ღვეზელების ცომის ეს უნივერსალური რეცეპტი ნებისმიერი გულსართის ღვეზელის გამოცხობისას გამოგადგებათ, იქნება ეს ხორცი, სოკო, კომბოსტო, ხილი თუ რამე სხვა. ცომი რბილი და ნაზი გამოდის.
მის მოსამზადებლად, გამოიყენეთ 15-20% ცხიმიანობის არაჟანი. ასევე, შეგიძლიათ არაჟნის ნახევარი მაიონეზით ჩაანაცვლოთ, თუ ასეთი გემო მოგეწონებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ცომი იდეალური იქნება თქვენი ღვეზელების ბაზის მსამზადებლად.
ინგრედიენტები:
- 3 ც კვერცხი
- 300 გ არაჟანი
- 120 გ ხორბლის ფქვილი
- 0.3 ჩ.კ. მარილი
- 10 გ გამაფხვიერებელი
მომზადება
1. შეურიეთ არაჟანი და კვერცხი, დაუმატეთ მარილი და ურიეთ ერთგვაროვნებამდე.
2. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
3. ღვეზელის მოსამზადებლად, საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დაასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ გულსართი, ცომის ნარჩენები მოასხით ზემოდან.
4. აცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსზე 35-40 წუთით.
ტკბილგულსართიანი ღვეზელის მოსამზადებლად, დაუმატეთ ცომს შაქარი და ვანილინი გემოვნებით. ხოლო თუ შიგთავსად კენკრის გამოყენებას აპირევთ, დაუმატეთ მას ცოტაოდენი სახამებელი, რათა ღვეზელი ზედმეტად არ დასველდეს ცხობისას.