როგორ მოვამზადოთ ნატურალური სამარხვო მაიონეზი კვერცხისა და რძის გარეშე

659

მაიონეზი სალათებისთვის უნივერსალური საკმაზია. მასთან ერთად, ყველაფერი გაცილებით გემრიელია! თუმცა, ბევრისთვის მაღაზიის მაიონეზი ტაბუა. ეს სწორიცაა – უბრალოდ თვალი გააყოლეთ ქიმიურ შემადგენლობას – მასში სასარგებლო არაფერია, ცარიელი კალორიები… გამოცდილ დიასახლისებს ურჩევენ ფრანგული სოუსის მომზადებას კვერცხის გულებისგან. თუმცა, მარხვაში, როცა ზოგიერთი პროდუქტის მოხმარება აკრძალულია, კვერცხის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი ისეთი სითხის გამოყენება, რომელიც დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. თუმცა, სად ვიპოვოთ მსგავსი სითხე?

სამარხვო მაიონეზის მომზადება

აღმოჩნდა, რომ მაიონეზის მოსამზადებლად, მაღალცილოვანი სითხის სახით, შგიძლიათ რძის, არაჟნის ან აკვაფაბას გამოყენება. ნუ შეშინდებით – აკვაფაბა არ არის ძვირადღირებული საზღვარგარეთული ემულგატორი. ესაა წელვადი სითხე – ნახარში, რომელიც პარკოსანი მცენარეების (ლობიოს, ბარდის, ოსპის, მუხუდოს) ხარშვის შემდეგ რჩება.

აღიარეთ, სად მიგაქვთ დაკონსერვებული ბარდის ან ლობიოს მარინადი? ღვრით, არა? ნუ მოიქცევით ასე, ეს ხომ ძვირფასი აკვაფაბაა! იგი შესანიშნავად ითქვიფება (ზუსტად კვერცხის ცილასავით) და მისგან ზეფირის, ბეზესა და მაიონეზის მომზადებაც კი შეიძლება.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ სამარხვო მაიონეზის შესანიშნავ რეცეპტს, რომლისთვისაც პარკოსნის ნახარში დაგჭირდებათ. თეთრი სოუსი ითქვიფება კარგად და ძალიან სქელიც გამოდის.

გემოთი, სამარხვო მაიონეზს კვერცხით მომზადებულისგან ვერ გაარჩევთ. აგრეთვე, იგი ნაყიდ მაიონეზზე ასჯერ უფრო სასარგებლო და გემრიელია. სალათებისთვის, მარხვაში ამაზე უკეთეს სოუსს ვერ იპოვით.

ინგრედიენტები

  • 150 მლ პარკოსნის ნახარში ან დაკონსერვებული ლობიოს, ბარდის მარინადი
  • 350-500 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
  • ნებისმიერი სანელებელი გემოვნებით

შესაძლოა, მაიონეზი არ აითქვიფოს ზედმეტად განიერი ჭურჭლის ან იმის გამო, რომ ინგრედიენტები განსხვავებული ტემპერატურისაა. იდეალში, სათქვეფი ჭურჭელი უნდა იყოს ბლენდერზე რამდენიმე სმ-თი განიერი, ყველა პროდუქტი კი მაცივრიდან ახალგამოღებული უნდა იყოს. თუ არ გაქვთ სპეციალური ფინჯანი, გამოიყენეთ ლიტრიანი ქილა.

მომზადება

  1. მარინადს დაუმატეთ ძმარი, შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ხელის ბლენდერის მაქსიმალური სიმძლავრით, რამდენიმე წამის განმავლობაში.
  2. გადართეთ მოწყობილობა საშუალო სიჩქარეზე და ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ, წვრილი ნაკადით დაუმატეთ ზეთი. გახსოვდეთ, რაც უფრო წვრილია ნაკადი, მით უკეთ აითქვიფება მაიონეზი.
  3. დაუმატეთ სანელებლები და ათქვიფეთ მაიონეზი საჭირო კონსისტენციამდე 5-7 წუთის მანძილზე უწყვეტად, ზეთის მუდმივი დამატებით.
  4. თუ ნახარში ან მარინადი არასაკმარისი რაოდენობით ცილას შეიცავდა, მაიონეზი არც ისე სქელი გამოვა. ამ შემთხვევაში, დაუმატეთ ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.
  5. შეინახეთ სოუსი მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში, არაუმეტეს 7 დღით.

როგორც ხედავთ, იმ პროდუქტისგან, რომელსაც აქამდე მუდმივად ღვრიდით, შეგიძლიათ ნამდვილი მაიონეზის მომზადება!

თქვენ მაიონეზს ყიდულობთ თუ თავად ამზადებთ? გაგვიზიარეთ რეცეპტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს