, რომლის თანახმადაც, ქათმის მომავალი კვერცხის ფერის განსაზღვრისთვის, მის ყურის ნიჟარაში უდა ჩაიხედოთ: თუ იგი თეთრია, ქათამი ღია ფერის კვერცხს დადებს. თუ ქათმის ყურში ჩახედვა თქვენი ჰობი არაა, მოხარშეთ ერთი თეთრი და ორი ყავისფერი კვერცხი, მიირთვით და თავად დარწმუნდებით, რომ გემოთი ისინი არ განსხვავდება.
კვერცხის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი სადავო თემაა კვერცხის გულის ფერი. იგი დამოკიდებულია იმ საკვებზე, რომელსაც ქათამს აჭმევდნენ. თუ ფრინველს ღია ყვითელი სიმინდით კვებავდნენ, ამავე ფერის კვერცხის გულს მიიღებთ. თუ ქათამი უფერულ კორმს ჭამს, კვერცხის გულიც მქრქალი ფერის გამოვა. მომხმარებლები, რა თქმა უნდა, მკვეთრი ფერის კვერცხის გულს ანიჭებენ უპირატესობას. ეს იმით აიხსნება, რომ ისტორიულად, ღია ფერის კვერცხის გულები ფრინველის სისუსტეზე, მის არასახარბიელო კვებასა და პარაზიტების არსებობაზეც კი მიუთითებდა. ახლა ფრინველს შეიძლება აძლევდნენ საკვებ დანამატს, მაგალითად, ლუტეინს ან კანტაკ-სანტინს, რომლებიც კვერცხის გულს საჭირო ოქროსფერს მისცემს.
კვერცხის გაყიდვის წესები
გაყიდვის წესები მკაცრადაა რეგლამენტირებული. კვერცხის შენახვის მაქსიმალური ვადა 28 დღეს არ აღემატება. პირველ დღედ უშუალოდ დადების დღე ითვლება. დადებიდან მესამე დღეა შეფუთვის შესაძლო დღე. მეცხრე დღემდე, მწარმოებელს აქვს უფლება, მომხმარებლებს კვერცხი მიაწოდოს, როგორც “სულ ახალი”. მეთვრამეტე დღიდან, კვერცხი მხოლოდ მაცივარში უნდა შეინახოთ, 22-ე დღიდან კი დაუყოვნებლივ უნდა გაიხარჯოს, 25-ე დღის შემდეგ, კვერცხი გადამუშავებას ექვემდებარება.
რით შევღებოთ კვერცხი
ნებისმიერ მაღაზიაში იპოვით ფერად საღებავებსა და სტიკერებს სააღდგომო კვერცხებისთვის. თუ სტიკერების გამოყენება მარტივია, საღებავებთან მუშაობა საკმაოდ რთულია. მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას ნატურალურს უწოდებენ, არადა, შემადგენლობაში შემდეგ კომპონენტებს ვხვდებით:
- Е102 (შეუძლია ასთმის, შაკიკისა და ქავილის გამოწვევა);
- Е110 (ღებინება, ალერგია, სურდო);
- Е171 (მავნეა თირკმლებისა და ღვიძლისთვის);
- Е132 (საშიშია ჰიპერტონიკებისთვის, ახშირებს ასთმურ შეტევებს).
კვერცხის ნაჭუჭის ნასვრეტებიანობის წყალობით, ეს ნივთიერებები აღწევს ცილაში და იწვევს ორგანიზმზე უარყოფით გავლენას. გამოიყენებთ თუ არა ქარხნულ საღებავებს, ეს თქვენი გადასაწყვეტია.
კვერცხის შეღებვის ნატურალური ალტერნატივა
- ისპანახის ან ჭინჭრის ნაყენი კვერცხის ნაზ მწვანე ფერს მისცემს;
- მოცვის მაგარი ჩაი კვერცხის იისფრის ყველა ელფერში შეგაღებინებთ;
- წითელი ღვინო ან ჟოლოს წვენი მას ნაზ ვარდისფერ-იასამნისფერში შეღებავს;
- ჭარხალი კვერცხის ყავისფერ-ვარდისფერ შეფერილობას გადასცემს;
- ყველასათვის ნაცნობი ხახვის ნაჭუჭი ტერაკოტა-ყავისფერ ფერს იძლევა;
- კურკუმა და ინდური ზაფრანა კვერცხს ყვითლად ღებავს;
- ცისფერი კვერცხი მიიღება წითელი კომბოსტოს ნახარშით.