სავარჯიშოები სახის კუნთების გასაუმჯობესებლად: საკმარისია დღეში 10 წუთი

167

დღეს ჩვენ ფეისბილდინგის შესახებ ვისაუბრებთ. ეს სავარჯიშოების სპეციალური კომპლექსია, რომელიც გერმანელმა კოსმეტოლოგმა და პლასტიკურმა ქირურგმა, რეინჰოლდ ბენცმა შეიმუშავა. ეს კომპლექსი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი სახის კუნთების გასაძლიერებლად.

გთავაზობთ დაწვრილებით ინსტრუქციას სავარჯიშოების შესასრულებლად. საუკეთესო დრო ამისათვის არის დილა, გაღვიძებისთანავე, ან საღამო – ძილის წინ. სანამ უშუალოდ კომპლექსის შესრულებას შეუდგებოდეთ, საჭიროა სახისა და ხელების გულმოდგინედ დაბანა.

სავარჯიშოები კვირაში ხუთჯერ მაინც უნდა შეასრულოთ, ერთსა და იმავე დროს, არაუმეტეს 15 წუთის განმავლობაში. ეფექტის შესაგრძნობად და გასამყარებლად, კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს უნდა აღემატებოდეს.

სავარჯიშოები სახისა და კისრისთვის

დასაწყისისთვის, შეასრულეთ მსუბუქი მოთელვა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და მოამზადოთ სახე სავარჯიშოებისთვის.

ერთდროულად გახსენით პირი და თვალები ისე, რომ ქვედა ტუჩი მაქსიმალურად ქვემოთ იწეოდეს. წარბები არ უნდა მოძრაობდეს, თუ არ გამოგდით – დაიჭირეთ ხელებით. გაიმეორეთ ათჯერ.

ამის შემდეგ, გაწელეთ კისერი წრიული მოძრაობებითა და გვერდებზე გადახრით.

დაიწყეთ ყვრიმალის კუნთების გავარჯიშება – მას განსკაუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგან სწორედ იგი აკავებს სახის მთელ ჩონჩს. მოამრგვალეთ ტუჩი და დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა. შემდეგ დაიწყეთ ყვრიმალის კუნთების შეკუმშვა და მოდუნება, თითქოს მათ თვალებისკენ წევთ. ზედა ტუჩი მიიზიდეთ ქვემოთ, ეცადეთ, აკონტროლოთ ტუჩის კუთხეები, რომ არ იმოძრაონ. გაიმეორეთ თხუთმეტჯერ.

გადადით სავარჯიშოზე, რომელიც მოგაშორეთ ღაბაბს, ასევე, მის გაჩენას შეუშლის ხელს. დაიწყეთ გამახურებელი მოთელვით: მოადუნეთ ზედა ტუჩი და მსუბუად მიმართეთ ქვედა ყბა წინისაკენ, სანამ ნიკაპის ზონაში მსუბუქ დაძაბულობას არ იგრძნობთ. გაიმეორეთ ათჯერ.

თვითონ სავარჯიშო შეასრულეთ შემდეგნაირად: გააღეთ პირი, შეწიეთ ქვედა ტუჩი შიგნით, არ დაჭიმოთ ტუჩის კუთხეები, და შეასრულეთ მოძრაობები წინ და ზემოთ, ოდნავ დაჭიმეთ ნიკაპის ზედა ნაწილი. გაიმეორეთ ოცჯერ, ბოლო სამ გამეორებაზე რამდენიმე წამით შეიკავეთ ეს მდგომარეობა.

შემდეგ დაამუშავეთ ენქვეშა კუნთი. გააღეთ პირი და სცადეთ ენის ცხვირთან მიტანა. გაიმეორეთ თხუთმეტჯერ. ეს სავარჯიშო, აგრეთვე, ამუშავებს ნიკაპის ქვედა ზონას და გაცილებთ ცხიმოვან ფენებს.

შემდეგ მოადუნეთ სახე, საჩვენებელი თითებით დაიფიქსირეთ ცხვირ-ტუის ზონა და ამ მდგომარეობაში დაიწყეთ მხოლოდ ზედა ტუჩის მოძრაობა. არ შეწიოთ ტუჩი შიგნით, უბრალოდ დაძაბეთ და მოადუნეთ. ამას ტონუსში მოჰყავს ცხვირ-ტუჩის ზონა და გეხმარებათ ზედა ტუჩის გამოკვეთაში. გაიმეორეთ ათჯერ.

შემდეგი ზონაა შუბლი. დაიდეთ ხელის გულები შუბლის მთელ ზედაპირზე, წარბების დაწყებამდე. ეს არამხოლოდ კანს დააფიქსირებს, არამედ დამატებით ზეწოლასაც ქმნის. დაიწყეთ წარბების წამოწევა. ნუ შეგეშინდებათ კუნთების გადატვირთვის, მკვეთრად უნდა იგრძნოთ შუბლის კუნთები, რომლებიც წარბების ქვეშაა მოქცეული. გაიმეორეთ 15-ჯერ.

დაბოლოს, იმუშავეთ თვალის გარშემო კუნთებზე. დაიწყეთ მოთელვით – ინტენსიურად დაახამხამეთ 15-ჯერ ისე, რომ წარბები არ გაამოძრაოთ. შემდეგ გადადით სავარჯიშოზე: საჩვენებელი და შუა თითებით დაიჭირეთ თვალის ორივე კუთხე, რათა იხვის თათები არ გაჩნდეს. ამ მდგომარეობაში ძლიერად დახუჭეთ და ბოლომდე გაახილეთ თვალები. გაიმეორეთ ათჯერ.

თუ სავარჯიშოების კომპლექსს ყოველდღიურად შეასრულებთ, უკვე 2 კვირაში პირველი შედეგით დატკბებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს