ისეთ ჩვეულებრივ საქმესაც კი, როგორიც კარტოფილის შეძენაა, თავისი წესები აქვს.
როგორი კარტოფილია უკეთესი დიდი ხნით შესანახავად?
თუ კარტოფილს ზამთრისთვის იმარაგებთ, უმჯობესია, არა ერთი, არამედ 2-3 სახეობა ამოარჩიოთ. ასე უფრო დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ ნაწილი გაუძლებს გაზაფხულამდე, გარდა ამისა, მარაგში კარტოოფილი სხვადასხვა კულინარიული მიზნისთვის გექნებათ. კარტოფილის სახეობები დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. თუმცა, “სპეციალიზაციის” გარეგნული ნიშნებით დადგენა შეუძლებელია – აუცილებელია სახეობის მახასიათებლების ცოდნა.
კარტოფილის შეძენის წესები
სუპერმარკეტში შეგიძლიათ რაღაც მაინც გაიგოთ იარლიყის წაკითხვის შემდეგ. კარგია, როცა მწარმოებელი წერს, თუ რომელი კულინარიული მიზნებისთვისაა ესა თუ ის სახეობა განკუთვნილი: სალათისთვის, მოსახარშავად თუ შესაწვავად. ახლა, როგორც იმპორტული, ისე ადგილობრივი პროდუქტის მწარმოებლები ასეთ განმარტებას შეფუთვაზევე წერენ.
სხვათა შორის, გარეცხილი, დაფასოებული კარტოფილი ყველგან ერთნაირია, ხოლო წარმოების ქვეყნის არჩევა მხოლოდ თქვენს პირად უპირატესობებზეა დამოკიდებული.
საქმე რთულდება, როცა სახეობის ნაცვლად უბრალოდ დელიკატეს-კარტოფილს, ტრადიციულს ან რამე მსგავსს წერენ. მაშინ უნდა შეიარაღდეთ ლუპით და ეძებოთ გრაფაში შემადგენლობა, თუ ეტიკეტი საერთოდ არსებობს.
15%-ზე მაღალი სახამებლიანობის სახეობა პიურესთვისაა შესაფერისი, 15%-ზე ნაკლები კი – წვნიანებისა და სალათებისთვის. მშრალი ნივთიერებები – არანაკლებ 20-24%, ხოლო აღმდენი შაქრები – არაუმეტეს 0.5% – ასეთი კარტოფილი კარგად იწვება, არ იფშვნება ტაფაზე ან ფრიტურში და არ მოიკიდებს შოკოლადის მწარე “რუჯს”. შემადგენლობა საკმაოდ იშვიათადაა მითითებული იარლიყზე. ამ დროს კი ისღა დაგრჩენიათ, კარტოფილი აიღოთ და მისი ხარისხი დამოუკიდებლად შეაფასოთ.
ბაზარზე ბევრ გამყიდველს შეუძლია გასაყისი კარტოფილის სახეობის დასახელება. ესეც სასარგებლო ინფორმაციაა.
კარტოფილის ყველაზე გემრიელი სახეობები
კარტოფილის პიურესთვის რეკომენდებულია მაღალსახამებლიანი კარტოფილი. პიურე ნაზი და ფუმფულა, თუმცაღა საკმაოდ კალორიული გამოვა.
საუკეთესო კარტოფილი წვნიანებისა და სალათებისთვის
ლიდერი, ლამაზმანი, ალვარა, რედ სკარლეტი, ნევური, ნიკულინის.
შეწვისთვის შეარჩიეთ მშრალი ნივთიერების დიდი რაოდენობით შემცველი კარტოფილი, რომელსაც შეუძლია სახამებლის შაქრად გარდაქმნის აღკვეთა. ამ თვისების წყალობით, შეწვისას კარტოფილის ლებნები ფორმას ინარჩუნებს.
რომელი კარტოფილი ინახება უკეთ – გარეცხილი თუ გაურეცხავი
უნდა გარეცხოთ თუ არა კარტოფილი – რეალურად, არც ისეთი მნიშვნელოვანი კითხვაა. გარეცხილ და გაურეცხავ მდგომარეობაში ყიდიან ერთსა და იმავე სახეობებს, ერთნაირად მოყვანილს. ოღონდ, რეცხვის დროს, კარტოფილს არჩევენ, აშორებენ დეფექტიან და არასტანდარტული ზომის კარტოფილებს. ამიტომ, ასეთ შეფუთვებში დაავადებულ კარტოფილს თითქმის ვერ შეხვდებით. თუმცა, გარეცხილი კარტოფილი უფრო ცუდად ინახება. თუ კარტოფილს იმარაგებთ, აიღეთ გაურეცხავი.
რა ზომის კარტოფილი უნდა შევარჩიოთ?
თუ ერთი სახეობის კარტოფილი ზომების მიხედვითაა გადარჩეული, აირჩიეთ ყველაზე დიდები. ის ბოლქვები, რომლებმაც განვითარებაში თავის ნათესავებს აჯობეს, უკეთაა დამწიფებული და მათში მეტი ცილა, ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებებია, თანაც, უფრო გემრიელი კერძები გამოდის.
ხარისხიანი კარტოფილის 5 ნიშანი
- კარტოფილი მკვრივი და მყარია;
- კარტოფილი არაა დაბზარული, არ სკდება გაჭრისას;
- ბოსტნეულის კანი გლუვი, არახორკლიანია;
- კარტოფილს არ აქვს მუქი ლაქები კანზე;
- ბოლქვებს არ აქვთ ღრმა ღვივები.