რატომ გვჭირდება „კისრის ვარჯიში მუსიკის გარეშე“ შიშონინის მეთოდით

1308

ჰიპერტონია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ითვლება, რომ ყოველი მეოთხე ზრდასრული ადამიანი გაზრდილი არტერიული წნევით იტანჯება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ რიცხვიდან მხოლოდ 35%-მა იცის საკუთარი პრობლემის შესახებ და მკურნალობს. თუმცა აბებით მკურნალობა გამოსავალი არაა, რადგან მსგავსი პრეპარატები მხოლოდ სიმპტომებს აქრობენ და არა მიზეზს.

დღეს ექიმი ალექსანდრე შიშონინი გიამბობთ, თუ როგორ იმკურნალოთ ჰიპერტონია სწორად. თქვენ დაგეხმარებათ სახის და კისრის ვარჯიში, რომელიც თავად ჰიპერტონიის მიზეზს აღმოფხვრის და მაღალ წნევას სამუდამოდ დაგავიწყებთ.

კისრის ვარჯიში ექიმი შიშონინის მეთოდით

როგორც ექიმი განმარტავს, კუნთების სპაზმი სისხლძარღვებს ავიწროებს, შედეგად მასში გამავალი სისხლის რაოდენობა მცირდება. ჟანგბადის აუცილებელი დოზის მისაღებად ტვინი გულს უფრო მეტი სისხლის ამოტუმბვის სიგნალს აწვდის. შედეგად გული უფრო სწრაფად მუშაობს, რომ შევიწროებული სისხლძარღვებიდან საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდება მოახდინოს, წნევა კი იზრდება. ასე ვითარდება ჰიპერტონიული დაავადება.

როცა ჰიპერტონიკი სტრესულ სიტუაციაში იმყოფება, მისი წნევა იზრდება. ამ მომენტში შეიძლება კრიტიკულ ნიშნულს მიაღწიოს, რასაც ინსულტი მოჰყვება.

„ჰიპერტონიის მოშორება შეიძლება ორი მეთოდით: მოძრაობით ან სპაზმზე მოქმედებით – მასაჟით. არის შემთხვევები, როცა ადამიანი დიდი ჰიპერტონიული სტაჟით მოდით, ცუდ განწყობას უჩივის და ჰყვება, თუ რამდენ აბებს სვამს. დივანზე აწვენ, კისერზე ეხები და ის ქვასავითაა. მასაჟს უკეთებ და ყვირის. მასაჟის შემდეგ რამდენიმე წამი გადის და თავს უკვე გაცილებით უკეთ გრძნობს. წნევას ვუზომავ და ნორმაშია“ – გვიზიარებს შიშონინი.

„აბები განსხვავებულად მოქმედებენ. ზოგი გულს დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობაში ხელს უშლის. ზოგი ორგანიზმიდან სითხეს გამოყოფს, რაც წნევას ასევე ამცირებს. ზოგი ტვინს ამშვიდებენ. ზოგიც ტვინის უნარს აუმჯობესებს, რომ სისხლიდან ჟანგბადი უკეთ მიიღოს. როგორც ხედავთ, საყვარელი აბების მუშაობა სიმპტომების გაქრობაა და არა მიზეზების მკურნალობა.

ექიმი ალექსანდრე დარწმუნებულია, რომ აქტიური ცხოვრების დაცვით სპაზმები აღარ შეგვაწუხებს. სწორი ტანვარჯიშით არსებული პრობლემების აღმოფხვრაც შეიძლება. ექიმმა კისრის სამკურნალოდ მარტივი ვარჯიშების კომპლექტი შეიმუშავა.

როგორც ექიმი აცხადებს, ვარჯიშების შესრულებით ადამიანი საკუთარი თავის დაზიანებას ვერ შეძლებს. რეგულარული ვარჯიში მთელ რიგ უსიამოვნებებს გააქრობს. ექიმი შიშონინი ტანვარჯიშით დაკავებას ურჩევს მათ, ვისაც თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მეხსიერების დარღვევა, მხრების და კისრის ტკივილები აწუხებს.

პირველი ორი კვირა ექიმი ვარჯიშის ყოველდღე შესრულებას გირჩევთ. შემდეგ შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ შეასრულოთ. ვარჯიშის დროს ზურგი გამართული უნდა გქონდეთ – ეს ვარჯიშის სწორად შესრულების გარანტიაა. თავდაპირველად ტექნიკის შესასწავლად ვარჯიში სარკის წინ შეასრულეთ. თითოეული ვარჯიშის დრო – 3 წუთი.

1. ვარჯიში „მეტრონომი“

ვარჯიში მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა მხარეს კისრის ზუსტად 10 წამით დაფიქსირებას მოიცავს.

2. ვარჯიში „ზამბარა“

ნიკაპი 10 წამით წინ გასწიეთ, შემდეგ 10 წამით ნიკაპი ზემოთ მაქსიმალურად ასწიეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ.

3. ვარჯიში „დარდი“

თავი მარცხენა მხარს 10 წამით დაადეთ, შემდეგ იგივე მარჯვენა მხარეს გაიმეორეთ.

4. ვარჯიში „ხედვა ცაში“

კისერი გვერდზე მაქსიმალურად გასწიეთ და 10 წამით ამ პოზაში გაჩერდით. მორიგეობით მარჯვენა და მარცხენა მხარეს გაიმეორეთ, დროის მითითებული ინტერვალი გაითვალისწინეთ.

5. ვარჯიში „ჩარჩო“

მარცხენა ხელი მარჯვენა მხარს დაადეთ, თავი მარცხნივ შეაბრუნეთ და ამ პოზაში სხეული 10 წამით დააფიქსირეთ. ახლა იგივე მეორე მხარეს შეასრულეთ.

6. ვარჯიში „დავრიში“

თავს ზემოთ ხელისგულები შეაერთეთ. ყოველ 10 წამში თავი მარჯვნივ და მარცხნივ აბრუნეთ.

7. ვარჯიში „თვითმფრინავი“

ხელები სხვადასხვა მხარს გაშალეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ იდაყვებში მოხრილი არ გქონდეთ. ყოველ 10 წამში ხელები დაუშვით, რომ დაისვენოს და შემდეგ ვარჯიში გაიმეორეთ.

8. ვარჯიში „ყანჩა“

ნიკაპი ზემოთ მაქსიმალურად ასწიეთ, ხელები ქვემოთ დასწიეთ. ყოველ 10 წამში საწყის პოზას დაუბრუნდით, მაგრამ მხოლოდ 1-2 წამით, უფრო დიდხანს არა.

9. ვარჯიში „ხე“

ხელები ზემოთ ასწიეთ ისე, რომ ხელისგულები ჭერის პარალელურად იყოს, ხოლო მარჯვენა და მარცხენა ხელის თითები მსუბუქად ერთმანეთს ეხებოდეს. ყოველ 10 წამში ხელები ცოტა ხნით დაუშვით და ვარჯიში გაიმეორეთ.

კისრის კუნთების ვარჯიში ზოგჯერ გაწელვებით სრულდება. შესრულების ტექნიკა ამ პატარა ვიდეოში ნახეთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოთ.

მსგავსი ვარჯიშების კომპლექსი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, რომ ინსულტის ალბათობა შეამციროს. სპაზმები გაქრება, კისერი და მხრები უფრო მოდუნებული იქნება. თუ ხერხემლის და კისრის სერიოზული დაავადებები გაწუხებთ, გირჩევთ ვარჯიშების შესრულების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.

ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს