გამომცხვარი ქათამი ფორთოხლითა და ხრაშუნა ქერქით

256

ქათმის ხორცი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ფრინველის ხორცია. სწორედ ამიტომ, გამომცხვარი ქათმით იშვიათად თუ გააკვირვებთ ვინმეს. თუმცა, საკმარისია ცოტაოდენი ფანტაზია ჩართოთ და ჩვეულებრივი პროდუქტი სავზსებით ახალ ახალ გემოსა და არომატს შეიძენს.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ქათმის გამოცხობას ფორთოხლით. პროდუქტის ასეთი გასაოცარი კომბინაცია შექმნის უჩვეულოდ მადისაღმძვრელ კერძს, გაჯერებული გემოთი. ამ კერძის გასინჯვას ნამდვილად იმსახურებენ თქვენი ოჯახის წევრები, ამიტომ არ დაგეზაროთ მომზადება.

ქათამი ფორთოხლით

ინგრედიენტები

  • 1.5 კგ ქათამი(1 ტუში)
  • 4 ფორთოხალი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს.კ. დიჟონური(ფრანგული) მდოგვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1.5 ჭიქა წყალი
  • მარილი, პილპილი, სანელელები გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ქათამი, კარგად გარეცხეთ და დაწრიტეთ.

2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ მდოგვი ნიორსა და სოიოს სოუსს. დაუმატეთ მარილი და პილპილი. მოათავსეთ ხორცი მარინადში.

3. გათალეთ ფორთოხალი, ორი ნაყოფი დაჭერით წრეებად, კიდევ 2 – კუბებად. ერთი ფორთოხლის კანი კარგად გარეცხეთ რამდენჯერმე და დაჭერით წვრილად.

4. წყალში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ დაჭრილი ცედრა და კუბებად დაჭრილი ფორთოხალი. ხარშეთ 2 წუთით, ნელ ცეცხლზე. გადაასხით სიროფი, მოხარშული ფორთოხალი კი დაალაგეთ საცხობ ფორმაზე.

5. ახლა დაალაგეთ საცხობზე ხორცის ნაჭრები, ზემოდან დაალაგეთ ფორთოხლის წრეები.

6. გამოაცხვეთ ქათამი 200 გრადუსზე, 40 წუთით.

7. ქათამი სუფრაზე პირდაპირ ფორთოხლის ნაჭრებიანად გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს