ალბათ, ყველასთვის ნაცნობია ისეთი მშვენიერი, სურნელოვანი სოუსი, როგორიცაა აჯიკა. ის კარგად უხდება ხორცს, თევზს, კარტოფილს და ყაბაყსაც კი. საერთოდ, ზოგიერთი აჯიკას პელმენს უმატებს და საერთოდ არ წუწუნებს. ეს უკვე გემოვნების საკითხია.
ერთადერთი, რის გამოც მისი მომზადებისგან თავს იკავებენ – ხანგრძლივი, დამღლელი პროცესი, რომელსაც თან ახლავს სამზარეულო ორთქლით და სანელებლების, წიწაკის და პომიდვრის ძლიერი არომატით. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სოუსის ხარშვაზე მთელი დღის სამზარეულოში გატარების სურვილი არავის აქვს. „პაპარაცს“ ამის ასე დატოვება არ შეუძლია და გთავაზობთ აჯიკის მომზადების ორიგინალურ რეცეპტს პროდუქტების ხარშვის გარეშე.
პომიდვრის აჯიკა ბოშური რეცეპტით ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. ყველა პროდუქტის დაყენებას უნდა დაელოდოთ და აჯიკური გემოს მისაღებად ერთმანეთს აურიოთ.
აჯიკა ზამთრისთვის
ინგრედიენტები:
- 1 კგ პომიდორი
- 1 კგ ბულგარული წიწაკა
- 8-10 ცხარე ჩილის წიწაკა
- 4 ს/კ მცენარეული ზეთი
- 100 მლ 6%-იანი ყურძნის ძმარი
- 2 ს/კ მშრალი აფხაზური აჯიკა
- 1 ს/კ დაფქული ილი
- 1 ს/კ დაფქული შავი წიწაკა
- 2 ს/კ მარილი
- 100 გრ შაქარი
- 50 გრ ახალი ქინძი
- 300 გრ ნიორი
მომზადება:
- პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ჩილის წიწაკა, ნიორი და ქინძი გარეცხეთ და გააშრეთ.
- მონაცვლეობით ბოსტნეული ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ (ქინძს ხელი არ ახლოთ!). ასე თანაბრად აირევა.
- ქინძი ყუნწებთან ერთად დანით წვრილად დაჭერით.
- ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ ან დაბლენდერებულ ბოსტნეულს სანელებლები, ძმარი, მარილი, შაქარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
- აჯიკას აურიეთ და ბოლოს მწვანილი მოაყარეთ. სოუსს 6 საათით, ოთახის ტემპერატურაზე დუღილი აცადეთ.
- ამ დროში ქილები მიკროტალღურ ღუმელში გაასტერილეთ და კარგად გამოაშრეთ (მაქსიმალურ ტემპერატურაზე 8 წუთი საკმარისი იქნება). ქილის თავსახური 5 წუთით მდუღარე, სუფთა წყალში გააჩერეთ და კარგად გაამშრალეთ.
- ქილები ცხელი სოუსით აავსეთ და თავსახური დაახურეთ. კერძი მზადაა!
- მიღებული ცხარე აჯიკა შეგიძლიათ მშრალ, გრილ ადგილას ან მაცივრის კარზე დიდხანს შეინახოთ. მისი უპირატესობა სწრაფი მომზადების გარდა არის ის, რომ ვიტამინებს ინარჩუნებს, რადგან თერმული დამუშავებით არ ნადგურდება.
რჩევა: თუ კერძს თერმული დამუშავების გარეშე ამზადებთ, ეცადეთ ყველაფერს მდუღარე წყალი გადაავლოთ: დანა, ხორცსაკეპი მანქანა, ქვაბს მომზადების წინ. ასე ხარისხიანი შედეგის მიღების შანსს გაზრდით.