კიმერლეს ანომალია, როგორც ოსტეოქონდროზის შედეგი

762

20 წელია, ხერხემალში საშინელი ტკივილები მაწუხებს. ხერხემლის წელის დანაყოფის ოსტეოქონდროზის, დისკების პროტრუზიისა და სპონდილოართროზის გარდა, კიმერლეს ანომალიაც დამისვეს დიაგნოზად. გთხოვთ, დაწეროთ, რას ნიშნავს ეს და როგორ ვიმკურნალო. პატივისცემით, ლ.ა.

წერილს პასუხობს ექიმი-ნევროპათოლოგი, ვლადიმერ ბოლსუნი.

ყველაზე ხშირად, ესაა ატლანტას (კისრის პირველი მალა) თანდაყოლილი მანკი ან შეძენილი ცვლილებები ატლანტოკეფის სახსრის შემაერთებელი აპარატის დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ანომალია ჩნდება კისრის პირველ მალაში არხის დაწვრილების დროს.

კიმერლეს ანომალიის დროს, ხერხემლის არტერიის კედლებზე ხდება ზეწოლა გარშემო ძვლოვანი ქსოვილით, ასევე, ზეწოლა ხდება ზურგის ტვინის ფესვზეც, რაც სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევას იწვევს.

შეძენილი ანომარია კი ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის შედეგად ჩნდება და ამ შემთხვევაშიც ართულებს სისხლის მიმოქცევას არტერიაში.

ძირითადი სიმპტომები განპირობებულია თავის ტვინის სისხლმომარაგების შემცირებით, რაც თავბრუსხვევითა და გულისრევით, გონების დაკარგვით, შაკიკით, ხელების გაბუჟებითა და ტკივილებით, ვეგეტატიური დარღვევებით გამოიხატება.

ამ დიაგნოზის მქონე ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ მკურნალობის დაწყებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოს სამკურნალო ფიზიკურ კულტურასა და მასაჟთან. მანუალურ თერაპიას კი საერთოდ უნდა მოერიდოს.

ხშირ შემთხვევაში, საკმარისია მედიკამენტოზური მკურნალობა და სამკურნალო-შემანარჩუნებელი რეჟიმი. ამ დროს გამოიყენება ნოოტროპული პრეპარატები, სისხლძარღვების თერაპია, ანტიოქსიდანტური თერაპია, ნეიროტროფიული და ნეიროპროტექტორული პრეპარატები. აკრძალულია თავის ტრიალი. რეკომენდებულია თავისა და კისრის დარტყმისგან თავის დაცვა, ძალოვან სავარჯიშოებზე უარის თქმა და სხვა.

შემოთავაზებული მკურნალობა: დაავადებული წევს ზურგზე, მყარ ზედაპირზე (იატაკზე ან ხალიჩაზე). კეფისა და მეშვიდე მალის ადგილას იდებს ლიაპკოს აპლიკატორს 10-15 წუთით.  იგი გაახურებს ქსოვილებს და გააუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ სძინავს ადამიანს ღამით. ვურჩევ, კისრის ქვეშ პაციენტის ხელის სისქის დახვეული ქსოვილის მუთაქა დაიდოს.

აგრეთვე, სასარგებლოა წყლის სავარჯიშოებიც. წყალში ჩაყვინთეთ პირამდე. ხელის გულებს დაეყრდენით ნიკაპით და ნელა დაწიეთ თავი წინ და უკან. ძალისხმევა და ზეწოლა ნელ-ნელა იზრდება. არ შეასრულოთ სავარჯიშო მყისიერად. მარჯვნივ და მარცხნივ თავი არ მიატრიალოთ. ეცადეთ შეიგრძნოთ, როგორ რბილად იწელება კისრის ზედა უკანა ზედაპირი.

იმავე სავარჯიშოს შესრულება შეგიძლიათ აუზის გარეშეც, თუმცა ნელა და ფრთხილად! თუ უკუჩვენებები და ალერგია არ გაქვთ, იმკურნალეთ ფუტკრების ნაკბენებით (აპითერაპია) სპეციალურ წერტილებზე. ეს იქნება კისრის ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა. გარდა ამისა, კიმერლეს ანომალიის მქონე ადამიანისთვის კარგია დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობები. ტრანსპორტით გადაადგილების ან ვარჯიშის დროს, გამოიყენეთ სპეციალური ორთოპედიული საყელო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს