რა დანიშნულება გააჩნია მცენარეული ზეთის ბოთლის ყელში არსებულ ჭრილებს

0
620

ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველაფერი ძალიან მოსახერხებელია. ის, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ, უწვრილეს დეტალამდეა გათვლილი. დიზაინერები ცდილობენ, რომ ნივთები მაქსიმალურად კომფორტული იყოს გამოყენებისას. ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია. ყველაზე ხშირად, ამას ყურადღებას არც კი ვაქცევთ. თუმცა, როგორც კი ცოტა ყურადღებას დაუთმობთ, ფეხსაცმლის უბრალო ჯაგრისშიც კი იპოვით გარკვეულ მნიშვნელოვან დეტალებს. მაგალითად, რა კომფორტულად ზის ხელში, როგორ წმენდს ფეხსაცმელს და სხვ.

ერთხელ დედაჩემთან სტუმრად ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო ზეთის ბოთლზე. ასეთი ყველა სახლშია, ყვითელი, ეტიკეტზე მზესუმზირები რომ ახატია. ბოთლს თავსახური არ ეხურა, ამიტომ მის ყელში თეთრი კბილანები შევნიშნე. უცებ დავფიქრდი: რისთვისაა ისინი საჭირო? რატომ მაინცდამაინც ზეთის ბოთლში?

რატომ აქვს ზეთის ბოთლს კბილანები

ჩემს ცნობისმოყვარეობას საზღვრები არ აქვს, ამიტომ ამ კითხვას პასუხი თავადვე ვუპოვე. სანამ დედაჩემი სუფრას შლიდა, მე გადავქექე ინტერნეტი. ახლა სწორედ ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, რაც იქ ვიპოვე.

ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჭრილები მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ ზეთის ნაკადი შეემცირებინდა. კბილანების დახმარებით, იგი თხელი ნაკადით მოდის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არაა მოსახერხებელი, რადგან ზეთი ან ცუდად მოდის, ან გვერდებზე ისხმება.

რაში სჭირდება ბოთლს ეს ჭრილები?

ყურადღება! ყველაზე საინტერესოა, რომ ეს ჭრილები განკუთვნილია ასეთი სპეციალური დოზატორისთვის, რომელიც, რატომღაც, ცალკე იყიდება. ამას თვითონ ვერასდროს მივხვდებოდი. აი, ასეა იგი მოწყობილი.

სხვათა შორის, ზეთის ასე დასხმა გაცილებით მოსახერხებელია. დოზატორი ისმება ბოთლის ყელში და მსუბუქად იწევა შიგნით. ასეთი მოწყობილობით, ზეთი არ ჟონავს – აღარავითარი ზედმეტი წვეთი ან ჟონვა. დედაჩემსაც ვუყიდე ასეთი დოზატორი. ადრე იგი თავად აკეთებდა რაღაც მოწყობილობებს ზეთის ბოთლისთვის. რაღაც თმის რეზინები ან ხელსახოცები… ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივია.

ზეთი თითქმის ყველა სამზარეულოში გამოიყენება. ახლა უკვე გეცოდინებათ ამ სასარგებლო ხრიკის შესახებ. როგორც ამბობენ: სწავლა სიბერემდეო.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი