ინტერნეტი სავსეა თითქოს სასარგებლო ინფორმაციით, ფსევდოექიმებისგან. ჩვენ გვჯერა ამ ცნობების, მივყვებით რჩევებს, საბოლოო ჯამში კი არამხოლოდ არ ვიღებთ სასურველ შედეგებს, არამედ ვიტანჯებით საშინელი შედეგებითაც. თუმცა, როცა ლეო ბოკერია საუბრობს, ყველამ იცის, რომ მას ნამდვილად უნდა მოუსმინოს. ცნობილ ექიმ-კარდიოქირურგთან მიღებაზე მოხვედრა არც ისე მარტივია: ეს ძალიან ბევრს უნდა, რისი დროც ექიმს, სამწუხაროდ, არ აქვს. ამიტომ, პროფესორი ხშირად გვიზიარებს ზოგად რჩევებს, რომლებიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს.
ერთ-ერთმა ბოლო რჩევამ აღაშფოთა არამხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები, არამედ დიეტოლოგებიც და ყველა ისიც, ვისაც უსაფრთხოდ გახდომა მოკლე ვადაში სურს. ლეო ბოკერია ამტკიცებს, რომ სქემა “ისაუზმე, სადილი კი მტერს მიეცი”, უნდა უგულებელყოთ, რადგან იგი არასდროს ყოფილა სწორი. ალბათ, ამ ინფორმაციამ გაახარა ისინი, ვისაც მუდმივად ეჩქარება, ვერ იტანს ფაფებს, სვამს დილის ყავას გადარბენაზე.
საუზმე აუცილებელი არაა
“საუზმე აბსოლუტური აბსურდია – საუბარია სრულყოფილ საუზმეზე” – ამბობს ბოკერია. ექიმმა ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ მიაქცია ყურადღება თავისი ამერიკელი კოლეგების რეჟიმს, რომლებიც დილაობით უბრალოდ ყავას სვამენ, მიირთმევენ მცირე ზომის ბუტერბროდს ლანჩის დროს, ხოლო ვახშამზე – 2-3-ს. ამასთან, თავს შესანიშნავად გრძნობენ და ნაკლებად ავადმყოფობენ.
-“ჩვენთან როგორაა?” – განიხილავს ექიმი. -“გაიღვიძეთ, ორგანიზმი მხოლოდ ახლა იწყებს მუშაობას, სხდებით მაგიდასთან, მიირთმევთ ერთ თეფშ ხორცს, რამდენიმე კვერცხს, ცომეულს, აყოლებთ რაღაცით სავსე ჭიქას. შემდეგ იცვამთ და მიდიხართ. და, როგორი თანამშრომელი ხართ? ფიზიოლოგიური კუთხით?”
ლეო ბოკერია გთავაზობთ პრიორიტეტების შეცვლას. მიეცით საუზმე მტერს, სადილზე წაიხემსეთ, ხოლო საღამოს ნორმალურად მიირთვით. შემდეგ ფიზიკური ვარჯიშები! ექიმის მტკიცებით, იმ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, დღის რეჟიმი სწორედ ასე გამოიყურება.
დიეტოლოგები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, რამდენადაც სრულყოფილი საუზმე და სადილი გლუკოზის ნორმალური დონის, ჯანსაღი ორგანიზმისა და სასურველი წონის წინაპირობაა. მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომელთა ორგანიზმს სადილამდე სძინავს და საუზმეს ვერ მიირთმევენ. დასკვნა? ლეო ბოკერიას რჩევა ყველამ არ უნდა გაითვალისწინოს.
ლეო ბოკერიას ცხოვრებისეული პრინციპები
10 000 ნაბიჯი
ეს ნაბიჯების ის მინიმალური რაოდენობაა, რომელიც ადამიანმა დღეში უნდა გადადგას. იდეალში, მსგავსი მანძილის გავლა 40 წუთში უნდა შეძლოთ. ეს არც სირბილია და არც სეირნობა, არამედ მშვიდი სიარული. პროფესორის თქმით, ეს კარგად მოქმედებს გულის რიტმსა და სუნთქვაზე.
დაიწყეთ დღე ღიმილით
ბევრისთვის ეს ძალიან უცნაურია. ლეო ბოკერია კი ამტკიცებს, რომ, თუ ახლობლებს ან საკუთარ თავს გაუღიმებთ სარკეში, პოზიტიური აზრები მთელი სამუშაო დღის მანძილზე თან გამოგყვებათ. ეს მარტივი საშუალება ოპტიმიზმის დონეს გაზრდის. ოპტიმისტები კი უფრო მეტხანს ცოცხლობენ.
წონის კონტროლი
გახსობიდ შემდეგ, ჩარჩოების შენარჩუნება რთულია. როგორ გვინდება, მენიუში ტკბილის, ფქვილიანის, ცხიმიანის დაბრუნება. თუმცა, წონა აუცილებლად უნდა აკონტროლოთ. ამისთვის იკვებეთ ზომიერად და მრავალფეროვნად. ასეთ შემთხვევაში, არამხოლოდ კარგ ფიგურას შეინარჩუნებთ, არამედ გულის ჯანმრთელობაც დიდხანს გაგყვებათ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა საუზმის მიღება?