როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილები მანანის ბურღულისგან

0
2537

მანანის ბურღულის ორცხობილები მზადდება ძალიან სწრაფად, გამოდის უფრო ფუმფულა და ნაზი, ვიდრე ჩვეულებრივი ფქვილით. მანის ცომი არ იშლება, არ იწვება და არ ეკრობა საცხობ ლანგარს ცხობისას.

სცადეთ ფხვიერი ორცხობილების გამოცხობა ჩვენი რეცეპტით. მარტივად მოსამზადებელი ტკბილეული იდეალური გამასპინძლება იქნება სტუმრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის.

მანანის ორცხობილები

ინგრედიენტები:

  • 600 გ მანანის ფაფა
  • 200 მლ რძე
  • 120 მლ ზეთი
  • 130 გ შაქარი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი
  • შაქრის პუდრა

მომზადება

1. შეურიეთ თასში კვერცხი, შაქარი, ზეთი და რძე. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. დაუმატეთ ვანილი და გამაფხვიერებელი. მუდმივად ურიეთ და დაუმატეთ მანანის ბურღული ულუფებად, მკვრივი ცომი რომ მიიღოთ.

3. ბურღული რომ აფუვდეს, დაახურეთ თასს ხელსახოცი და აცადეთ ცომს 1 საათით გაჩერება.

4. დაამზადეთ ცომისგან ბურთულა, ამოავლეთ ბურღულში ან შაქრის პუდრაში. აქციეთ მრგვალ კვერად.

5. დააფინეთ საცხობ ლანგარზე საცხობი ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ორცხობილები.

6. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და აცხვეთ ორცხობილები 30 წუთით, ოქროსფრის მიღებამდე.

7. გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.

მანანის ბურღული გახლავთ პროდუქტი, რომლის გარეშე ვერც ერთი დიასახლისი ვერ გამოძვრება რთული სიტუაციიდან. ბურღული ჩაანაცვლებს საფანელს, შეიწოვს ზედმეტ სითხეს ყაბაყის ოლადების მომზადებისას და არამარტო…

თქვენ რას ამზადებთ მანანის ბურღულისგან? რამდენად ხშირად იყენებთ ამ პროდუქტს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.