ჭარხლის დარგვა ჩითილად: დაწვრილებითი ინსტრუქცია

485
ფოტო: pexels

თუ ჭარხალს ჩითილებად დარგავთ, დათესვა შეგიძლიათ უკვე აპრილში, სათბურში ან საშინაო პირობებში. ჩითილის მეთოდი საშუალებას გაძლევთ, პირველი ნაყოფი 18-25 დღით ადრე მიიღოთ, ვიდრე ჭარხლის პირდაპირ ნიადაგში დათესვის დროს იღებენ ხოლმე.

ჭარხლის ჩითილად დარგვას უამრავი უპირატესობა აქვს ღია ნიადაგთან დარგვის წინაშე. ჭარხალი უფრო მომთხოვნია სითბოს მიმართ, ვიდრე სხვა ფესვნაყოფიანები, მისი ნერგები ვერ იტანს ყინვებს, ნიადაგის ტემპერატურის ხანგრძლივი დაქვეითება 4-5 გრადუსამდე კი მცენარის დაავადებას გამოიწვევს. ამ მიზეზით, ჭარხალი ითესება ღია ნიადაგში გვიან, მხოლოდ მაშინ, როცა ნიადაგი 8-10 გრადუსამდე გათბება.

როდის დავთესოთ ჭარხალი ჩითილად საშინაო პირობებში?

გაითვალისწინეთ, რომ ჭარხალს არ უყვარს სიცივე. ჩვენთან ნაკვეთზე იგი აპრილის შუა რიცხვებში უკვე ირგვება. სახლში, ფანჯრის რაფაზე ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ, ჭარხლის ჩითილები უწყლოვდება, მცირდება მომავალი მცენარის მოსავლიანობა. ამიტომ, ღია ნიადაგში დასარგავად, ჭარხლის ჩითილების დათესვა დაიწყეთ მარტის შუა რიცხვებში.

თუ ჭარხლისთვის თავისუფალი ადგილი სათბურში გაქვთ, შეგიძლიათ, რამდენიმე ნერგი 1 თვით ადრე ამოაცენოთ. სათბურის ჭარხალს თესავენ მარტის დასაწყისში, ხოლო მუდმივ ადგილას რგავენ მარტის ბოლოსთვის.

ჭარხლის დათესვა ჩითილად

დასათესავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყიდი მზა ნიადაგი ან მოამზადოთ მასა დამოუკიდებლად. ამისთვის, შეურიეთ 2 წილი ტორფი, 1 წილი ნეშომპალა ან კარგად დამპალი კომპოსტი, 1 წილი ნაკელიანი ან ბაღის მიწა და 0.5 წილი გარეცხილი ქვიშა. ჭარხალს არ უყვარს მჟვე ნიადაგი, ამიტომ მასას უნდა დაუმატოთ 0.5 ჭიქა ხის ფერფლი ყოველ 5 ლ ნარევზე. ფერფლი კარგი სასუქი იქნება ჭარხლის ღვივებისთვის, რამდენადაც შეიცავს ყველა საკვებ ელემენტს, გარდა აზოტისა. გაცერით მასა და დაორთქლეთ 1 საათის განმავლობაში.

დაორთქლვა შეგიძლიათ გამოტოვოთ, თუ დასათესავ ნიადაგს ფუნგიციდის ხსნარით დაამუშავებთ. თესლი უნდა დამუშავდეს ფუნგიციდის ხსნარით, ინსტრუქციის მიხედვით, რაც ჭარხალს დაიცავს ფომოზით დაავადებისგან. ფომოზით დაავადების დროს, ბოლქვები ცუდად ინახება: მათში ჩნდება სიცარიელე და ლპობა.

გაავსეთ ქოთანი ნიადაგით, დატკეპნეთ და ზედაპირზე დაალაგეთ დამუშავებული თესლი.

შეგიძლიათ, თესლი მშრალად დარგოთ – ასე უფრო სწრაფად გაღ ვივდება და მაშინვე შეძლებთ უვარგისი თესლის ამორჩევას. თესლებს დააყარეთ ზემოდან ნიადაგის მასა 1-1.5 სმ ფენით. გაათანაბრეთ, დატკეპნეთ ზედაპირი, რათა ნიადაგი მორწყვისას არ ჩაირეცხოს.

მორწყეთ თესლი და ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი ნიადაგის ზედაპირზე არ მოხვდეს. აუცილებლობისაებრ, დაუმატეთ ცოტაოდენი ნიადაგი. დაახურეთ თესლს შუშა ან მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეთში და დადგით თბილ ადგილას. ჭარხლის შენახვის ტემპერატურა ნერგების გაჩენამდე 18-20 გრადუსამდე უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც ნერგები ნიადაგის ზედაპირზე გაჩნდება, ტემპერატურის შემცირება სასურველია 14-16 გრადუსამდე.

ჭარხლის ჩითილი – მოვლის პირობები

ჭარხლის ჩითილის პიკირება

თუ დასათესი ჭურჭელი ღრმა და ტევადი იყო, ხოლო თესლები არ იყო ერთმანეთთან მჭიდროდ დარგული, შეგიძლიათ, ეს ეტაპი გამოტოვოთ. ჭარხლის პიკირბა საჭირო რომ არ გახდეს, შეგიძლიათ დათესოთ ნაყიდ ან ხელნაკეთ კასეტებში, თუმცა, ასე იგი ფანჯრის რაფაზე მეტ ადგილს დაიკავებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ჭარხლის სახეობების დიდი ნაწილი ერთი თესლიდან რამდენიმე მორჩს იძლევა, პიკირების გარეშე მოყვანის დროს, მორჩები უნდა გამოხშიროთ, ხოლო ნათესები, რომლებსაც ამ დროს ამოოიღებთ, ცალკე შეგიძლიათ დარგოთ.

პიკირების დროს, გამოიყენეთ იმავე შემადგენლობის მიწა, რომელიც დასათესავად გამოიყენეთ, უბრალოდ დაუმატეთ 1 ს.კ. ნიტროამოფოსკა 5 ლ მასაზე. მორწყეთ პიკირებული ჩითილი.

ჭარხლის ნერგები რომ არ გაუწყლოვდეს

ჭარხალი ძალიან სინათლისმოყვარე მცენარეა, ამიტომ სახლში, ფანჯრის რაფაზე მოყვანის დროს, განსაკუთრებით, მაღალ ტემპერატურაზე, იგი უწყლოვდება. თუ შეგიძლიათ, პიკირებიდან 1 კვირაში სასურველია, ნერგები ქოთნიანად შედგათ სათბურში, პირველ დროს მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

ჭარხლის სასუქი

2 კვირაში ერთხელ, შეასუქეთ ჭარხლის ნერგები თხევადი სასუქით (ფერტიკა, სოტკა, კრეპიში).

ჭარხლის ჩითილის დარგვა ღია ნიადაგში

როცა ნერგებს 2-3 ნამდვილი ფოტო გაუჩნდება, ისინი მზადაა ღია ნიადაგში ჩასარგავად.

მნიშვნელოვანია, რომ ჩითილი ზედმეტად არ გაიზარდოს. თუ ფესვები ყუთის ფსკერს მიაღწევს, საბოლოო ჯამში, ფესვნაყოფები მრუდე ფორმებს მიიღებს. ჩითილი რიგებში დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში უნდა დაირგოს, როცა ნიადაგი არანაკლებ 10 გრადუსამდე გათბება.

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ჭარხლის დასარგავად

ჭარხლის დასარგავად, შეარჩიეთ ყველაზე მზიანი რიგები, რადგან ნაწილობრივი ჩრდილიც კი საგრძნობლად შეამცირებს მომავალ მოსავალს. 1 კვ.მ. ნაკვეთს უნდა დაუმატოთ არანაკლებ 3 კგ ნეშომპალა ან კარგად დამპალი კომპოსტი და 30-40 გ სრული მინერალური სასუქი, რომელიც შეიცავს აზოტს, ფოსფორსა და კალიუმს.

ჭარხალს უყვარს მსუბუქად მჟავე ან ნეიტრალური ნიადაგი. თუ თქვენი ნაკვეთის ნიადაგი მჟავეა, აუცილებლად დაუმატეთ დარგვამდე 300-400 გ ხის ფერფლი ან 200 გ დოლომიტის ფქვილი 1 კვ.მ. მიწაზე. ამის შემდეგ, დაბარეთ ნიადაგი ნიჩბის პირის სიღრმემდე.

ჭარხლის დარგვა

უმჯობესია, ჭარხალი წვიმის ქვეშ დარგოთ. თუ ამინდი მშრალი და ცხელია, ეცადეთ, ჩითილი დარგოთ საღამოს და დაახუროთ საფარი მასალა (არა ქსოვილი) პირველი 2-3 ღით, სანამ არ დაფესვიანდება.

ამოთხარეთ ისეთი ორმოები, რომ ფესვები იქ სწორად განლაგდეს, არ მოიხაროს. ჩითილი დარგვისთანავე მორწყეთ.

ცხელ ამინდებში, პირველი რამდენიმე დღის მანძილზე, მორწყეთ ჭარხლის ჩითილი ყოველდღე, სრულად გაძლიერებამდე. დაფესვიანების შემდეგ, მორწყეთ იშვიათად, თუმცა უხვად, ამინდის მიუხედავად. მუდმივი ძლიერი დასველება გამოიწვევს ჭარხლის დაავადებასა და მოსავლის დაკარგვას.

ეცადეთ, ნიადაგი მუდმივად ფხვიერი იყოს, რეგულარულად დაამუშავეთ ხელებით.

უკვე დარგული ჭარხალი შეასუქეთ ქერიფქლას 1:6 ნაყენით, რომელიც, გარდა ძირითადი ელემენტებისა, შეიცავს ბორს, მოლიბდენს, სპილენძსა და სხვა მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი, ტკბილი ნაყოფის მისაღებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს