მაიონეზიანი ცომი კვერცხისა და ზეთის გარეშე

0
1225

თუ მაცივარში კვერცხი და ზეთი ვერ იპოვეთ, თუმცა ღვეზელების გამოცხობა ძალიან გინდათ, თამამად აიღეთ მაიონეზი და საფუარი და შეუდექით მზადებას!

მაიონეზიანი ცომი

დღეს ჩვენ გასწავლით ცომის განსაკუთრებულ რეცეპტს, რომელიც შესანიშნავია როგორც ცარიელი ფუნთუშების, ისე ხორციანი ღვეზელების მოსამზადებლად. განსაკუთრებით კარგი გამოდის მაიონეზიანი ცომი პიცისთვის. ხრაშუნა ქერქი გარანტირებული გაქვთ!

ინგრედიენტები:

  • 160 გ მაიონეზი
  • 25 გ საფუარი
  • 250 მლ მდუღარე წყალი
  • 3 ჩ.კ. შაქარი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • მარილი

მომზადება

1. დაასხით მშრალ საფუარს წყალი და დააყენეთ 15 წუთით.

2. ამ დროის გასვლის შემდეგ, დაუმატეთ საფუვრიან წყალს მაიონეზი, შაქარი და ცოტაოდენი მარილი. კარგად ათქვიფეთ ყველაფერი სადღვებით.

3. გაცერით ფქვილი და მოზილეთ ცომი. ჩაყარეთ ფქვილი ძალიან ნელა, ურიეთ მუდმივად. ბოლოს რბილი ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ.

4. ცომი დადგით თბილ ადგილას 2 საათით. შემდეგ თამამად შეუდექით პიცის ან ღვეზლების კვერების მომზადებას.

5. თუ ამ ცომით ტკბილი კერძის გაკეთებას უფრთხით, ცდებით! მაიონეზი ცომში საერთოდ არ იგრძნობა. აუცილებლად სცადეთ ამ ცომით ალუბლის ან სხვა მურაბისა და ჯემის ღვეზელების მომზადება.

ამ ცომის გამოყენება უამრავი გზით შეიძლება. მაგალითად, ბოსტნეულის პიცისთვის, რომელიც არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც კია.

მოგიმზადებიათ მსგავსი ცომით რამე კერძი? რამდენად გაამართლა მოლოდინი?