მურაბა ფიჭვის გირჩებით “ჭკვიანი მკურნალი” შაქრით.

591
გირჩის მურაბა © paparazzi.ge

ბებიამ ბავშვობიდან მიმაჩვია ამ გემრიელი და სასარგებლო ტკბილეულის მირთმევას შემოდგომა-ზამთრის პერიოდში: ბავშვებს – თითო ჩ.კ., ხოლო უფროსებს – თითო ს.კ.. ამიტომ ვავადმყოფობ იშვიათად, ხოლო თუ გაციება მაინც მიპოვის, რამდენიმე დღეში ყველაფერი გამივლის. ყოველ გაზაფხულს, ტყეში გირჩების შესაგროვებლად მივდივარ. მურაბას დიდი რაოდენობით ვამზადებ, არ მინდა, ავად გავხდე ხოლმე.

ფიჭვის გირჩების მურაბა

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ფიჭვის გირჩების მურაბის შესანიშნავ რეცეპტს. ეს საერთოგამაძლიერებელი, ვიტამინებით სავსე საშუალება აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ეხმარება რესპირატორულ ინფექციებთან და ძალების დაკარგვასთან გამკლავებაში.

პროფილაქტიკური მიზნებით,1 ს.კ. მურაბას დღეში ერთხელ (ბავშვები 1ჩ.კ.), საუზმემდე 20 წუთით ადრე იღებენ. დაავადებების დროს კი 1 ს.კ. ტკბილეულს დღეში სამჯერ, სრულად გამოჯანმრთელებამდე მიირთმევენ. მოთენთილობის, გამოფიტვის ან საერთო სისუსტის დროს, მურაბა დაუმატეთ ჩაის, შაქრის ნაცვლად.

გირჩის მურაბის უკუჩვენებაა თირკმლების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებები, ფეხმძიმობა და 6 წლამდე ასაკი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: როდის მოვკრიფოთ ფიჭვის გირჩები? ეს გაზაფხულის ბუნიაობის (20 მარტიდან) დღიდან ზაფხულის მზის დგომამდე (21 ივნისამდე) უნდა გააკეთოთ. მოსავლის ასაღებად საუკეთესო დროა მაისის დასაწყისი და შუა რიცხვები.

გირჩები უნდა იყოს ახალგაზრდა და მთლიანად მწვანე. სიგრძეში 4 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, მარტივად უნდა იჭრებოდეს დანით და იჩხვლიტებოდეს ნემსით. გირჩები უნდა დაამუშავოთ მოკრეფის დღესვე, თორემ გამუქდება და გაფუჭდება.

გირჩების მომზადებამდე, დაასხით წყალი და გარეცხეთ გამდინარე წყალში, მტვრისა და ჭუჭყის ჩამოსარეცხავად. ხარშეთ მურაბა ნებისმიერ მოსახერხებელ ჭურჭელში, ოღონდ დაბალ ტემპერატურაზე (80-90 გრადუსზე), თორემ გაფუჭდება. 2 კგ გირჩისგან 1.5-2 ლ მზა პროდუქტს მიიღებთ. ახლა გადავიდეთ უშუალოდ რეცეპტზე.

ინგრედიენტები:

  • 80 გირჩი (დაახლოებით 800 გ)
  • 1.5-2 ლ წყალი
  • 1-1.5 კგ შაქარი

მომზადება

  1. გარეცხეთ გირჩები და დაასხით წყალი. ჭურჭელი შეარჩიეთ ისე, რომ სითხემ ნედლეული სრულად დაფაროს.
  2. ხარშეთ გირჩები 40 წუთით, შემდეგ დააყენეთ 10-12 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ მომავალი მურაბა მარლის სამი ფენის გავლით (ეს აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რამდენი შაქარი დაგჭირდებათ), გირჩები არ გადაყაროთ.
  3. 1 ჭიქა ნაყენზე აიღეთ 1 ჭიქა შაქარი. ხარშეთ სიროფი ნელ ცეცხლზე 1.5 საათით.
  4. მომზადებამდე 20 წუთით ადრე, დაუმატეთ მურაბას გირჩები – 8-12 ცალი 0.5-ლიტრიან ქილაში.
  5. მზა მურაბა ჩაასხით მშრალ, გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

გემოთი ეს ტკბილ-მჟავე მურაბა ცოტათი წააგავს თაფლს, თუმცა, უფრო მკვეთრი წიწვოვანი გემო და არომატი აქვს.

თუ მურაბის მოსახარშავად დრო არ გაქვთ, ნედლი გირჩები გაჭერით შუაზე და დაასხით თაფლი. საუკეთესო იქნება აკაციის ან ცაცხვისა. ქილა დადგითფანჯრის რაფაზე, ოღონდ არა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. ყოველდღე შეანჯღრიეთ სიროფი, იგი მზად 2-3 თვეში იქნება.

შემდეგ გადაღვარეთ სითხე და გადაწურეთ საცერში, გირჩები კი გადაყარეთ. მიღებული სიროფი შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ საჭიროებისამებრ.

თქვენ ამზადებთ გირჩის მურაბას? გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს