რა მოვამზადოთ ძალიან თხევადი მურაბისგან

0
228

-“სად წავიღო ამდენი თხევადი მურაბა?” – ვკითხე საკუთარ თავს, როცა საწყობის დალაგების დროს ჩემ მარაგს გადავხედე. ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, ახალი კონსერვებისთვის თაროებს ვათავისუფლებ ხოლმე.

დარწმუნებული ვარ, რომ იდეები, რომლებიც დეიდაჩემმა მომაწოდა, მოეწონება არამხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს, არამედ ჩვენს მკითხველსაც. დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ შეიძლება თხევადი მურაბის მარაგის უტილიზება, თუ უბრალოდ არ იცით, სად წაიღოთ. ჩაინიშნეთ!

თხევადი მურაბა

არსებობს უამრავი სახის ტკბილეული, რომლის მომზადებაც მურაბით შეიძლება. დღეს ყველაზე წარმატებულ ვარიანტებს გაგაცნობთ, სტატიის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ძალიან მარტივი და სწრაფი ღვეზლის მომზადებას თხევადი მურაბით. ეს ღვეზელი ყოველთვის და ყველას გამოსდის!

ყველაზე მარტივია მურაბის დამატება ჩაიში ან წასმა პურზე. მიიღებთ ასეთ სწრაფ ბუტერბროდს.

ასევე, შეგიძლიათ მურაბას ჟელატინი დაუმატოთ და მოამზადოთ ჟელე. მიიღებთ სასიამოვნო და მსუბუქ არომატს. ასევე, შგიძლიათ ასეთი ჟელეს ტორტის ფენად გამოყენება.

დედაჩემი მურაბას წყალთან აზავებს, უმატებს სახამებელს და ხარშავს უგემრიელეს კისელს. 0.5 ლ მურაბისა და წყლის ნარევს უნდა დაუმატოთ 2-2.5 ს.კ. სახამებელი. ხარშეთ 5-7 მომზადებამდე. ძალიან გემრიელი გამოდის!

მურაბა კულინარიაში

თხევადი მურაბის გამოყენება შეიძლება ტორტის ბისკვიტების გასაჟღენთავად. ზოგიერთ ღვეზელში გულსართადაც გამოგადგებათ. ასევე, ესაა შესანიშნავი შემავსებელი საყვარელი ჩიზქეიქებისა და ხაჭოს ნამცხვრებისთვის. მურაბის დამატება შეიძლება ტორტებისა და ნამცხვრების კრემებშიც.

თუ მოამზადებთ ფხვიერ ცომს, მურაბას კი სახამებელსა და ცოტაოდენ თხილს ან კენკრას დაუმატებთ, მიიღებთ შესანიშნავ ტარტს, თანაც ამას დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება.

ასევე, თხევადი მურაბით მიიღებთ უგემრიელეს ტკბილ სოუსს ხორცისთვის. თქვენი ოჯახის გურმანები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასებენ ასეთ კულინარიულ დახვეწილობას.

პეროგი მურაბით

ეს რეცეპტი უნივერსალურია იმით, რომ საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ მურაბის ნარჩენები ან არ გადაასხათ დადუღებული ჯემი. პეროგის გემო იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მურაბას გამოიყენებთ. ჩემი აზრით, ყველაზე გემრიელი პეროგი გამოდის გარგრის ან მსხლის მურაბით, თქვენ კი თქვენი გემოვნებით იხელმძღვანელეთ.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ მურაბა
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 კვერცხი
  • 1.5-2 ჭიქა ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ს.კ. დარიჩინი

მომზადება

  1. ღრმა თასში ჩაასხით მურაბა და დაუმატეთ სოდა, მოურიეთ.დააყენეთ 1 საათით. ამ დროის განმავლობაში, მურაბა მოცულობაში მოიმატებს და მუსს დაემსგავსება.
  2. დაუმატეთ ამ მასას კვერცხი, გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
  3. დაასხით ცომი კარაქწასმულ საცხობ ლანგარზე. მოაყარეთ დარიჩინი. თუ არ გაქვთ, გამოიყენეთ ყაყაჩო ან ქოქოსის ფანტელი, ან უბრალოდ ასე შედგით საცხობად.
  4. აცხვეთ ცომი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 30 წუთით, მომზადებამდე.
  5. მზა პეროგს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან გაჭ რით ბისკვიტი ორ ნაწილად და გულსართად წაუსვით არაჟნის კრემი.

გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, თხევადი მურაბა სუპერპროდუქტია, თუ იცით, როგორ უნდა გამოიყენოთ. თქვენც მოგვიყევით, როგორ იყენებთ ასეთ მურაბას.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი