ტრადიციულად პირშუშხა ყველაზე მეტად ხორცს და თევზს უხდება.

1280

იცოდით, რომ პირშუშხას მცენარისგან მხოლოდ ფესვები არაა სასარგებლო? თითქმის ყველა რეცეპტში შეიძლება ამ რთული პროდუქტის პირშუშხას ფოთლებით ჩანაცვლება. მათი მოკრეფა ხომ ძალიან მარტივია.

ჩვენი რედაქცია ამ სტატიაში გიამბობთ, თუ რისი მომზადება შეიძლება ამ უაღრესად სასარგებლო მცენარის ფოთლებისგან, თანაც არამხოლოდ სამკურნალო, არამედ გემრიელი შედეგებით!

ფესვი თუ ფოთლები?

ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, ფესვები გამოიყენება, თუმცა ფოთლებს უფრო რბილი გემო და მოქმედება აქვს. უმეტესწილად, ფოთლებს იყენებენ მწნილების მოსამზადებლად, როცა ზამთრისთვის კიტრის, პომიდვრის, პატისონის შენახვაა საჭირო. ნედლი დაჭრილი ფოთლებით სიცხარეს უმატებენ სოუსებს, ხოლო ხმელით ამზადებენ სანელებელს.

მწნილებზე არ ვისაუბრებთ, რამდენადაც ყველა დიასახლისმა მშვენივრად იცის, როგორ გამოიყენოს პირშუშხას ფოთლები ამ კუთხით. აი, რამდენიმე საინტერესო რეცეპტს კი ნამდვილად შემოგთავაზებთ.

პირშუშხას დომხალი

დომხალი, რა თქმა უნდა, გინახავთ, თუმცა პირშუშხათი? არ გახსენდებათ, არა? გთავაზობთ დომხალის რეცეპტს პირშუშხას ფოთლებით. მიიღებთ დაუჯერებელ გემოს!

ინგრედიენტები:

  • 200 გ მოხარშული ძეხვი
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 1 კონა ბოლოკი
  • 3 ც კიტრი
  • 3 ც მოხარშული კარტოფილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 6 ც პირშუშხას ფოთოლი
  • ბურახი ან კეფირი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ყველა ინგრედიენტი კუბებად, დააქუცმაცეთ ხახვი და კამა ჩვეულებრივად.
  2. ჩვენი ნოუ-ჰაუ. თხელ ზოლებად დაჭერით პირშუშხა და მოათავსეთ საერთო მასაში. თუ ამ მასას მარილს არ მოაყრით, მაცივარში 1-2 დღით შეინახება.
  3. თუ მაშინვე შეჭამთ, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, კეფირი ან ბურახი, რაც უფრო მეტად გიყვართ. პირშუშხას დომხალი მზადაა!

არაჟნისა და პირშუშხას კერძი

ჩვეულებრივ, სოუსისთვის სუფრის პირშუშხას იყენებენ, რომელიც წითელ ბოლოკთანაა შერეული. თუმცა, აქ სხვა პრინციპია. სოუსი ნაზია, ამიტომ ფოთლები გამოიყენება და არა ფესვი.

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა არაჟანი
  • 1 კონა პირშუშხას ფოთლები
  • მარილი, პილპილი და შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. ეს რაღაც ძალიან გემრიელი იქნება. უბრალოდ წინასწარ გარეცხეთ და გააშრეთ ფოთლები.
  2. ჩაყარეთ ნედლეული და არაჟანი ბლენდერში, მიიღეთ ერთგვაროვანი მასა, დაუმატეთ ყველა ფხვნილი გემოვნებით და ისევ ათქვიფეთ. გემრიელად მიირთვით!

პირშუშხას ნაყენი

აი, ყველაზე მთავარი. ეს რაღაც თერმობირთვულია, შეიძლება თქვენი სუფრაც კი დაწვას. ბავშვებისთვის ამის ჭამა დაუშვებელია, თქვენთვისაც არაა სასურველი დიდი რაოდენობით.

ინგრედიენტები:

  • 1 ბოთლი 40-გრადუსიანი არაყი
  • 1 კონა პირშუშხას ფოთლები

მომზადება

  1. აი, ასეთი მარტივია. დაჭერით გარეცხილი ფოთლები, მოათავსეთ ბანკის ან ქილის ფსკერზე. ჭურჭელი 700 მლ ან მეტი მოცულობის უნდა იყოს.
  2. სასურველია, ფოთლები ცოტათი დატკეპნოთ, რომ ჩაეტიოს. ახლა დაუმატეთ ორმოცგრადუსიანი. ჭურჭელი შედგით მაცივრის ქვედა თაროზე.
  3. ბოთლი მაცივარში 1 კვირით უნდა გააჩეროთ. დროდადრო შეანჯღრიეთ. გადაწურეთ მზა ნაყენი და ისევ შედგით მაცივარში, რათა საუკეთესო დროს დაელოდოთ მის დასალევად.

ჩვეულებრივ, ამ ნაყენს ჩვენ შინაგანად არ ვიღებდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის შემთხვევაც ყოფილა. ბებიას ყოველთვის ჰქონდა იგი მზად, სამკურნალო მიზნებით. ნაყენს თავიდან ფესვით ვამზადებით, თუმცა იმდენად ცხარე გამოდიოდა, რომ ფოთლებით ჩავანაცვლეთ.

პირშუშხას ნაყენი დღემდე ბევრ სახლში შეგხვდებათ, ადამიანებს არ დავიწყებიათ, რომ იგი შესანიშნავი საძილე საშუალებაა. თქვენც მოგვიყევით: რას ამზადებთ ამ მცენარისგან და გამოგიყენებიათ თუ არა იგი სამკურნალო მიზნებით? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს